კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას აქვს ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების სახელები და გვარები. ერთ-ერთ ასეთ ლობისტად კი კარლ ბილდტი დაასახელა. „ძალიან მალე, უმაღლეს დონეზე ჩავაბარეთ ყველა ტესტი, ყველა გამოცდა. მე ასევე მინდა, ამ ტრიბუნიდან მადლობა გადავხადო ევროკომისიის ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლაც ეს ისტორიული ჩანაწერი გააკეთა დოკუმენტში – ქვეყანას მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასევე რეკომენდაციაა მიცემული, რომ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი გარკვეული დათქმებით და პრიორიტეტების განხორციელებით. ახლა ჩვენი შემდეგი გეგმა რა უნდა იყოს: ძალიან მალე, სულ რაღაც ორ დღეში, დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ დამტკიცდება. სამწუხაროა, რაც ჩამოვთვალე, ფაქტორები,…

მეტი...

„გინდათ, რომ აადუღოთ სიტუაცია“ – ღარიბაშვილი ოპოზიციას

„გინდათ, რომ აადუღოთ სიტუაცია,  პოლარიზება, შფოთვა, რაღაც არეულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და ამყოფოთ მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ჩვენი ხალხი“ – ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ 10 წლიან პერიოდში, რაც ჩვენ შევძელით, ასეთი დესტრუქციული, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის პირობებში, ვფიქრობ, მართლაც, მისასალმებელია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას სურს პოლარიზება, შფოთვა, არეულობა შემოიტანოს საზოგადოებაში. „როდესაც საუბრობთ პოლარიზაციაზე, უკაცრავად და არის თუ არა ეს პოლარიზაცია მომდინარე თქვენგან. წარმოვიდგინოთ, რო თქვენ არავითარი რეპლიკები არ დაგეწყოთ, დაგემთავრებინათ, მოგესმინათ ჩემი წლიური ანგარიში, შემდეგ გამოსულიყავით და გეთქვათ, ნებისმიერი კითხვა დაგესვათ, გაგვემართა ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული ტიპის დებატები. ეს…

მეტი...

„სტრასბურგში 152 საქმე იქნა გაგზავნილი წელს, თქვენს დროს იყო 4 000“ – პრემიერი დეპუტატს

მთავრობის მეთაური პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. პრემიერმა დავით ხაჯიშვილის კითხვას გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით ასე უპასუხა: „მე არ ვიცი რა გამოუძიებელი საქმეებია, ყველაფერი გამოძიებულია, თუ რამე კითხვები გაქვთ, მიმართეთ სასამართლოს, ან მიბრძანდით სტრასბურგში. კიდევ გახსენებთ, რომ სტრასბურგში 152 საქმე იქნა გაგზავნილი წელს, თქვენს დროს იყო 4 000, 5000, გამამტყუნებელი განაჩენი იყო 99%, გესმით რა ხდება?!,“- მიმართა მთავრობის მეთაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.  

მეტი...

პრემიერმა ის გვარები დაასახელა, ვინც ომის დროს საქართველო დატოვა

„დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, ჩამოვიდა 19 აგვისტოს ავსტრიიდან, თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი. კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს, ამაზე გაკეთებული იყო გადაცემები, სიუჟეტები და ბევრს მოგიწიათ თავის მართლება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს. „ახლა წაგიკითხავთ გვარებს, წეღან რომ აღშფოთდით, ახლა უფრო აღშფოთდებით. დიმიტრი შაშკინი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის. დიმიტრი შაშკინმა 7…

მეტი...

„გზა გრძელი იქნება, თუმცა ეს ამად ღირს“ – ევროპარლამენტარი

შემაჯამებელ დებატებში, რომელიც ბრიუსელში ამ წუთებშიც გრძელდება, საქართველოს არაერთი მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა თუმცა, იყო გაფრთხილებაც საქართველოს ხელისუფლების მისამართით. როგორც ევროპარლამენტარი ირაცე გარსია პერესი აღნიშნავს, ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. „ბატონებო და ქალბატონებო ევროპული საბჭოდან, თქვენ აზარალებთ ევროკავშირის იმიჯს, როდესაც არ ასრულებთ სიტყვას მათ წინაშე, რომლებიც წლებია, ელოდებიან კავშირში გაწევრიანებას. უნდა შევასრულოთ ჩვენი დაპირებები და მკაფიო გზავნილი გადავცეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია, ასევე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსი. გზა გრძელი იქნება, თუმცა ეს ამად ღირს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ირაცე გარსია პერესმა ბრიუსელში მიმდინარე დებატებზე.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ემოციური განცხადებებისთვის ბოდიშს იხდის

პარლამენტში გამოცხადებული  შესვენების შემდეგ სხდომათა დარბაზში დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. „კიდევ ერთხელ მინდოდა მეთქვა, ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო, მათ შორის თქვენ მაგივრად, ძვირფასო ოპონენტები. ამდენი ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადების მოსმენა არ არის სასიამოვნო, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთულია ასეთ უმსგავსო ქმედებებს და შეურაცხყოფებს არ გამოეხმაურო“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებშიც პარლამენტში იმყოფება და დეპუტატების კითხვებს პასუხობს. შეახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტში კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად, მოსახლეობამ დაპირისპირება, სიტყვიერ შეურაცხყოფა და გაწევ-გამოწევა იხილა. „ნუ ყვირიხარ, საცოდავი ადამიანი ხარ, მანიაკები მხარდამჭერი, არარაობა“ – ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატს  „წამალი ხომ არ სჭირდება…

მეტი...

„ძირს ნუ გამოუთხრით საქართველოს“ – ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს

ევროპარლამენტარი სკა კელერი საქართველოს დიდ ევროპულ ოჯახში წარმატებებს უსურვებს, თუმცა, ამავდროულად, საქართველოს მთავრობას აფრთხილებს. „საქართველოს აქვს ევროპული ამბიცია, რომელსაც გვსურს, მხარი დავუჭიროთ. მსურს, გავამხნევო საქართველოს მთავრობა, ძირს ნუ გამოუთხრის საქართველოს გზის პროგრესს და განაგრძონ წინსვლა აუცილებელი რეფორმების განხორციელებით“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა სკა კელერმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.  

მეტი...

„რეკომენდაციას ვაძლევთ ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

„უკრაინა, საქართველო და მოლდოვა განაცხადებით გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ცვლილება. მათ სურთ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება და უფრო ძლიერი რეფორმები. გვეუბნებიან, რომ სურთ ევროპა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მათ მიმართ და ასევე საკუთარი თავის მიმართაც, გავაკეთოთ სწორი არჩევანი“ – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ევროპარლამენტში დებატები მიმდინარეობს, რომელიც სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება. ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოსაც მიმართავს, რომ მაქსიმალური გააკეთოს, რომ ევროპული ოჯახის კარი გაუღონ. „საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მათ განაცხადს გააჩნია ძალა, კერძოდ, მისი ეკონომიკის საბაზრო…

მეტი...

პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის გამოსვლას აბსურდულს და შეურაცხმყოფელს უწოდებს და ბრიუსელში სხვა გზავნილს აგზავნის

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებისა და პოზიცია-ოპოზიციის დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალური ბრიფინგი ჩანიშნა. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ეს არ არის ის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი ევროპას უგზავნის, მისი შეფასებით, ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. „ამას დაემატა პრემიერის გამოსვლაც. თუ რამე გამოსვლა ყოფილიყო,  რომელიც გაგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს, რომ ჩვენ ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ…

მეტი...

„შეშფოთებული ვარ, საზოგადოებამ  თავშეკავება, ზრდილობა,  პატივისცემა აჩვენა, პარლამენტმა კი საპირისპირო“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში დღეს მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ ეს არ არის ევროპული არჩევანი. პრეზიდენტს ეჭვი უჩნდება, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. „ერთი მხრივ, მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია, რომ თავისი სათქმელი თქვას. ის, რაც ჩვენ ორშაბათს ვნახეთ ნამდვილად იყო საზოგადოების გამოხატულება. მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება ახლა, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საკითხი წარმოვაჩინოთ ყველაზე პოზიციურად და მივიღოთ წარმატებული შედეგები. მოსახლეობა, ყველა ერთ მხარეს დგას და ამბობს – „ჩვენ ვართ ევროპელები“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რასაც გვთხოვა ევროპამ ეს არის ერთიანობა. სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ვეტო გამოიყენა და კანონპროექტი დაბლოკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა. „მე დღეს ვეტო გამოვიყენე. იცით, რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის ცოტა არ იყოს, არ ვარგა ვეტოს დადება და შემდეგ დაძლევა. მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს, მოსმენების გაფართოებას და ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება. ყოველივე კანონზე, რომელიც…

მეტი...

„სამთავრობო ლოჟაში რა გინდათ, თუ 308 დეპუტატს ვაგროვებთ ევროპარლამენტში და თქვენ ერთი დეპუტატი ვერ მოძებნეთ“ – ხერხეულიძე პრემიერს

საქარველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა ხერხეულიძე, პრემიერს პასუხობს, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ღალატსა და საწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულა. როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა,  ევროპელ დიპლომატებთან წლების განმავლობაში დაგროვილ ურთიერთობას, საქართველოს ხელისუფლება წყალს ატანს. „როდესაც ჩვენ აქ ვსხედვართ, რამდენიმე საათში იწყება დებატები, მათ შორის საქართველოს საკითხთან დაკავშირებით და ამ საკითხზე არაფერი უთქვამს პრემიერს, როდესაც ტრიბუნასთან იდგა. საერთოდ არ უფიქრია იმ განსაცდელზე, რის წინაშეც შესაძლებელია აღმოჩნდეს ქვეყანა, რომელსაც დამსახურებულად ჰქონდა ლიდერის სტატუსი „ასოცირების ტრიოში“ და დღეს ყველაფერი დაკარგა, რადგან ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ 308 დეპუტატი მოვაგროვეთ „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ დიდი ბოდიში,…

მეტი...

,,კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი, კაცი, რომელიც მოვიდა არაფრით და გახდა ასეულობით მილიონი დოლარის მფლობელი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა აქვთ ხელზე დახვეული და ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა გააკეთოს ქვეყანამ. საუბრობენ ოლიგარქებზე და აბსტრაქტული ოლიგარქების როლზე ჩვენს ქვეყანაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  დეოლიგარქიზაცის პრობლება საქართველოს არ აქვს. „რეალურად, ვთქვა, რომ ეს უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე ჩვენ. ჩვენ საერთოდ, მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება. ერთი გამონაკლისი მინდა ვთქვა, რეალური ოლიგარქები. ბატონი კეზერაშვილი. ვინ არის ბატონი კეზერაშვილი ? დღეს კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს სამივე ტელევიზიას: მთავარს, ფორმულას, ტვ…

მეტი...

„დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა ამ ადამიანის საუბარი“ – სალომე სამადაშვილი პრემიერზე

ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებსა და განცხადებას საპარლამენტო ტრიბუნიდან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა უპასუხა და მას გოჭივით მოჭყვიტინე უწოდა. „აქ ითქვა, რომ მე პრეტენზია მაქვს, რომ დიპლომატიის მეტრი ვარ თუ „დედა“ ვარ. არა, მე არ მაქვს ასეთი პრეტენზია. თქვენს პრემიერ-მინისტრს ამიტომ გადავუხადე ფეხზე ადგომით მადლობა, რომ დამაბრალა, თითქოს ევროკავშირის აზრს მე განვსაზღვრავ, მაგრამ, ბევრი რამე არ იცით… რაც შეეხება იმ ადამიანს, ვისი გამოსვლაც დღეს აქ მოვისმინე, პრემიერ მინისტრის გამოსვლა არ ვიცი, მაგრამ  დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა ამ ადამიანის საუბარი (პრემიერის). იმიტომ, რომ, განრისხებულია მისი პატრონი, ბიძინა. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება…

მეტი...

,,დავით ბაქრაძე ეხვეწებოდა ევროპელებს, როგორმე „ქართული ოცნების“ პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მინდა გამოვკვეთო რამდენიმე ძირითადი მიღწევა, რომელიც სწორედ ბატონი ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, ეს არის უვიზო რეჟიმი, რომლითაც ესენიც სარგებლობენ სხვათა შორის და ეს არის ახლა უკვე ისტორიული ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის სახით,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უვიზო რეჟიმის მიღების დროს დავით ბაქრაძე, დადიოდა პირადად და ეხვეწებოდა  ევროპელებს, რომ როგორმე „ქართული ოცნების“ პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ საქართველოსთვის „მინდა მთავარი ვთქვა – ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა პარლამენტმა, ჩვენმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად დაგვეახლოვებინა ევროპასთან. მინდა გამოვკვეთო რამდენიმე ძირითადი მიღწევა, რომელიც სწორედ ბატონი ივანიშვილის და „ქართული…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ბატონი ბიძინა ივანიშვილი, კარგად იცით, მეგობრებო, არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, სააკაშვილის მმართველობის დროს, ყოველგვარი აფიშირების გარეშე  აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას. „მინდა მოკლედ ვთქვა და ვუპასუხო მათ ცილისწამებას, ბრალდებას: დადიან, ლაპარაკობენ ევროპაში და მათი სიტყვით რომ ვთქვა, “აღქმებს ქმნიან”, რომ თურმე ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, მათი ჩატანილი ინფორმაციით თურმე არის ბატონი ივანიშვილი, კაცი, რომელიც არის მთელი ამ მიღწევების თანაორგანიზატორი, თანაშემოქმედი და ამ მანიაკალური, დამნაშავეობრივი სისტემის დამანგრეველი, შემცვლელი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი,  სააკაშვილის მმართველობის…

მეტი...

,,მემგონი მართლა დაიჯერეთ, რომ მართლა რამეს წარმოადგენთ ბიძინა ივანიშვილის გარეშე”- ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილს

,,მემგონი მართლა დაიჯერეთ, რომ მართლა რამეს წარმოადგენთ ბიძინა ივანიშვილის გარეშე,”- ასე მიმართა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა. დეკანოიძის თქმით, 20 ივნისს აქციაზე გამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა, ხმა გააგონეს ყველას, გარდა ქვეყნის ხელისუფლებისა. ,,ერთი რამ მინდა ვთქვა, ძალიან მარტივად ვუთრა საქართველოს მოსახლეობას, რომ აქ ვინც ზის ბატონი ღარიბაშვილის ჩათვლით, მათ შორის მინისტრები, ხვალ ბიძინა ივანიშვილი, რომ გადაწყვეტს ეს ხალხი აქ აღარ იქნება და ეს ყველამ კარგად იცის. საქართველოს მოქალაქეებმა, ისინი ვინც გამოსული იყვნენ 20 ივნისს აქციაზე, მათ გააგონეს ყველას ხმა, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა. მინდა ამ…

მეტი...

,,ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის?”- ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას

,,ომის შემდეგ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველომ, მათი ლიდერობით, მათი ხელისუფლების დროს მოაწერა ხელი, ფაქტობრივად, კაპიტულანტურ რეზოლუციას,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს. მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ, ომის შემდეგ, მათი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები. „გამოდიოდა ვანო მერაბიშვილი და ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვსო. ეს ცნობილი გამონათქვამი ყველას კარგად გვახსოვს. ეს ყველაფერი მოხდა აგვისტოს ომის შემდეგ. ახლა, რატომ მოვყევი ამდენი – მინდა ყველაფერი შევახსენო, მოსწონთ, თუ არ მოსწონთ, უნდა მოითმინონ და მოისმინონ ბოლომდე მათი დანაშაულებები. დღეს…

მეტი...

,,საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ომის პირველივე დღეებიდან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში, დღეის მდგომარეობით, 260 რეზოლუციაზე გვაქვს თანხმობა მიცემული, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური დოკუმენტზე ვართ მიერთებული,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ყველა პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ, თუ სოლიდარობის დოკუმენტზეა მიერთებული საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად. „რაც შეეხება ზოგადად ჩვენი ოპოზიციის კრიტიკას და მათ მიერ აგორებულ აჟიოტაჟს. მინდა, შევეხო უკრაინის ომის თემას, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც ყველას ეხება, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას, მსოფლიოს, ჩვენს რეგიონს, ჩვენს ქვეყანას და ყველას, ჩვენს მოქალაქეებს. ომის…

მეტი...

,,2012 წლის არჩევნები, ეს იყო გარდამტეხი ცვლილება, დიქტატორული რეჟიმი დასრულდა საქართველოში და ხალხმა ამოისუნთქა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,რაც შეეხება შემდეგ პროცესს, როგორ ვხედავთ და როგორ წარმოგვიდგენია ამ პროცესის მართვა. ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც არის ისტორიული ჩანაწერი, დაკანონდება, დამტკიცდება ევროპული საბჭოს მხრიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს. პრემიერის თქმით, მთავრობა, პარლამენტთან ერთად, მთელი გუნდი არის მზად, მოტივირებული, რომ გაგრძელდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც საჭიროა ქვეყნისა და ხალხისთვის. „ასევე, მინდა ვთქვა, მე ეს მთავრობის სხდომაზეც განვაცხადე და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო თქვენს წინაშე, რომ ბუნებრივია, ჩვენი მთავრობა, თქვენთან,…

მეტი...

,,ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის რამდენს ედავება საქართველოს ხომ არ იცით? მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მამუკა ხაზარაძეს,  ჰქონდა რეალური სურვილი და განზრახვა, გამხდარიყო ოლიგარქი ბიზნესმენი, უნდა ემართა პოლიტიკა, პარლამენტი, მთავრობა,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის შეჯამებისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის  საქართველოს მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს ედავება. ,,ანა ნაცვლიშვილი წარმოადგენს პარტიას, რომელიც ეკუთვნის მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც ჰქონდა რეალური სურვილი და განზრახვა, გამხდარიყო ოლიგარქი ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ემართა პოლიტიკა, პარლამენტი, მთავრობა და ა.შ. მინდა შევახსენო, ვის წარმოადგენს ანა ნაცვლიშვილი. მამუკა ხაზარაძე არის ბიზნესმენი, ბანკირი, რომელმაც იმის გამო, რომ ანაკლიის პორტი ვერ ააშენა, რადგან ფული არ დახარჯა, სამი მილიონი დოლარი…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი, ის არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მთავარი პრობლემა. რა გვარებიც ჩამოვთვალე, ისინი არიან პრობლემა,”– ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, გიული ალასანია და სააკაშვილის ბიძა ოლიგარქები არიან. „დადასტურებული ასი მილიონის ქონება აქვს გიული ალასანიას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი. სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მთავარი პრობლემა. რა გვარებიც ჩამოვთვალე, ისინი არიან პრობლემა. დესტაბილიზაციის, ჩვენი ხალხის სიმშვიდის და სტაბილურობის მთავარი მთავარი ფაქტორი არის სააკაშვილი და მისი პარტია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტი...

,,უკრაინას მისცეს სტატუსი, იმიტომ, რომ უკრაინა ომშია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ  მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორებ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, ”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი. „ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან, არა მხოლოდ ემოციებისა და აღქმების დონეზე, არამედ გაკეთებული საქმეების მიხედვით. მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ  მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული…

მეტი...

 „წამალი ხომ არ სჭირდება ქალბატონ თაკოს? მიეცით, დაამშვიდეთ, გიჟია“- ირაკლი ღარიბაშვილი

„გვეუბნებიან, რომ დიახ, თქვენ იმსახურებთ პერსპექტივას, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ასევე, ევროპულ საბჭოს ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მთელი რიგი დათქმებით ანუ ჩვენ შემთხვევაში პირიქით არის, რაც რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია,”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში და საქართველო დაისაჯა მშვიდობისთვის. ,,აქვე მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი შესწირა ევროატლანტიკურ იდეას. როგორც ჩანს, მაშინ არავის გახსენებია არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და…

მეტი...

„ნუ ყვირიხარ, საცოდავი ადამიანი ხარ, მანიაკები მხარდამჭერი, არარაობა“ – ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატს

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ხმაურით, შეურაცხყოფითა და ურთიერთდაპირისპირებით მიმდინარეობს. დარბაზში ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც ირაჯლი ღარიბაშილმა მიხეილ სააკაშვილი მიწაზე მოფორთხიალედ მოიხსენია, ოპოზიციონერი დეპუტატები კი ქვეყნიდან გამქცევად. „რუსეთმა რა საშინელი ტერორი მოუწყო ჩვენს მოქალაქეებს ყველამ იცის. ქართველებს სახლები და ბიზნესი წაართვეს  და სატვირთი თვითმფრინავებით გამოაგზავნეს საქართველოში. საშინელი ტერორი მოუწყვეს. ამის შემდეგ კარად გახსოვთ, რომ სანქციებთან მიერთების თაობაზე რამხელა აჟიოტაჟი ატყდა. ჩვენ ვთქვით, რომ რუსეთთან გვაქვს ეკონომუკურ- სავაჭრო ურთიერთობები და ეს ურთიერთობები ეხება ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, ეს არის რეალობა“ – აღნიშნა პრემიერა პარლამენტში. მან ომის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ქმედებაც გაიხსენა…

მეტი...

,,ნაციონალურ მოძრაობას სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მიხელ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ სურდა საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. სრული პასუხისმგებლობით მინდა, ყველას ვუთხრა, ეს ადამიანები, ვინც აქ არიან წარმოდგენილი, მათი დიდი ნაწილი დადიოდა ევროკავშირში, ევროპარლამენტში, ყველგან, ამას ჩვენ პირდაპირ ევროპელი მეგობრები გვიყვებიან, მავნებლურად და მტრულად ექცეოდნენ ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნულ განცხადებას, დარბაზში ხმაური მოჰყვა, სალომე სამადაშვილმა ღარიბაშვილი ტყუილში დაადანაშაულა. „ავხსნი რატომ არ არის ტყუილი, ტყუილია ყველა თქვენი…

მეტი...

,,საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა – ჩეხეთი, ავსტრია, ფინეთი, დანია, ლიტვა, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ევროპის 20 საუკეთესო და მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის არის. ,,რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას – „თრეის ინთერნეიშენალის“ მიხედვით საქართველო ევროპის 20 საუკეთესო და მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის არის და პირველ ადგილს იკავებს ქვეკომპონენტში – „კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი ხელისუფლებასთან ურთიერთობისას“. ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებს, როგორებიცაა – სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი და თურქეთი – უსწრებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“  კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 45-ე ადგილზეა 180 სახელმწიფოს შორის…

მეტი...

,,იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, სალომე სამადაშვილი დადიოდა ბრიუსელში და ითხოვდა არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, სალომე სამადაშვილი დადიოდა ბრიუსელში და ითხოვდა არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ , ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას, სალომე სამადაშვილის მხრიდან რეპლიკები, ფეხზე ადგომა და მადლობის გადახდა მოჰყვა. პარლამენტი პრემიერის მოხსენებას ხმაურის ფონზე ისმენს.

მეტი...

,,2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩავიბარეთ მძიმე მემკვიდრეობა – დამყარებული, დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩავიბარეთ მძიმე მემკვიდრეობა – დამყარებული, დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განცახადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასამართლო მაშინ იყო ჩვეულებრივი ნოტარიუსის ოფისი, რასაც დაავალებდა პროკურორი, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. „ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა, რეალურად, დამყარებული, დამკვიდრებული დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, ასეთი მემკვიდრეობის შემდეგ, სადაც არავითარი ნიშანწყალი…

მეტი...

,,მარგველაშვილის წერილში წერია ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო, ხელს ვერ მოვაწერთ”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის წერილში, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ითხოვს ფარსია. მისი თქმით, მარგველაშვილის წერილზე ხელის მოწერას არ აპირებს. ,,ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რაც მათ ფარსზე, სიყალბეზე მეტყველებს და იმაზე, რომ ნებისმიერი მათი ასეთი ნაბიჯი არის ყალბი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა გინდა შენ შენი შვილი გაათხოვო არავის არ ეუბნები, რომ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო, ეს წერია მარგველაშვილი წერილში ზუსტად, რომ ჩვენი მახინჯი გოგო იქნება მოიყვანო ცოლადო და არ ვართ ჩვენ მახინჯი გოგო…

მეტი...

,,ევროკომისიის გადაწყვეტილებასა და საბჭოს გადაწყვეტილებას შორის არსებითი სხვაობა ვერ იქნება”- ირაკლი კობახიძე

,,კომუნიკაცია არ წყდება, ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები არიან ყოველდღიურ კომუნიკაციაში ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მაგრამ რაც შეეხება იმას, მაგალითად, ვიზიტი, რომ გააკეთო ამ 2-3 დღეში, ეს რა თქმა უნდა, არაფერს შეცვლის,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილებასა და საბჭოს გადაწყვეტილებას შორის რაიმე არსებითი სხვაობა ვერ იქნება. „ზოგადად, ერთი თვის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა. კომისიის შემდეგ აზრი აღარ აქვს, რადგან ყველამ იცის, ჩენც ვიცით და ოპოზიციამაც იცის. აქაც ფეიკკამპანიას აწარმოებენ, თითქოს რაღაც შეიძლება, შეიცვალოს. მხოლოდ თეორიული შანსია, რომ რაღაც მოხდეს. პრაქტიკული შანსი ამის არ არსებობს და…

მეტი...

,,წამალი არ გაქვთ მიუტანეთ დაამშვიდეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი დეკანოიძეს

პარლამენტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას, ხმარურის ფონზე ისმენს. ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვით გამოსვლისას, ხმამაღალი რეპლიკები ისმოდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ხატია დეკანოიძის მხრიდან. ,,წამალი არ გაქვთ მიუტანეთ დაამშვიდეთ”- ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ხატია დეკანოიძეს და სიმშვიდისკენ მოუწოდა.  

მეტი...

,,ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია”- ირაკლი კობახიძე

,,საინტერესო ის არის, რომ ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. კობახიძის თქმით, არსებობს  გარკვეული ეჭვები და ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე, ელენე ხოშტარიას რუსეთიდან ჩარიცხული თანხების შესახებ. “ხოშტარია კვლავ მალავს თანხებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში ერიცხებოდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს მერე ერიცხებოდა, ასევე, რუსეთ-უკრაინის მეორე, ახლანდელი ომის დაწყების შემდეგ. როცა ადამიანი რაღაცას მალავს, ესე იგი, აქვს დასამალი. აქ დამატებით საინტერესო ის არის, რომ ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო…

მეტი...

,,ეს არის მათი ოცნება, რომელსაც ახდენა არ უწერია”- ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის გადადგომაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით, პრემიერის გადადგომა ოპოზიციის ოცნებაა, რასაც ახდენა არ უწერია. ,,ეს არის სრულიად აბსურდული შეკითხვა და იმ ადამიანების ოცნება, როლებიც რაღაც გეგმებს სახავდნენ ბაკურიანში. იცით, რომ ეს გეგმები 24 ივნისს, აქციაზე გამომზეურდება. ეს არის მათი ოცნება, რომელსაც ახდენა არ უწერია, ”- განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,შეიძლება მეც ვიყო”- ირაკლი ზარქუა 24 ივნისის აქციაზე

,,ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება მეც ვიყო,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ 24 ივნისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა ეროვნული თანხმობა, რადგან ქვეყნის ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. ,,ის რაც აქცია იყო, იქ იყო გაერთიანებული განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანები და ჩვენ ვნახეთ, მცდელობა იყო რადიკალური ოპოზიციისგან, რომ ვთქვათ სცენაზე ასულიყვნენ, ბანერები აეტანათ და ისინი როგორ ჩამოაგდეს იქიდან და სწორი მიდგომა იყო, რა დროს მიშა და ნაციონალური მოძრაობაა. აქ ეროვნული თანხმობაა საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები…

მეტი...

,,ისინი არიან, ვისაც არ უნდა ევროპა”- ირაკლი კობახიზე ოპოზიციაზე

„ობიექტური მოცემულობაა, რომ ყველა პარამეტრით, როგორც დემოკრატიის, სამართლის უზენაესობით, კორუფციასთან ბრძოლით და ეკონომიკური პარამეტრებით ვუსწრებთ, როგორც ერთ ასევე მეორე ქვეყანას,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული. „ობიექტური მოცემულობაა, რომ ყველა პარამეტრით, როგორც დემოკრატიის, სამართლის უზენაესობით, კორუფციასთან ბრძოლით და ეკონომიკური პარამეტრებით ვუსწრებთ, როგორც ერთ ასევე მეორე ქვეყანას. ეს არის ობიექტური რეალობა, დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული, თუმცა გვესმის, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო ექსპერტული, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას ჰქონდა თავისი სარჩული“,- …

მეტი...