სპეცოპერაცია კიდევ ერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა სავარაუდო ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩხრეკისა და დაკავების ღონისძიებები ამჯერად ქვიშხეთის ქუჩაზე, სანზონაში ატარებენ.
მანამდე კი სპეცოპერაციები ერთდროულად ტარდებოდა ფონიჭალაში, რამდენიმე ადგილას და საქართველოს სხვა რეგიონებში.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი დააკავეს. რამდენიმე სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.