„არავის ვიწყალებთ, მორჩით…“ – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს. „არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.  

მეტი...

„ის, რაც რეზოლუციის სახით ვნახეთ, იყო აბსოლუტურად სამარცხვინო და ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა“ – კახა კალაძე

„ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სამარცხვინოა და ქვეყნის ბედი კონკრეტულ პერსონებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაყვეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციის სახით, გუშინდელი განცხადებები ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. „არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაყვეს ქვეყნის ბედი კონკრეტულ პერსონებს. ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ რეზოლუციის სახით, იყო აბსოლუტურად სამარცხვინო. ეს იყო ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა. მარტივი ენით რომ ვთქვათ, რას გვეუბნებოდნენ ამ რეზოლუციაში: თითქოს, მიხეილ სააკაშვილი გახლდათ დემოკრატიის შუქურა. მერე რა, თუ ის იყო მთავარი შემოქმედი იმისა, რომ წლების განმავლობაში, ადამიანები…

მეტი...

„მთავრობისგან მივიღე უარი“ – სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში ვიზიტი შეწყვიტა და მწვავე განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ოფიციალურ ვიზიტს წყვეტს. როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, ის ბრიუსელიდან კიდევ რამდენიმე ქვეყანაშ უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა, მთავრობამ მისი ვიზიტი დაბლოკა. „ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი იტალიაში ჩემი ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ იმისთვის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ძალისხმევა არ დამეშურებინა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას ისეთი კომენტარები მოჰყვა სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა დღეს ჩვენი კანდიდატურა. მინდოდა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში ჩასვლა და შესაძლებელია კიდევ უკრაინაში, რომელთან ერთად ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერი უნდა…

მეტი...

უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს, ვითარება უკიდურესად გამწვავდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს და მის დატოვებას არ აპირებენ, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მათი მოთხოვნა უნივერსიტეტმა არ გაითვალისწინა. სტუდენტები გიორგი შარვაშიძის გადადგომას ითხოვენ. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც სტუდენტებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს. პროტესტის მონაწილე სტუდენტები ითხოვდნენ რექტორთან პირდაპირ კომუნიკაციას. რადგან ეს ვერ მოხერხდა, ისინი რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და სამუშაო კაბინეტი დაიკავეს. მათი მოთხოვნა უცვლელია – საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფა; ონლაინ გამოცდები და სასწავლო პროცესი მანამ სანამ მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ მოხდება; ფინანსური გამჭვირვალობა.

მეტი...

“რაო? რას ბედავთ თქვენ…“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადების უფლება არავის აქვს. “რაო? რას ბედავთ თქვენ… საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?“ – წერს ნინო ლომჯარია. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას.  

მეტი...

„აფხაზეთის პრეზიდენტი ყოველთვის იქნება საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი“ – მიხეილ სააკაშილის ახალი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ აფხაზებს საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაცია უნდა შეთავაზოთ, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ქუთაისში იქნება. „უახლოეს პერიოდში, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ჩვენ არამხოლოდ ევროკავშირში შევალთ, არამედ, უნდა შევძლოთ დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკება. რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანასთან ერთად, ცხინვალის საკითხი თავისით მოგვარდება – ვინც წასასვლელია, წავა და ვინც დარჩება, იმათთან გასაყოფი ჩვენ არაფერი გვაქვს. უფრო რთულადაა სიტუაცია აფხაზეთთან. იქ ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე სამაჩაბლოში და გაუცხოების ხარისხიც უფრო მაღალია. ჩვენ, ჩემი აზრით, მათ უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო…

მეტი...

ბორის ჯონსონი სიკვდილმისჯილი ბრიტანელების ოჯახებში დაბრუნებას ითხოვს

რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის „სასამართლოს,“ რომელმაც  ბრიტანეთის ორ მოქალაქესა და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ბორის ჯონსონი შემაშფოთებელს და გაუგონარს უწოდებს. ბრიტანეთის პრემიერი სიკვდილმისჯილების გადასარჩენად მაქსიმალურის გაკეთებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „სასამართლომ“ უცხოეთის მოქალაქეები „დაქირავებული მებრძოლების“ ბრალდებით გაასამართლა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი სასიკვდილო განაჩენს უსამართლობად აფასებს და აცხადებს რომ ისინი საკუთარ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ. „ვგმობთ ამ ადამიანების მიმართ გამოტანილ ყალბ განაჩენს. არ არსებობს გამართლება იმ დაცვის უფლების დარღვევისთვის, რომელიც მათ აქვთ. ჩვენი პრიორიტეტია უკრაინის მთავრობასთან მუშაობა, რათა მოხდეს მათი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლება. მათ ჟენევის კონვენცია…

მეტი...

ბათუმში, ბანკზე თავდამსხმელი დააკავეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დღეს „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალში შეიჭრა, დაკავებულია. მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, იარაღის დემონსტრირებით, მოლარეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ამავე იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“ – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას ისევ იკვლევენ

„მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა ისევ გრძელდება. უცხოეთიდან დაბრუნებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არის თუ არა შემთხვევა „მაიმუნის ყვავილი“, პასუხი რამდენიმე დღეში იქნება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კვლევამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო, რადგანაც ქვეყანას მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია. „ერთ საეჭვო შემთხვევაზე იყო საუბარი და მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. აქამდე ქვეყანაში ამ ტიპის კვლევა არ ჩატარებულა. შესაბამისად, მას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში. კლინიკური მიმდინარეობა ევროპაში გავრცელებული შემთხვევების არის მსუბუქი. ამდენად, ამ კუთხით ჩვენ რაიმე სირთულეს არ ველოდებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან კონსულტაციის შემდეგ მივიღეთ პასუხი, რომ არც…

მეტი...

„ეს არის ძალიან ცუდი რეზოლუცია, ძალიან ცუდ დროს მიღებული”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძე,  ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციას აკრიტიკებს. მისი განცხადებით, რეზოლუცია გაჯერებულია ფაქტობრივი უზუსტობებით და შეცდომებით. სამხარაძე აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა რეზოლუცია ცუდ დროს მიიღო. „ეს არის ძალიან ცუდი რეზოლუცია, ძალიან ცუდ დროს მიღებული. მაშინ, როცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ორი კვირა რჩება, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ადამიანები, რომლებიც ამ რეზოლუციას აინიცირებენ და ხმას აძლევენ, ამ მომენტში ამბობდნენ, რომ ეს საქართველოსთვის კეთდება. ეს ცალსახად ცუდი რეზოლუციაა, რომელიც გაჯერებულია ფაქტობრივი უზუსტობებით, ასევე შეცდომებით. რა გავლენა ექნება ამას? – როგორც იცით, გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო და მისი 27 ქვეყანა,…

მეტი...

,,ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის მხრიდან რამდენიმე არამეგობრული ნაბიჯი გადაიდგა”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც სამი ქვეყნის ერთ კალათაში მოქცევა გაურკვევლობას ზრდის. სამხარაძის განცხადებით, უკრაინამ არამეგობრული ნაბიჯი გადადგა. „ძალიან სამწუხარო განცხადებაა. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის მხრიდან რამდენიმე არამეგობრული ნაბიჯი გადაიდგა როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვის მიმართ. ესეც ერთ-ერთი არამეგობრული ნაბიჯია. როცა ჩვენ და მოლდოველები ყველა შეხვედრაზე ვეუბნებით, რომ სტატუსი სამივე ქვეყანას უნდა მიენიჭოს, ახლა, როცა უკრაინელები ამბობენ, რომ სტატუსი მხოლოდ უკრაინას უნდა მიენიჭოს და დანარჩენ ორს – არა, რადგან შეიძლება, ამით მას ხელი შეეშალოს, არის ყველაზე არამეგობრული ნაბიჯი. რატომ შეიძლება, მათ…

მეტი...

,,ევროპარლამენტი მხარს უჭერს უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადს“- რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ ,,კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადს. მისი თქმით, უკრაინას უნდა მიეცეს ევროპულ პროექტში გაწევრიანების ნამდვილი შესაძლებლობა, რადგან ქვეყანამ ამისთვის საფასური გადაიხადა. „უკრაინა უკვე არის ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, თუმცა ახლა დროა, რომ მას ასევე მისცენ ჩვენს ევროპულ პროექტში გაწევრიანების ნამდვილი შესაძლებლობა. ეს ეხება იმედს, ეს ეხება იმ საფასურის აღიარებას, რომლის გადახდაც უკრაინას აიძულეს და ეს ასევე უკრაინის გაძლიერებასთან ერთად, ევროპის გაძლიერებას ეხება. ასე რომ, ნება მიბოძეთ, მკაფიოდ განვაცხადო, ევროპარლამენტი, რომლის წარმოდგენის პატივი და პასუხისმგებლობა მხვდა წილად,…

მეტი...

,,ევროპული სისტემა შესაძლოა დამარცხდეს, თუ სიტყვები მოქმედებით არ იქნება გამყარებული”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპული სისტემა შესაძლოა დამარცხდეს, თუ სიტყვები მოქმედებით არ იქნება გამყარებული. ზელენსკის თქმით, რამდენიმე კვირაში  ევროკავშირს შეუძლია გადადგას ისტორიული ნაბიჯი, რომელიც დაამტკიცებს, რომ სიტყვები უკრაინელი ხალხის ევროპულ ოჯახთან დაკავშირებით ცარიელი არ არის. ,,თუ გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროპელთა 71 პროცენტი უკრაინას ევროპული ოჯახის ნაწილად მიიჩნევს, რატომ არსებობენ ჯერ კიდევ პოლიტიკური სკეპტიკოსები, რომლებიც ყოყმანობენ მისი ევროკავშირში გაწევრიანების უფლებაზე? თუ ევროპის ძირითადი ფასეულობები გულისხმობს, რომ ყველა ერი ერთნაირად მნიშვნელოვანია და თანაბრად უნდა სცენ პატივი, რატომ ეუბნებოდნენ უკრაინელ ხალხს ამდენ ხანს, რომ უნდა დარჩეს…

მეტი...

,,რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?”- დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. მისი განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციამ ღია შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხს. დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, ევროპის ჩამოყალიბებაში საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი და ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არ უნახავს. „მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ქართული ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მუშაობის შესახებ ევროპაში, გუშინდელმა ევროპარლამენტის რეზოლუციამ ყველა ზღვარს გადააბიჯა. ეს იყო ღია შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. უფრო მეტიც, ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ. ევროკავშირის შექმნამდე, ევროპის ჩამოყალიბებაში საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. დღეს, სწორედ ევროპული ღირებულებების ერთ-ერთ…

მეტი...

,,რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მოკლებულია სამართლიანობას და მასში მოყვანილია დამახინჯებული ფაქტები”- არჩილ თალაკვაძე

,,რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მოკლებულია სამართლიანობას და მასში მოყვანილია დამახინჯებული ფაქტები,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის განცხადებით, რეზოლუციას მხარი 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა არ დაუჭირა, რაც მის სამართლიანობაზე მეტყველებს. „ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური ჯგუფების ნაწილმა მიიღო და მას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა. მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მოკლებულია სამართლიანობას და მასში მოყვანილია დამახინჯებული ფაქტები. ქართულმა საზოგადოებამ და ევროპაში ბევრმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ნიკა გვარამია არანაირი თავისუფალი მედია არ არის, ხოლო მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დემოკრატიის გარანტი და დემოკრატიის სიმბოლო. რეზოლუციაში მოყვანილი ეს კონკრეტული შეფასებები რეალობას…

მეტი...

მიკოლაევში რუსებმა მარცვლეულის პორტი დაბომბეს

მიკოლაევის მერის, ალექსანდრე სენკევიჩის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ მარცვლეულის პორტი დაბომბეს. მერის განცხადებით, იერიშის შედეგად დაიწვა 4 საწყობი და განადგურდა შიგნით არსებული მარცვლეული. ალექსანდრე სენკევიჩის ცნობით, რუსეთის საბრძოლო ხაზები ამჟამად ქალაქიდან 20-30 კილომეტრშია და ქალაქი მუდმივად იბომბება.

მეტი...

ბათუმში შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა

ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მძარცველი თანხას ითხოვდა და მძევლის აყვანაც სცადა, თუმცა ბანკის თანამშრომლებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა, დაკავებულია ერთი პირი.  

მეტი...

„თუკი რამე იწვევს გაურკვევლობას, ეს არის უკრაინის განდგომა ასოცირებული ტრიოდან”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის მხრიდან, ასოცირებული ტრიოდან განდგომას აფასებს. სარჯველაძის განცხადებით, უკრაინის აღნიშნული ნაბიჯი გაურკვევლობას და არეულობას ბადებს, რაც პროდუქტიული ვერ იქნება. „თუკი რამე იწვევს არეულობას და გაურკვევლობას, ეს არის ამ შემთხვევაში, უკრაინის განდგომა ასოცირებული ტრიოდან. ამიტომ, ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ უკრაინის მხრიდან თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებიდან, ეს არ არის პროდუქტიული რაიმე თვალსაზრისით. როდესაც ასეთ განცხადებას ვისმენ უკრაინელი პოლიტიკოსისგან, რომლითაც აბსოლუტურად გაუგებარია, რაში შეიძლება დაეხმაროს არა მხოლოდ საქართველოს ან მოლდოვას, არამედ უკრაინას, ეს გაუგებარია. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა ლეგიტიმურ და კეთილსინდისიერ მიზანს ისახავს…

მეტი...

,,ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია „ქართული ოცნების“ ლიდერებზე”- ხატია დეკანოიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციაში, მკვეთრი ხაზი გაივლო ბიძინა ივანიშვილსა და ქართველ ხალხს შორის. დეკანოიძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია „ქართული ოცნების“ ლიდერებზე. „ჩვენ, როცა წლების წინ ვესაუბრებოდით ჩვენს პარტნიორებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მისი გავლენის ქვეშ, იყო მეტ-ნაკლებად ფრთხილი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. უკრაინაში სამხედრო აგრესიის შემდეგ ეს ხაზი ცივილიზებულმა სამყარომ უფრო მკვეთრად გაავლო და ყველა საერთაშორისო პარტნიორი, ევროპარლამენტი ამბობს, რომ ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი, აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთთან და ეს არაფორმალური მმართველობა დიდი დაბრკოლებაა ევროინტეგრაციის…

მეტი...

„როცა საბოტაჟის მთავარი სპეციალისტი ნიკა მელია მოგვიწოდებს, რომ საბოტაჟს თავი დავანებოთ, ეს ღიმილის მომგვრელია”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას მიერ,  20 ივნისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. თალაკვაძის შეფასებით, ნიკა მელიას მოწოდებები ცინიკური და ღიმილის მომგვრელია. „როცა საბოტაჟის მთავარი სპეციალისტი ნიკა მელია მოგვიწოდებს, რომ საბოტაჟს თავი დავანებოთ, ეს ღიმილის მომგვრელია და ცინიკური განცხადებაა. დიდი ხანია, ნიკა მელია ქუჩის პოლიტიკოსია და საზოგადოებისთვის მისგან ასეთი მოწოდება ახალი არ არის. ძალიან კარგად ვიცით, სინამდვილეში, მელია და მისი თანაგუნდელები სააკაშვილი, გვარამია როგორი ევროპელები იყვნენ, ეს არის ხალხი, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევდა ევროპის სახელით და მედიებს ხურავდნენ დემოკრატიის სახელით. ეს ხალხი ადამიანებს აწამებდნენ დემოკრატიის სახელით“, – განაცხადა არჩილ…

მეტი...

,,ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი”- თურქეთის ელჩი

აქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საჭიროა სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნების, რომელთაც სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო და თურქეთი იმსახურებენ იყვნენ ევროკავშირის წევრები. „ჩვენს რეგიონში თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნები. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი. ვთვლი, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა, ისევე, როგორც თურქეთი. მჯერა, რომ ჩვენ დავიმსახურეთ ვიყოთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ ამ მოლოდინში საჭიროა ჩვენს ქვეყნებში განვავითაროთ…

მეტი...

,,სამი ქვეყნის ერთ კალათაში მოქცევა ზრდის გაურკვევლობას”- უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინამ დაიწყო აქტიური მუშაობა, რადგან დაარწმუნოს ჯერ კიდევ სკეპტიკურად განწყობილი დასავლელი პოლიტიკოსები, მიანიჭონ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. უცხოური მედიის ინფორმაციით, უკრაინული მხარე მოლდოვასა და საქართველოსგან დამოუკიდებლად ცდილობს მიზნების მიღწევას. „ჩვენ განაცხადი მარტში წარვადგინეთ. ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ფორმალური პოლიტიკური ვალდებულება, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის ნაწილი და ახლა ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ნაბიჯი ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა არ ითამაშოს დაპირებების თამაში“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ. უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, უკრაინისთვის მოლდოვასა და საქართველოსთან ერთად, ერთ კალათაში მოქცევა გაურკვევლობის რისკს გაზრდის. „დედაქალაქებთან მოლაპარაკებების, ასევე აქ…

მეტი...

„ნიკა მელიამ ისიც თქვა, რომ არ დაიჭერდნენ და დაიჭირეს, ვის რა პირობას უყენებს მელია, ნაკლებად საინტერესოა”- ირაკლი ჩიქოვანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ აქციას ეხმიანება. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია ქვეყნის საბოტაჟით და ნებისმიერი პროცესი, რომელში ოპოზიციური პარტია იქნება ჩართული, ექნება დესტრუქციული საფუძველი. „ნიკა მელიამ ისიც თქვა, რომ არ დაიჭერდნენ და დაიჭირეს, არ გადავიხდიო და გადაიხადა. ვის რა პირობას უყენებს ნიკა მელია, ეს ნაკლებად საინტერესოა. ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პრაქტიკულად არ არსებობს საზღვარი, საზღვრები არის გადღაბნილი. ეს არის ობიექტური რეალობა. აქციის ჩატარება ყველას შეუძლია. „ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკავებულია…

მეტი...

,,ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ეს არის ხელისუფლების დამსახურება”- გრიგოლ ვაშაძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძეევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. მისი განცხადებით, წარუმატებლობაში ყოველთვის პასუხს ხელისუფლება აგებს და ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუციაც სწორედ ხელისუფლების ,,სამსახურებაა”. „სახელმწიფო, რომელიც მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოველთვის აღიქმებოდა ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ბერლინშიც როგორც რეფორმების ლოკომოტივი, აღმოჩნდა სრულ მაჩანჩალად. ამის მიზეზის ძებნას თუ დავიწყებთ და ხელს მივყოფთ იმას, რაც ქართულ პოლიტიკურ კლასს ასე ძალიან უყვარს – ერთმანეთის დადანაშაულება, მაშინ ევროპული პოლიტიკური ცხოვრების მთავარი პოსტულატი გავიხსენოთ – წარუმატებლობაში ყოველთვის პასუხს ხელისუფლება აგებს. ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ეს არის ხელისუფლების „დამსახურება“.რატომღაც, მავანს ეგონა, რომ ევროპის კავშირი იმ შეურაცხყოფას დაივიწყებდა, რომელიც მას და მის…

მეტი...

,,ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა”- ირაკლი ჩიქოვანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. მისი განცხადებით, რეზოლუცია რეალობას არ ასახავს და მასში, ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა შეიმჩნევა. „რეზოლუციაში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა, რომელიც რეალობას არ ასახავს, სიმართლე არ არის. ეს ჩვენთვის ძალიან დასანანია, თუმცა ამის მიუხედავად იმ გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელიც რამდენიმე კვირაში იქნება მიღებული. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო ტრიოს სხვა სახელმწიფოებთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება. არც აქამდე ყოფილა ნაკლები მუშაობა და ინფორმირება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, სამწუხაროდ, ევროკავშირშიც არიან და აქედან გამომდინარე ის მივიღეთ, რაც მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, რეზოლუცია ვერ მიაყენებს…

მეტი...

,,აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ისეთი გზები შევიმუშაოთ, რომელიც არ გამოიწვევს პურის გაძვირებას”- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია  ხორბლის შემოტანა და წისქვილკომბინატების მუშაობა. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, პურის ფასი არ გაიზარდოს. ,,ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ წისქვილკომბინატებმა იმუშაოს, თუმცა არსებული მდგომარეობა რაც არის შექმნილი, რა თქმა უნდა, არის რთული და ეს ჩვენი მიზეზით არ არის გამოწვეული. გამოწვეულია იმ გადასახადებით, რომელიც დაწესებულია იმპორტზე, საიდანაც ჩვენ შემოგვაქვს, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ისეთი გზები შევიმუშაოთ, ამ საკითხის ისეთი გადაწყვეტა მოვძებნოთ, რომელიც პირველ რიგში, არ გამოიწვევს პურის გაძვირებას ჩვენი მოსახლეობისთვის. სწორედ ამაზე მიდის ამ ხნის განმავლობაში…

მეტი...

კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

კანადამ  314.81 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები და ტრანზაქციები დაბლოკა. არსებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 7 ივნისამდე, კანადამ 123 მილიონი კანადური დოლარის რუსული აქტივები გაყინა, ხოლო  289 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების ტრანზაქციები დაბლოკა. საერთო ჯამში, კანადამ სანქციები დაუწესა 1 000-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას.

მეტი...

,,ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს, რომ ხალხს მიეცეს საშუალება, ახალი თავი გადაფურცლოს”- იაგო ხვიჩია

პარტია ,,გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია ნიკა მელიას მიერ დაანონსებული აქციის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, მოსახლეობაში არსებულ საპროტესტო მუხტს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია დააგდებს. მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა ქართველ ხალხს მისცემს შესაძლებლობას, ახალი თავი გადაფურცლონ. „არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ რას აპირებს, მაგრამ ჩემგან ეს განხილული იქნება როგორც „ქართული ოცნების“ დახმარება. ნებისმიერი ასეთი აქცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა დაგეგმავს, საბოლოო ჯამში, მიდრეკილი იქნება იმისკენ, რომ არსებული საპროტესტო მუხტი, რომელიც ობიექტურად არის სამართლიანი და ობიექტურად იმსახურებს „ქართული ოცნება“, გააქროს და ისევ ჩვეულებრივ რუტინას დაუბრუნდეს პოლიტიკური პროცესი. არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ და…

მეტი...

,,მიდის საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა”- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობაზე მუდმივად მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან ისეთ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, რომელიც სხვებს სწორად არ მიაჩნიათ. ,,მუდმივად მიდის აპელირება სანქცირებაზე, მოახერხეს სამწუხაროდ, ვიღაცებმა, რომ ეს თემა დამდგარიყო დღის წესრიგში ევროპარლამენტის დონეზეც, თუმცა, არავითარი მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს იქნება რეალური და გაგრძელება ექნება. ნულოვანი საფუძველი აქვს ამას. ვერც ერთი სამართლებრივი და მორალური მიზეზი ვერ იქნება მოძებნილი რომელიც დაადასტურებს, რომ ეს რამენაირად სერიოზულია. ევროპარლამენტიც არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც მუშაობს პოლიტიკური მიზანშეწონილობით. გარჯვეულ ეტაპზე გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს შორის არის სტრატეგიულ მიზანზე…

მეტი...

,,უსამართლო იქნება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმის გამო, თუ ამ წუთას ვინ არის საქართველოში მმართველი პარტია”- იაგო ხვიჩია

,,ამ ქვეყანაში დაბადებულა და თაობები გაზრდილა დასავლეთის ღირებულებებითა და იდეებით. ამიტომ, უსამართლო იქნება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმის გამო, თუ ამ წუთას ვინ არის საქართველოში მმართველი პარტია,”- ამის შესახებ ,,გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიამ აღნიშნა, რომ გულშემატკივრობს საქართველოს დასავლურ მომავალს და ამ მიმართულებით, პოზიტიური მოლოდინები აქვს. „საქართველოს ისტორია მარტო აწმყოსგან არ შედგება. ჩვენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ქვეყანა არ ვართ, ჩვენ გვაქვს წარსული და გვაქვს უამრავი წვლილი მათ შორის ოკუპანტთან ბრძოლაში. ამ ქვეყანაში დაბადებულა და თაობები გაზრდილა დასავლეთის ღირებულებებითა და იდეებით. ამიტომ, უსამართლო იქნება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმის გამო, თუ ამ…

მეტი...

,,რეზოლუციას, რომელიც ეხება ბატონი ივანიშვილის სანქცირებას, აქვს ნულის ფასი”- ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. ღუდუშაურის განცხადებით, რეზოლუციას საერთო არაფერი აქვს  ობიექტურობასთან და სამართლიანობასთან. მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუცია ვერ იქნება მოქმედებაში მოყვანილი. ,,ამ რეზოლუციას საერთოდ არაფერი არ აქვს საერთო არც ობიექტურობასთან, არც სამართლიანობასთან და ის რაც არის არაობიექტური, ის რაც არის არასამართლიანი, ბუნებრივია, ეს ვერ იქნება მოქმედებაში მოყვანილი. ამიტომ, ამ რეზოლუციას, რომელიც ეხება განსაკუთრებით ბატონი ივანიშვილის თითქოსდა რაიმე სანქცირებას, ამას აქვს ნულის ფასი, ეს დაიმახსოვრეთ კარგად”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მეტი...

,,ომის ტყვეებს პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყენებდნენ”- დიდი ბრიტანეთის მთავრობა

რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ ბრიტანეთის ორ მოქალაქესა და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ე.წ. სასამართლოს გამოტანილი განაჩენი ყალბი დააბსოლუტურად არალეგიტიმურია. ,,ომის ტყვეებს პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყენებდნენ,” – განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა.

მეტი...

,,მისი სიტყვა არ გაიშვას არსად, ერთი ცრუპენტელა ფორმალური თავმჯდომარეა რადიკალური ოპოზიციური პარტიის”- ალუდა ღუდუშაური

უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ნიკა მელიას მიერ დაანონსებული აქციის შესახებ საუბრობს. ღუდუშაურის განცხადებით, ,,ნაციონალურ მოძრაობას” მასშტაბური აქციის ორგანიზების რესურსი არ გააჩნია და მათი პარტიის ოფისში ისევე ჩაქრება შუქი, როგორც „ევროპული საქართველოს“ ოფისში. ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიაში ნიკა მელიას აზრს არ ითვალისწინებენ. „არ ანებებენ თავს ეს ადამიანები ქვეყნის საბოტაჟს, დესტრუქციას. ამ ქვეყანაში აღარავის ახსოვს, ვინ არის მელია, რომ არა ხანდახან მისი გაკეთებული განცხადებები. მაგათ რაც შეუძლიათ მაქსიმუმი გააკეთონ, შეკრიბონ თავიანთი ამომრჩეველი თავიანთ ოფისში, მეტი რესურსი მათ არ აქვთ. გადაეცით ყველას, კარგად გააცნობიერონ, ქართველ ხალხს აქვს ძალიან დიდი მოთმინება, მაგრამ როცა…

მეტი...

მარიუპოლში ქოლერა ვრცელდება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა არასტაბილურია, ამასთან შეიმჩნევა მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტი. უწყების ცნობით, მარიუპოლი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა. ,,რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის ძირითადი საჯარო სერვისების მიწოდებას ცდილობს, უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა არასტაბილურია, სატელეფონო და ინტერნეტ სერვისებზე შეფერხებები გრძელდება. ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა. ქოლერის ცალკეული შემთხვევები მაისიდან ფიქსირდება. სამედიცინო სერვისები მარიუპოლში, სავარაუდოდ, უკვე კოლაფსს უახლოვდება: ქოლერის დიდი აფეთქება მარიუპოლში კიდევ უფრო გაამძაფრებს ამას,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

,,ამორალურია ის ყველაფერი, როცა გეუბნებიან, რომ დემოკრატიის და მედიის მაღალი სტანდარტი ყოფილა სააკაშვილი-გვარამიას სტანდარტი”- ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. ღუდუშაურის განცხადებით, აღნიშნულ რეზოლუციას ევროპულ ღირებულებებთან და ობიექტურობასთან საერთო არ აქვს. მისი თქმით, სრულიად გაუგებარია ევროპარლამენტის პოზიცია მედია სტანდართან დაკავშირებით. „სრულიად ნათელია, რომ არაფერი საერთო არც სიმართლესთან, არც ევროპულ ღირებულებებთან, არც ობიექტურობასთან არაფერი საერთო არ აქვს. როცა ვამბობთ, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპულ დიდ ოჯახში, ეს გულისხმობს სიმართლის თქმას და დემოკრატიის განვითარებას. ვიწრო პოლიტიკური პრიზმიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც გვაქვს სახეზე, პირდაპირ ურტყამს იმ ღირებულებებს, რაზეც დგას ევროპული დემოკრატია. ჩემთვის სრულიად გაუგებარია და მე ვიტყოდი ამორალურია ის ყველაფერი, როცა გეუბნებიან, რომ…

მეტი...

,,რუ­სეთს პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს და ეს პა­სუ­ხი მხო­ლოდ ერ­თია – ევ­რო­კავ­ში­რი და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია“- სალომე ზურაბიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე „ქა­ლე­ბი კონ­ფლიქ­ტებ­ში“ მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუ­სეთს პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს. ,,რო­დე­საც რუ­სუ­ლი აგ­რე­სია გაქვს გა­მოვ­ლი­ლი, ეს ის კი­თხვაა, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის მის­ვა­მენ. ჩემ­მა ოჯახ­მა პირ­ვე­ლი რუ­სუ­ლი, საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცია სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და, რო­მე­ლიც გრძელ­დე­ბა. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი­დან 40 კი­ლო­მეტრში რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი დგა­ნან, ვე­რას­დროს იტყვი ვე­რას­დროს. ეს ძა­ლი­ან მკა­ფიო საფრ­თხეა – ყი­რი­მის მსგავ­სად, ანექ­სი­ა­ზე და­ნიშ­ნუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი და შემ­დეგ მისი გა­უქ­მე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ხვა­ლაც დაბ­რუნ­დეს. ასე რომ, საფრ­თხე არ­სე­ბობს, მაგ­რამ ახლა, აქ, ამ…

მეტი...