შეტევა მოსკოვზე

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთზე მორიგი შეტევა განახორციელა. როგორც ქვეყნის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, შეტევა დრონებით განხორციელდა.

„24 ივლისს დილით, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ქალაქ მოსკოვის ობიექტებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს და ჩამოაგდეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით”, – აღნიშნულია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

რუსული მხარის ინფორმაციით, შეტევა თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს მდებარე ბიზნეს ცენტრზე განხორციელდა.

 

მსგავსი თემები