“არ შეიძლება, ბავშვს კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადაედოს” – ივანე ჩხაიძე

“არ შეიძლება, ბავშვს კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადაედოს”, – ამის შესახებ პედიატრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ცხოველი შეიძლება, დასნებოვნდეს ახალი კორონავირუსით, მაგრამ დასნებოვნებული ცხოველი ადამიანისთვის რისკს არ წარმოადგენს. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ატლანტის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დასკვნა, რომელიც დღეს არსებობს, პირდაპირ მიუთითებს, რომ პირიქით, ადამიანები არიან ცხოველისთვის საშიში და კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით შინაური ცხოველები რისკს არ წარმოადგენენ. ასე რომ, არათუ ბავშვს შეიძლება, გადაედოს შინაური ცხოველისგან, პირიქით, შინაური ცხოველი განიხილება, როგორც რისკის მქონე, თუ ოჯახში კორონავირუსით დაავადებული თუნდაც, ერთი ადამიანია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მეტი...

ქუთაისში, 23 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათ შორისაა სასწრაფო დახმარების ექიმიც

ქუთაისის ლაბორატორიაში 23 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. მათ შორისაა სასწრაფო დახმარების ექიმი, რომლის დედასაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. გამოკვლეულია ინფექციურ საავადმყოფოში ბოლოს მოთავსებული პაციენტების კონტაქტები და ამ დროისთვის არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც საკონტროლო ტესტი ჩაუტარდა, მისი ანალიზის პასუხი სუსტად დადებითია. შესაბამისად, პაციენტი მკურნალობას აგრძელებს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში 383 ადამიანი იმყოფება. დღეს 39 -მა მოქალაქემ დატოვა სასტუმროები. თვითიზოლაციაში კი 89 ადამიანი იმყოფება.

მეტი...

რამდენიმედღიანი კლების შემდეგ, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

რამდენიმედღიანი კლების შემდეგ, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს კვლავ გაიზარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 636 ადამიანი დაიღუპა, რაც წინა დღესთან შედარებით 111-ით მეტია. იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან „კოვიდ-19“-ით სულ 16 523 ადამიანი გარდაიცვალა. იტალია კოორნავირუსით დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მეტი...

კარანტინის მიუხედავად, ესპანეთში სიგარეტის საყიდლად წასული ფრანგი პირენეის მთებში დაიკარგა

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანის მცხოვრები კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული კარანტინის დროს სიგარეტების საყიდლად ესპანეთში წავიდა და პირენეის მთებში დაიკარგა. ამის შესახებ RTBF წერს. გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის სასაზღვრო რეგიონების მაცხოვრებლები სიგარეტს ესპანეთში ხშირად ყიდულობენ, რადგან იქ თამბაქო უფრო იაფია. კარანტინის მიუხედავად, ფრანგმა მთების გადაკვეთა ფეხით გადაწყვიტა, მაგრამ მდინარეში ჩავარდა. მის გადასარჩენად ვერტმფრენი გამოიყენეს. ახლა მას კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

მეტი...

“COVID-19-ის გამო იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან” – გაერო-ს გენერალური მდივანი

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში გაზრდილი ეკონომიკურ-სოციალური წნეხისა და შიშის ფონზე მნიშვნელოვნად იმატა ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა. ანტონიო გუტიერეშმა ქვეყნების მთავრობებს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ზომების გატარებისკენ მოუწოდა. “მოგიწოდებთ მშვიდობისკენ, მშვიდობის დამყარებისკენ სახლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვიცი, რომ იზოლაცია და კარანტინი COVID-19-ის შესაჩერებლად აუცილებელია, თუმცა ამით შესაძლოა ბევრი ქალი მოძალადე პარტნიორის წინაშე ხაფანგში გაბმული აღმოჩნდეს. მშვიდობა მხოლოდ ომის უქონლობა არაა, COVID-19 ის გამო იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ,“ – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა. 

მეტი...

“აღდგომის დღესასწაულზე ისრაელიდან ცეცხლს ჩამოვიტანთ და დავაბრუნებთ იქ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებსაც” – Georgian Airways

აღდგომის დღესასწაულზე ისრაელიდან ცეცხლს ავიაკომპანია Georgian Airways ჩამოიტანს. ამასთან, კომპანია ხვალიდან კორონავირუსის გამო ევროპაში ჩარჩენილ მგზავრებს სამშობლოში დააბრუნებს „დღეს პატრიარქმა Georgian Airways-ის სახელზე ნაკურთხი ხატი გვაჩუქა. ხვალ, 7 აპრილს ხატი უკვე აბრძანდება ჩვენს ბორტზე და იფრენს ყოველ იმ რეისთან ერთად, რომლითაც ჩამოგვყავს საქართველოს მოქალაქეები. 19 აპრილს, აღდგომის ცეცხლის ჩამოსატანად, ჩვენთან ერთად იქნება ორი საულიერო პირი, ჩამოვიტანთ ცეცხლს და ასევე დავაბრუნებთ ისრაელში დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა Georgian Airways-ის დირექტორმა, რომან ბოკერიამ.

მეტი...

“ამ დღეებში გამოჯანმრთელებულები კიდევ დაგვემატებიან” – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკის გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი ამ დღეებში გაიზრდება. „ამ დღეებში იქნებიან გამოჯანმრთელებულებიც, ველოდებით, რომ მათ გავწერთ“ ,- აღნიშნა ენდელაძემ. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან სულ 29 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 39.

მეტი...

StopCoV ფონდში ჩარიცხვები 700 ათასი ლარით გაიზარდა

6 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 23 მილიონი 500 ათასი ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: არქეოპოლისი 50 ათასი ლარი; ტიფლისიდისტილერი * TIFLISIDISTILLERY 50 ათასი ლარი; შპს „აგროვინი“ 50 ათასი ლარი; ჯეორჯიან პროდაქტსი 50 ათასი ლარი, ავიასერვისი 30 ათასი ლარი; ილია ქუტიძე 30 ათასი ლარი; შპს ნეოტექი 25 000 ლარი; სადაზღვევო კომპანია უნისონი 20 ათასი ლარი; ორიენტ ლოჯიკი 20 ათასი ლარი; „ბელუქსი“ 20 ათასი ლარი; ალფა რეზიდენსი 20 ათასი ლარი; სანდრო რთველაძე 15 ათასი ლარი; ფოლადის სახლი 10 ათასი ლარი; ინვესტ გრუპ ჯორჯია 10 ათასი ლარი; თამარ ტალიაშვილი 10 ათასი ლარი; თემურ უსტიაშვილი 10 ათასი ლარი;…

მეტი...

გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსს ემსხვერპლა. 82 წლის დოლორს სალა კარიოს კოვიდ-19-ს დიაგნოზი ბარსელონაში რამდენიმე დღის წინ დაუსვეს, დღეს კი მანჩესტერულმა კლუბმა მისი გარდაცვალების ინფორმაცია გაავრცელა. „მანჩესტერ სიტი მწუხარებით იუწყება, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა პეპ გვარდიოლას დედა, დოლორს სალა კარიო. ის 82 წლის იყო“, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი, რომლებიც სხვა კლინიკაში მუშაობდნენ. „ესენი არიან სტუდენტები, გვყავს ორი სტუდენტი, რომლებიც არიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და მუშაობდნენ სხვა კლინიკაში. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპამდე არის ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, იმედია, ასე გაგრძელდება, მიმდინარეობს სტანდარტული მკურნალობა ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის პროტოკოლით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფო პროტოკოლზე“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​188 დადასტურებული შემთხვევიდან 39 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, 2 კი გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  386

მეტი...

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი ბათუმის კლინიკას დღეს დატოვებს

ბათუმში COVID-19-ით ინფიცირებული 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი კლინიკა “მედალფა”-ს დღეს დატოვებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პაციენტებმა პირველი ტესტი გუშინ გაიარეს და ვირუსზე პასუხი უარყოფითი იყო. დღეს მათ კვლევა განმეორებით ჩაუტარდათ და მეორე ტესტმაც იგივე შედეგი აჩვენა. გამოჯანმრთელებული პაციენტები 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნებიან.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირების დრამატულად მატების შემთხვევაში, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები სახლში იმკურნალებენ

კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მომავალში შესაძლოა, სახლის პირობებში უმკურნალონ. ეს მხოლოდ იმ პაციენტებს შეეხებათ, რომლებსაც ვირუსი მსუბუქი ფორმებით ექნებათ. მედიკოსების თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა პაციენტი კლინიკაში იყოს გადაყვანილი, თუმცა თუკი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ქვეყანაში დრამატულად იმატა და დღეში ათობით დადასტურებული პაციენტი იქნება, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევები სახლში იმკურნალებენ. “პაციენტების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი მიმდინარეობის, ეს უდიდესი ნაწილი არის თითქმის 80-82%. შესაბამისად, ამ პაციენტებს მსოფლიოში ძირითადად მართავენ სახლის პირობებში. აქ ორი ძირითადი ფაქტორია გასათვალისწინებელი – აუცილებლად პაციენტს უნდა ჰქონდეს იდეალური შესაძლებლობა თვითიზოლაციის და ოჯახის სხვა წევრებისთვის არ გახდეს ის დაავადების…

მეტი...

“დეტალურად განვიხილავთ ყველა კლინიკის რესურსს, არ არის ცუდი სცენარის მოლოდინი, თუმცა მზაობა უნდა იყოს” – დიმიტრი ხუნდაძე

“საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ რეგიონების მასშტაბით მოხდეს შემოწმება, რადგან კრიზისულ ფაზაში მოგვიწევს გადასვლა, სადაც იქნება პაციენტების მოზღვავება კლინიკებში. ამიტომ კლინიკების მზაობა უნდა იყოს შესაბამისი”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კახეთში მოქმედ ცხელების ცენტრში განაცხადა, სადაც დაწესებულებების მდგომარეობას გაეცნო და მედპერსონალს შეხვდა “შევამოწმეთ ქუთაისის,ფოთის და ახლა თელავში ვართ. ჩვენ შევამოწმეთ თუ როგორ მოხდება პაციენტის მიღება და შემდეგ ტრიაჟი. როგორ ხდება ინსტრუქტაჟი მედპერსონალის. ვნახეთ თავისუფალი სივრცეების გამოცალკევება, ძირითადი კლინიკისგან რომ იყოს იზოლირებული სივრცეები, სადაც შესაძლო დაინფიცირებულებს მიიღებენ. ამ შემთხვევაში როგორ მოხდება პაციენტის სწორად განთავსება და მართვა. მნიშვნელოვანია მედპერსონალის მზაობა, რომ ყველას…

მეტი...

ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელი კორონავირუსითაა ინფიცირებული, თანამშრომელთა 90% კი დისტანციურად მუშაობს

საქართველოს ეროვნულ ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსი საერთო ჯამში ბანკის 16 თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო 90% დისტანციურად მუშაობს. „საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტს, უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება, ნებისმიერ ვითარებაში, საფინანსო სექტორის გამართული ფუნქციონირებისა და ეკონომიკის ფულის ნიშნებით მომარაგების საქმეში. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ეროვნულ ბანკში აქტიურად მუშავდებოდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის (საქმიანობის) უწყვეტობის გეგმა. ასევე, შემუშავდა სისტემა პოტენციური რისკების შეფასებისა და მოვლენათა სხვადასხვა სცენარებისთვის, რათა გართულებების პირობებშიც კი, ბანკს ჰქონოდა სრული ოპერაციული მზაობა საქმიანობის შეუფერხებლად გასაგრძელებლად. როგორც ცნობილია, გასულ კვირას ეროვნული ბანკის შვიდ  თანამშრომელს „კოვიდ-19“-ით ინფიცირება დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ მოხდა აღნიშნულ…

მეტი...

როგორ დავამზდოთ ვირუსისგან დამცავი ნიღაბი სახლის პირობებში (ვიდეო)

ჩილეს ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს, კორონავირუსისგან დამცავი ნიღაბი სახლის პირობებში დაამზადოს. ამისთვის უწყებამ შესაბამისი ვიდეო საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

მეტი...

“ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ კატებს მაინცდამაინც ტუჩებში ნუ აკოცებთ” – ზურაბ გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის დირექტორი უსაფუძვლოს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კორონავირუსი სადღაც, კატებში გავრცელდა. ზურაბ გურიელიძის თქმით, ანალოგიურად არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ძაღლების მაგალითზეც. „ალბათ, საუბარია იმაზე, რომ კატებს თავისი კორონავირუსები აქვთ და რაღაც არასწორად გავრცელდა. ყველა შემთხვევაში უნდა დაველოდოთ რეკომენდაციას, თუ ეს ფაქტი დადასტურდა. კატები ჩვენთან ახლა საშიშროებას არ წარმოადგენენ. ჩვენს გარშემო დიდი რაოდენობით არიან და ხველა არც ერთზე შემინიშნავს. როგორც იცით, ვირუსები ახლო კონტაქტით გადადის და აქედან გამომდინარე, ერთადერთი რეკომენდაცია იქნება, რომ მაინცდამაინც ტუჩებში ნუ აკოცებთ კატებს“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ „ტვპირველის“ ეთერში. თბილისის ზოოპარკის დირექტორი უცხოელი კოლეგებისგან ინსტრუქციებს ელის, მანამდე კი…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი საზოგადოებას ბოდიშს უხდის (ვიდეო)

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი, გიორგი ღვინჯილია ბოდიშს უხდის ყველას, ვინც მის გამო კარანტინში გადაიყვანეს. ვიდეომიმართვაში ის ჰყვება, რომ მაშინ, როდესაც სამეგრელოში ხალხს ხვდებოდა სიმპტომები არ ჰქონდა. სპორტსმენი, ასევე განმარტავს, რომ დაახლოებით 16 პირთან ჰქონდა შეხება. “მე ვარ ის სპორტსმენი, რომელიც სამეგრელოში ვიმყოფებოდი. ჩემზე გავრცელებული ჭორისა და ცრუ ინფორმაციის გამო, იძულებული გავხდი, ეს ვიდეო ჩამეწერა. პირველ რიგში, მინდა, გულწრფელი ბოდიში მოვუხადო, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს გამო კარანტინში იმყოფებიან. ვიცი, დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება. მაგრამ, მე ეს შეგნებულად არ გამიკეთებია. მე არანაირი სიმპტომები არ გამაჩნდა. არც სიცხე, არც ხველება და…

მეტი...

“შესაძლებელია, ადამიანს ერთი მცირე დეტალი შეეშალოს და დაინფიცირდეს, ამის გაკონტროლება რთულია” – ლევან გოფოძე

“შესაძლებელია, ერთი მცირე დეტალიც კი, ჩვეულებრივად, ადამიანს შეეშალოს ან ისე არ გააკეთოს, როგორც საჭიროა და ამ მომენტში მოხდეს ინფიცირება”, – ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური საავადმყოფოს დორექტორი, ლევან გოფოძე მედპერსონალის ინფიცირების ფაქტს. მისი განცხადებით, რთულია იმის დადგენა, თუ როგორ მოხდა მედპერსონალის დაინფიცირება. „თუ გავითვალისწინებთ,როგორი მიკროორგანოზმია ვირუსი, თუ ორგანიზმს დავარქმევთ, ისიც არ არის, ზოგი ამბობს, მაშინ ძალიან რთულია განსაზღვრო, რა მომენტში, სად გაიპარა ეს სიტუაცია. ძალიან ძნელია მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა და მუშაობა. შესაძლებელია, ერთი მცირე დეტალიც კი ჩვეულებრივად ადამიანს შეეშალოს ან ისე არ გააკეთოს, როგორც საჭიროა და ამ მომენტში მოხდეს ინფიცირება, ამის…

მეტი...

ბოლნისში, ერთ-ერთი დაინფიცირებული კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლეა

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ქვემო ქართლში კორონავირუსის ორი ახალი ფაქტი დადასტურდა. მისი თქმით, მათგან ერთი გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლეა. „როგორც ვიცი, მას ქრონიკული დაავადებებიც აქვს. მეორე არის მარნეულელი ქალბატონი სოფელ კირაჩმუღანლოდან. ეს არის სოფელი აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს. როგორც ფიქსირდება მას 13 მარტიდან აქვს კვეთა აზერბაიჯანიდან სასაზღვრო კვეთა. შემდეგ იყო დაკვირვების ქვეშ. მასთან გამოვლენილია 25 კონტაქტი. რუსთავში მატება არ გვაქვს. ვინც გადის მკურნალობას ნორმალური დინამიკით მიდის პროცესი. იზოლაციაში მყოი ადამიანებს მე-12 დღეა დაავადების არანაირი სიმპტომი არ აქვთ. ჩვენ მხარეში გვაქვს ცხრა ჰოსპიტალური ტიპის სამედიცინო დაწესებულება და მათ შორის ერთი ბავშვთა საავადმყოფო.…

მეტი...

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ჯგუფი თვითიზოლაციაში გადავიდა, მიზეზი ექიმის დედის ინფიცირებაა

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ჯგუფი თვითიზოლაციაში გადავიდა. მიზეზი სასწრაფოს ჯგუფის ექიმის დედის ინფიცირებაა. 62 წლის ქალბატონი, რომელსაც „კოვიდ 19“ დაუდასტურდა და ინფექციურ საავადმყოფოში „ცხელების ცენტრიდან“ გუშინ გადაიყვანეს, სასწრაფო დახმარების აღნიშნული ჯგუფის ექიმის დედაა. ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, მაია რუხაძის ინფორმაციით, ექიმს ამ დრომდე არავითარი სიმპტომი გამოვლენია. ქუთაისში ეს უკვე სასწრაფოს მეორე ბრიგადაა, რომელიც იზოლაციაში იმყოფება. მედიკოსების ის ჯგუფი, რომელმაც 67 წლის მამაკაცი ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანა და რამდენიმე დღეში „კოვიდ 19“ დაუდასტურდა, ასევე თვითიზოლაციაშია.

მეტი...

საქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა იგეგმება

საქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა იგეგმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სპეციალისტების მხირდან მოხდა გაანალიზება საქართველოში ძირითადი წამყვანი დაავადებებისა და იმის, თუ რა არის უმეტესად სიკვდიალინობის გამომწვევი. მინისტრის განმარტებით, აღმოჩნდა, რომ სწორედ მოწყვლად ჯგუფებში მრავლობითად განვითარებულია პნევმონიები. ტიკარაძე ამბობს, რომ ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად, ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის მაგალითზე მიიღეს გარკვეული რეკომენდაციები, რის გათვალისწინებასაც გეგმავენ. ტიკარაძის თქმით, ასეთია სწორედ 60 წელს ზევით მოსახლეობის პნევმოკოკის ვაქცინით აცრა. „რაც შეეხება ხანდაზმულებს, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია და ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და,…

მეტი...

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს ყიდულობს

დედაქალაქის მერია 29 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსს ყიდულობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე აცხადებს. სატენდერო პირობების თანახმად, იცვლება თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითელის ნაცვლად, „მეტალიკი ლურჯი” იქნება. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ამავე დოკუმენტის თანახმად, წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს, 12:00 საათზე დასრულდება. შეთავაზების კლების ბიჯი 145 000 ლარია, გარანტიის ოდენობა 290 000 ლარი, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე. მერიის მოთხოვნის თანახმად, მწარმოებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს M2 კატეგორიის ავტობუსების წარმოების არანაკლებ 30-წლიანი…

მეტი...

“ბორის ჯონსონ, გამაგრდით, ვირუსის წინააღმდეგ პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს. „ამ გაჭირვების ჟამს, გიერთდებით მადლიერების გამოხატვაში, იმ ხალხის მიმართ, ვინც #COVID19-ს სახლში დარჩენით ებრძვის. ბორის ჯონსონ, გამაგრდით! ვირუსის წინააღმდეგ თქვენს პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას. გისურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას“,- წერს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში იმყოფება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, „კოვიდ 19“-ის დადასტურებიდან მეათე დღეს პრემიერს კვლავ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები, ამიტომ ის ტესტის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს 15 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ტესტირება 15 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამჟამად რესპუბლიკურ საავდმყოფოში დაკვირვების ქვეშ 36 პაციენტი იმყოფება, მათგან ერთი კოვიდ 19-ით ინფიცირებულია. „მხოლოდ ერთია კოვიდინფექცია დადასტურებული პაციენტი.დანარჩენები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 15 პაციენტს და 15-ვესთან ნეგატიური პასუხი მოვიდა“ ,- განაცხადა გოფოძემ. გოფოძის განმარტებით, დღეს კიდევ დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდება კვლევა და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მეტი...

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს

ბოლო ერთ დღეში ესპანეთში „კოვიდ-19“-ით 637 ადამიანი დაიღუპა. ესპანური გამოცემა, „ელ პაისის“ ინფორმაციით, გარდაცვალების მსგავსი დაბალი მაჩვენებელი 24 მარტის შემდეგ პირველად აღინიშნა. ესპანური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დღემდე კორონავირუსს ქვეყანაში 13 055 ადამიანი ემსხვერპლა. ესპანეთში კორონავირუსი საერთო ჯამში 135 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 40 000-მდე ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

მეტი...

მთავრობა დღეიდან საწარმოების შემოწმებას იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან საწარმოების შემოწმება იწყება, თუ როგორ ასრულებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მისივე თქმით, დღეში 50-მდე სხვადასხვა საწარმო და ბიზნესი შემოწმდება. „დღეიდან ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ტექზედამხედველობა და ასევე, მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ინტენსიური შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ, თუ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები, რაც შეეხება დასაქმებულების უსაფრთხოებას. ვიწყებთ შემოწმებას იმ სისტემური საწარმოებისას, ვისაც მიეცათ უფლება ფუნქციონირების. ეს მათ აკისრებს დამატებით პასუხისმგებლობას. დავიწყებთ მსხვილი საწარმოებიდან შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის…

მეტი...

“ხიბლში ნუ ჩავვარდებით – „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, COVID19-თან გამკლავების თვალსაზრისით მათ კომუნიკაცია აქვთ სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან. ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ვირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „რა თქმა უნდა,ძირითადად, კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანმრთლეობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე ქსელი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია „აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი“. ამ ქსელის მეშვეობით კავშირები გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. რა თქმა უნდა ყველაფრის გაზიარება ხდება მუდმივად, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით. ჯერ, ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და…

მეტი...

“კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს ამ ეტაპზე მთლიანად სახელმწიფო ფარავს” – ეკატერინე ტიკარაძე

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა ამ ეტაპზე კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს, თუმცა შესაძლოა, კერძო სადაზღვევო კომპანიები ონლაინ-მომსახურების გაძლიერებაში ჩაერთონ. „დღევანდელ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობას ფარავს სრულად სახელმწფო, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ჩაერთონ როგორც ონლან-მომსახურებაში, თვითონ ონლაინ-ხაზის გასაძლიერებლად, ასევე ფინანსურ მხრადაჭერაში კერძო სადაზღვევოები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს და მას შემდეგ გახდება ცნობილი, რა ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

“გარკვეული მიზნობრივი ჯგუფის, მათ შორის მედპერსონალის აგრესიული ტესტირება დავიწყეთ” – ეკატერინე ტიკარაძე

“აგრესიული ტესტირების შედეგად, ამ ეტაპისთვის რადიკალურ ზრდას არ ველოდებით” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მედპერსონალის ტესტირება პირველი ნაბიჯია აგრესიული ტესტირების დასაწყებად. ტიკარაძის განცხადებით, მიზნობრივი ჯგუფები ეტაპობრივად გაფართოვდება. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოსთვის აგრესიული ტესტირება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. „აგრესიული ტესტირების შედეგად, ამ ეტაპისთვის რადიკალურ ზრდას არ ველოდებით. ის, რომ ჩვენ შევცვალეთ ალგორითმი და უკვე გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებსაც ვიკვლევთ, ისეთებს, როგორიცაა მედპერსონალი, არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ აგრესიული ტესტირება დავიწყეთ, ოღონდ მიზნობრივ ჯგუფებში. აგრესიული ტესტირება ეტაპობრივად გაფართოვდება კლასტერების უფრო დეტალურად ამოსაცნობად და დეტალური…

მეტი...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა

რატი სამყურაშვილის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე წერს. “უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. პირველ პირში ფიქრს დიდი ხანია გადავეჩვიე. ჩემი ყველა ფიქრი მეორე პირშია და ერთადერთი ადამიანისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწამიერი და უწყვეტი ფიქრი, როგორც არსებობა, როგორც სუნთქვა.სუნთქვა იმ ერთადერთისთვის, რომლის გვერდზე დგომაც იყო პატივი.რადგან ის არის ყველაზე სუფთა, კეთილი სული, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. იმაზე დიდი და ღირსეული, ვიდრე ადამიანს შეუძლია დაიტიოს.ვერც ხალხის, ვერც ცრემლის რაოდენობა ვერ გამოხატავს, ვერ დაეწევა, ვერ ამოავსებს უძირო ორმოს გულში. ზუსტად ვიცი, რამდენს გამოგეცალათ საყრდენი და როგორი შეუცვლელია ის უშრეტი სიყვარული, რომელსაც…

მეტი...

“ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, სახლში ვილოცოთ ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნისთვის” – პაატა იმნაძე

“ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის” – ასე მიმართავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას. იმნაძემ სოციალური დისტანციის დაცვისა და სახლში დარჩენის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ, მთავრობის დმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ნებისმიერი ჩვენი აკრძალვა, რჩევა იყოს საფრთხის ადექვატური. ამავე დროს მინდა კარგად გავითავისოთ ყველამ, რომ ორი კვირის წინ რა რჩევებსაც ვიძლეოდით ყველა, იმის დაცვა ან არ…

მეტი...

„მედპერსონალის დაინფიცირება კიდევ მოხდება“ – პაატა იმნაძე

„ოდნავი დარღვევაც კი აღჭურვილობის გამოყენებაში შეიძლება გახდეს ინფიცირების მიზეზი“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილემ პაატა იმნაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. იმნაძე მედპერსონალის დაინფიცირების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ აიცილა. „ვიცით სამწუხარო რეალობა, რომ ბევრ ქვეყანაში მედპერსონალი დგება რისკის ქვეშ. მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევები კიდევ გვექნება. ძალიან ძნელია ტავი დაიცვა ბოლომდე, როცა კონტაქტი გიწევს დაინფიცირებულთან.ოდნავი დარღვევაც კი აღჭურვილობის გამოყენებაში შეიძლება გახდეს ინფიცირების მიზეზი.“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის  განცხადებით, საქართველოში პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება აღარ იარსებებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა აღნიშნა, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდება. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს დაწესებულება შეუერთდება #12-ე დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელე თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირი, რომელი ჩინის და რანგის მოხელეც არ უნდა იყოს ისინი იქნებიან ერთი და იმავე დაწესებულებაში და თუ მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულება 1-ელი მაისიდან აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული #12-ე დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც ყოფილი…

მეტი...

“მთავარი ამოცანა გვაქვს ნელ-ნელა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა” – გიორგი გახარია

მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა მოვისმინოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ცხელების კლინიკების ეფექტურობა. „არის ახალი18 შემთხვევა. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა და უკვე ინფიცირებულების საერთო რაოდენობა არის 188. საბედნიეროდ, აქედან გვყავს გამოჯანმრთელებული 36 პაციენტი. თუმცა, ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება. მთავარი ამოცანა გვაქვს ნელ-ნელა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა, ისევე, როგორც ცხელების კლინიკების ეფექტურობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“აკადემიური წლის გამოცხადება უნდა დავძლიოთ,რომ ეს არ მოგვიწიოს” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემეირ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დისტანციური განათლების მიღების მოდელი, რომელიც საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში იყო დანერგილი, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში. როგორც პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასება OECD-იმ ერთ-ერთნ ანგარიშში გააკეთა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, და ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც შეიძლება მოგვცეს საშუალება განათლების სამინისტროსთან ერთად ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება, დავძლიოთ. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ იქ, სადაც გვაქვს წარმატებები, ეს წარმატებები დავაფიქსიროთ. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთ ანგარიშში OECD-მ წარმოადგინა დისტანციური განათლების მიღების მოდელი, რომელიც საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში იყო დანერგილი, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული…

მეტი...