უკრაინულ მხარეს მოლოდინის აქვს რომ ნატო-ში მომავალ წელს მიიღებენ

უკრაინული მხარე ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით გათვლას მომავალი წლისთვის აკეთებს. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი განმარტავს, ნატო-ს მომავალი სამიტი აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა.

„ვინ იცის, (ნატო-ს მომავალი სამიტი)  იქნებ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყოს უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი მოლოდინია. ცხადია, რომ  ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. ამის შემდეგ კი ეს ნატო-ს ინტერესებშიც იქნება, რადგან ჩვენ გავხდით ნატო-ს ნამდვილი აღმოსავლური ფარი, ან ევროპის აღმოსავლური ფარი. უკრაინამ მოიპოვა ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება, თუ როგორ უნდა შეაკავოს რუსეთი და და დაამარცხონ ნატო-ს სტანდარტების შეიარაღების გამოყენებით“, – აღნიშნა რეზნიკოვმა საერთაშორისო მედიასთან.

 

მსგავსი თემები