რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინაში 13 ადამიანი დაშავდა

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე რუსი ოკუპანტების მასიური თავდასხმის შედეგად 13-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მისივე თქმით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„ამ დროისთვის გვყავს რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავებული 13 ადამიანი. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურასთან ერთად დავადგენთ დანაკარგებს და დავაფიქსირებთ იმ დანაშაულებს, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაიდინეს“, – განაცხადა კლიმენკომ.

ცნობისთვის, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს  უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე.

მსგავსი თემები