15 აპრილს პარლამენტი უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს

კანონის განხილვის პარალელურად საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს.დღეს საკანონმებლო ორგანოში ვიზიტორების შესვლა სრულად იზღუდება, პარლამენტშ ვერც ონლაინ ჟურნალისტები იმუშავებენ. საკომიტეტო მოსმენას ვერც ის ჟურნალისტები გააშუქებენ ვისაც პარლამენტის მიერ გაცემული აკრედიტაცია აქვს.

პარლამენტი მედიის მუშაობის შეზღუდვას უსაფრთხოების ნორმებით ხსნის. “აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა” – წერია საქართველოს პარლამენტის 14 აპრილის საღამოს გავრცელებულ gancxadebaSi.

განცხადების თანახმად 15 აორილს  საკანონმდებლო ორგანოში “უსაფრთხოების ყვითელი დონე” იმოქმედებს. ამ წესის მიხედვით, ყვითელი დონე საშუალებას იძლევა შეიზღუდოს ჟურნალისტის სპეციალური აკრედიტაციის გაცემა ან/და აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტს შეეზღუდოს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა.

 

მსგავსი თემები