სამხრეთ კორეაში ვარაუდობენ, რომ კიმ ჩენ ინი შესაძლოა კორონავირუსის გამო გაუჩინარდა

სამხრეთ კორეაში ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შესაძლოა, კორონავირუსს ერიდება და ავად არ არის. კიმ ჩენ ინი ბაბუის, სახელმწიფოს დამაარსებლის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მას შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, რამაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სპეკულაციების გააჩინა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე. ჩრდილოეთ კორეის საკითხებში, სამხრეთ კორეის მინისტრმა, კიმ ენ ჩულმა თქვა, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს ორჯერ იყო შემთხვევა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თითქმის 20 დღის განმავლობაში არ ჩანდა, რის გამოც ახლანდელი ვითარება განსაკუთრებულად უჩვეულო არ არის.

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებას ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა აფეთქების პრევენციისთვის, ქვეყანამ მკაცრი ზომები მიიღო.

მსგავსი თემები