,,ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს, უკვე ათობით წელია გრძელდება”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს. ამის შესახებ პუტინმა სოჭში,  ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ ჩვენი კოლეგების მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ყარაბაღის გარშემო. ეს კონფლიქტი უკვე ათობით წელია გრძელდება, ასე რომ, ოდესღაც უნდა დასრულდეს, ეთანხმებით ამას? ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება და ჩვენ მას ყველანაირად ვუჭერთ მხარს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლა და შემდეგ სამმხრივ ფორმატში უნდა ვიპოვოთ ის ძირითადი მომენტები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

 

მსგავსი თემები