,,დავით გარეჯზე მიხეილ სააკაშვილმა თავად განაცხადა, რომ ხაზის გავლება ისე დაავალა, სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანს დარჩენოდა”- ჯონდი ბაღათურია

,,მიხეილ სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ და უკანონო გარიგებაში შედიოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და ცდილობდა საზღვარი ისე გავლებულიყო, რომ სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანის მხარეს გადაცემულიყო,” – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.

ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით გარეჯის საქმეზე, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

,,საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებამ დიდი ეჭვი გააჩინა, რომ აქ ღალატს აქვს ადგილი. ქვეყნის მთავარსარდალი გაიპარა იტალიაში, ფოტოები გავრცელდა, მაღაზიებში დადიოდა, ძვირიან საათებს არჩევდა იმ დროს, როდესაც გარეჯში დაძაბული ვითარება იყო. პარლამენტში მისი იმპიჩმენტი მოვითხოვეთ და ბრალი დავდეთ ქვეყნის ღალატში. მთავარსარდალი რომ აკეთებს განცხადებას, მე მთხოვა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომ მას უნდა სტრატეგიული სიმაღლე. სტრატეგიული სიმაღლე ქედის წვერზეა საუბარი. იმპიჩმენტის საკითხი 2012 წელს დავაყენე. ვიცოდი, რომ ჩავარდებოდა, მაგრამ ამას პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

2007 წელს პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, მე დავავალე ხაზი ისე გაივლოს, რომ სტრატეგიული სიმაღლე იმათ დარჩეთო. რაღაც დოკუმენტია შედგენილი, რომლის საფუძველზეც, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები წინმსწრებით ამოვიდნენ და დადგნენ. როდესაც მელაშვილი აქტიურად დადიოდა მედიაში და ერთ-ერთ გადაცემაში აქტიურად ამტკიცებდა, რაც შენი არ არის, არ არის შენი, ჩიჩხიტურა და ბერთუბანი არ არის ჩვენიო, ღალატი დავარქვი“, – განაცხადა ბაღათურიამ.

 

მსგავსი თემები