დაუყოვნებლივ გაიწვიეთ რუსული კანონი – ოპოზიცია “ოცნებას”

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, დაიყოვნებლივ უკან გაიწვიოს რუსული კანონი. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რუსული კანონის საზოგადოების დაყოფას და ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟს ემსახურება.

ერთი წლის წინ ივანიშვილის პარტიამ სცადა რუსული კანონის გატანა, მაგრამ გაიწვია ხალხის ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, რამაც მნიშვნელოვანწილად მოიტანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ივანიშვილის პარტია მორიგ ჯერზე ცდილობს შემოიტანოს რუსული კანონი პარლამენტში ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად.

რუსული კანონი, რომელიც ემსახურება საზოგადოების დაყოფას და დაპირისპირებას, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირებას. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული კანონი არ მიიღოს საქართველოს პარლამენტმა. ჩვენი მიზანია დავიცვათ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი, რომელიც ამბობს, კი ევროპას, არა რუსულ კანონს”, – ამბობს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

პარლამენტი დღეს 10:00 საათიდან რუსული კანონის განხილვას იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქციაა დაანონსებული.  წინააღმდეგობის მოძრაობას ოპოზიცია შენობაში, ხალხი კი ქუჩაში აპირებს.

დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.

პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად გაიმართება.

მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბები

მსგავსი თემები