,,ევროპელო მეგობრებო, გსურთ გაიგოთ როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში რამდენიმე საათით” – ოლენა ზელენსკა

,,ევროპელო მეგობრებო! გსურთ გაიგოთ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში რამდენიმე საათით,”- უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. მისივე თქმით, ოკუპანტების თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელები მყარად დგანან.

,,დილა მშვიდობისა ევროპელო მეგობრებო! როგორ ხართ? კითხულობთ ტვიტებს? სვამთ ყავას? გსურთ გაიგოთ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში რამდენიმე საათით: თბილი ჭიქის ნაცვლად ფანრით და დენის ბანკით, ისე, რომ წარმოდგენა არ გქონდეთ, როდის აღდგება ელექტროენერგია. რუსმა ტერორისტებმა თავიანთი “სამუშაო კვირა” ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმებით დაიწყეს, თუმცა ჩვენ მყარად ვდგავართ და იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ყველა ადამიანმა დილა სითბოთი და უსაფრთხოებით დაიწყო. დაწერეთ თუ რამეა, სიგნალის მიღებისთანავე გიპასუხებთ,”- წერს პირველი ლედი.

მსგავსი თემები