,,100%-იანი გარანტიით გეუბნებით, რომ ალიევთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი არ იმყოფებოდა”- ანზორ ჩუბინიძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით,  გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას ესწრებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მგონი, ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი და უზრუნველვყოფდი დაცვას. იქ ვიმყოფებოდი და 100- პროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქ არ იმყოფებოდა,“ – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

მსგავსი თემები