„სადაც ამბობთ, რუსი ოლიგარქი არისო, მაგას თუ წამიკითხავთ, პატივს დამდებთ“ –  ოხანაშვილი ნაცვლიშვილს ცილისმწამებელს უწოდებს

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ამ წუთას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, იურიდიულ კომიტეტის თავჯდომარე დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ ის ცილისმწამებელია.

ანრი ოხახაშვილმა ანა ნაცვლიშვილს მოსთხოვა წაეკითხა ევროკავშირის რეზოლუციის ჩანაწერი, სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია.

„ვიცნობ, გიდასტურებთ რეზოლუციას. ჩანაწერებსაც ვიცნობ. თქვენი ცილისწამება, რომელიც აქ გააჟღერეთ, რუსი ოლიგარქი არისო მაგას თუ წამიკითხავთ პატივს დამდებთ, სად წერია? შეგიძლიათ წაგვიკითხოთ გვითხარით. ცუდ მდგომარეობაში თქვენს ადგილას არ ვისურვებდი ყიფნას. როდესაც ადამიანს ცილს სწამებთ რომ რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული, ეს არის ცილისწამება და ყოფილი უფლებადამცველი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს. ვისურვებდი, ასეთი შეცდომები სამომავლოდ არ დაუშვათ და დეზინფორმაცია არ გაავრცელოთ. რაც შეეხება ოლიგარქიასთან დაკავშირებით და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ჩანაწერს, ეს მოცემულია და ამას არავინ უარყოფს.  თქვენი ცილისმწამებლური განცხადება კი კრიტიკას ვერ უძლებს“ – ასე უპასუხა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ანა ნაცვლიშვილს.

„150 ადამიანიც რომ შეიყვანოთ ოლიგარქთა რეესტრში, ევროკავშირს ერთი ოლიგარქი ჰყავს შეყვანილი ამ რეესტრში“ – ნაცვლიშვილი ოხანაშვილს

მსგავსი თემები