როდის შეძლებს იაშვილის კლინიკა პაციენტების მიღებას?! – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა ნაწილობრივ დახურულია და  სტაციონარულ პაციენტებს არ იღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტროს ეკუთვნის. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მედიაცენტრი მთავარის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, კლინიკის გახსნა მათზე არ არის დამოკიდებული.

„ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. დამოკიდებულია მარეგულირებელზე, რომელიც ჩათვლის, რომ კლინიკა ამისთვის მზადაა. შემიძლია გითხრათ, რომ იაშვილის კლინიკის ყველა სართულზე  მიმდინარეობს აქტიური სარემონტო სამუშაოები, პრაქტიკულად, ყველა სართულზე. ნაწილში კი ის დამთავრებულია. სამუშაოები ივნისის თვიდან დაიწყო და პერმანენტულად მიმდინარეობდა. ახლა კი გაშლილია გაცილებით მაღალი მოცულობით. ყველა დეპარტამენტში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები,  ვფიქრობთ, რომ დეკემბერში ყველა სამუშაო დასრულდება“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ ზამთრის სეზონზე გადაცვლის პარალელურად, კლინიკის დახურვას უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. კერძოდ, როგორც მომხმარებლები და დარგს ექსპერტები აცხადებენ, მაშინ, როცა ვირუსის სეზონში შევდივართ, მსგავსი გადაწყვეტილება გაუმართლებელი იყო. ასევე, ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, რომ ბავშვთა კლინიკები გადატვირთულია და პაციენტებს ვერ იღებენ.

 

 

 

მსგავსი თემები