ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩატარდება.

,,საარჩევნო კალენდარი სასამართლოს, მთავრობისა და პარლამენტის მეთაურთა სხდომაზე დამტკიცდა. მეურვე საბჭოს თავდაპირველი შეთანხმებით, გადაწყდა, რომ მე-14 საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება,” – განაცხადა სახელმწიფო ტელევიზიამ.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა, შედეგად პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაიღუპნენ.

მსგავსი თემები