ესპანეთი უკრაინას Leopard-ის ტანკებსა და სხვადასხვა საბრძოლო მასალას გადასცემს

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ,,რამშტაინის ფორმატის” შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ივნისში უკრაინას ,,ლეოპარდის” ტანკების ახალ პარტიას გადასცემს. რობლესი ასევე დაჰპირდა უკრაინაში სხვადასხვა საბრძოლო მასალის გაგზავნას და უკრაინელი სამხედროების მომზადებას.

,,რამშტაინის ჯგუფის” შეხვედრისას, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას მალე გაუგზავნის დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც ასევე მოიცავს ჯავშანმანქანებს. ოსტინმა არ დააკონკრეტა, რომელ მანქანებზე იყო საუბარი.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ უკრაინა მიიღებს დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS-ისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე ახალი HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო გამშვებ დანადგარებს, Stinger საზენიტო რაკეტებს და Javelin-ს და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.

მსგავსი თემები