ვანში ბლოკ-პოსტები აიღეს

ვანში განთავსებული ორი ბლოკ-პოსტი მოიხსნა. მხარის გუბერნატორის განმარტებით, ყველა კონტაქტის გამოიკვლიეს და ეპიდემიოლოგების შეფასებით, ინფექციის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

“ვანშიც იხსნება ბლოკ-პოსტები. როგორც იცით, ვანი არ იყო ისე ჩაკეტილი და საკარანტინო ზონად გამოცხადებული, როგორც ლენტეხი და ხიდისყური. შესაბამისად, ეს ორი ბლოკ-პოსტი, რომელიც ორ შესასვლელ გასასვლელში იყო, ავიღებთ. საფრთხე შეიძლება, ნამდვილად, ვთქვათ, რომ აღარ არსებობს, იმიტომ, რომ, როგორც იცით, მაშინვე მოვახდინეთ ყველა კონტაქტის კვლევა და გამოვლინდა კიდეც შემთხვევები. მას მერე გავიდა ის პერიოდი, რა პერიოდის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა მიიღეს,“ – აცხადებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე.

შიდა გავრცელების ფაქტების გამო, ვანში კონტროლი აპრილის დასაწყისში გამკაცრდა.

მსგავსი თემები