„მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“ – ანრი ოხანაშვილი აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე

ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დეპუტატი ანრი ოხანაშვილი საკუთარ ვერსიას აჟღერებს და ამბობს, რომ წერეთელმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც ღონისძიება იმართებოდა, საელჩოს მიწვეულ სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ანრი ოხანაშვილი პროვოცირებაში თავად წერეთელს ადანაშაულებს. „უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო… ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი. სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა“…

მეტი...

ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დეპუტატები მედია მფლობელს გაუსწორდნენ?!

ამერიკის საელჩოში, სადაც  საქართველო-ამერიკის მეგობრობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საელჩოს სტუმრები საელჩოს სტუმრებს ფიზიკურად შეეხნენ. დაპირისპირება ტვ პირველის დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „მმართველი გუნდის“ დეპუტატებს შორის მაშინ მოხდა, როცა ტერიტორიაზე უამრავი მოწვეული სტუმარი იმყოფებოდა. წერეთელი ელჩ კელი დეგნანისგან ვიდეოკამერების ჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვს. „აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ. აშშ-ის საელჩოს ეზოში მოწვეული იყო 200 ან 300 სტუმარი, შოკში ვარ, ასეთი რამ არ ვიცი. წარმოგიდგენიათ, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ეს რომ ხდება, გარეთ რა ხდება? მივმართავ კელი დეგნანს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება…

მეტი...

„მათ ქადაგებებში შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი“ – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას. საუბარია საპატრიარქოს ტაძრის მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლაზე ვატიკანში. „ბოლო დღეებში რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებამ, რომლითაც მათ შეაფასეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ლოცვა-კურთხევით სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლა ვატიკანში და საპატრიარქოს ტელეარხზე გასულმა ერთ-ერთმა გადაცემამ, – შექმნა გარკვეული დაძაბულობა. მათ ქადაგებებში შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი, როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორთა, გადაწყვეტილების მიმღებთა და მგალობელთა, ასევე, სასულიერო პირთა მისამართით. ეკლესიის მიერ დადგენილი ეთიკური და კანონიკური ნორმების დაცვა სავალდებულოა მოძღვართათვის და მრევლისთვის. უთანხმოების არსებობის შემთხვევაშიც კი პოლემიკა…

მეტი...

ჰააგის სასამართლომ სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების განჩინება გამოსცა

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წლის ომის საქმეზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების განჩინებები გამოსცა. „სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია, დღეს უკვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა. დაკავების განჩინებები გამოიცა მიხეილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავით სანაკოევის მიმართ. მინძაევი დე-ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2005-2008 წლებში,…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქობის“ შესახებ დღემდე მტკიცებულება არავის წარმოუდგენია“ – „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები

„6-თვიანი ვადის დაწესებას მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა აქვს. ვიღაცას სურს, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო და ხელოვნურად გააღვივოს ხალხის ემოციები, რათა რევოლუციური სცენარით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება და „ნაციონალური მოძრაობით“ მისი ჩანაცვლება მოხერხდეს“ – აცხადებენ „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი. მათი შეფასებით,  სწორედ ეს სცენარი განიხილეს ბაკურიანში, რაზეც პარტიის ლიდერები თავიდანვე ღიად გვესაუბრებოდნენ. „კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული. 6 თვის თავზე კანდიდატის სტატუსს არცერთ შემთხვევაში არ მოგვცემენ, რამაც, გარკვეული ძალების…

მეტი...

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ

დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი მორიგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც სამეული განმარტავს, ვიღაცას სურს, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების  ირგვლივ. დეპუტატების შეფასებით, წნეხს დამატებით ამძაფრებს ელჩებისა და ევროპარლამენტარების განცხადებები, რომლებიც ყოველდღიურად კეთდება. „კანდიდატის სტატუსი: პირველ რიგში, ისევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემას შევეხებით, რომელიც ქვეყნის დღის წესრიგში ამ ეტაპზე სრულიად ხელოვნურად შემოიტანეს. თავდაპირველად, დაჩქარებული წესით შეგვატანინეს განაცხადი და დაჩქარებული წესითვე გვითხრეს უარი კანდიდატობაზე, ახლა კი ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უპრეცედენტო და გაუგებარი ვადა დაგვიწესეს და დაჩქარებული წესით, 6 თვეში გვთხოვენ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას. ამ ვადის გარშემო წნეხს დამატებით ამძაფრებს…

მეტი...

დამატებით 800 მილიონი უკრაინას ამერიკისგან

ჯო ბაიდენი უკრაინას დახმარებას უზრდის და  800 მილიონი დოლარის დამატებით დააფინანსებს აანონსებს. ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი დახმარება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის. „უკრაინას უკვე გამოვუყავით თითქმის შვიდი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება უსაფრთხოებისთვის, მას შემდეგ, რაც მე პრეზიდენტის თანამდებობა დავიკავე. უახლოეს დღეებში ჩვენ ვგეგმავთ დამატებით 800 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების გამოცხადებას, რაც მოიცავს ახალი, მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მეტ არტილერიას და აღჭურვილობას“, – აცხადებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ჯო ბაიდენი ისევ იმეორებს, რომ ნატოს ტირიტორიებს ვერავინ შეეხება. „ვადასტურებთ, რომ მეხუთე მუხლის ვალდებულება წმინდაა და ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას, ჩვენ დავიცავთ…

მეტი...

წყალზე, დენზე და გაზზე ფასების ზრდა არ იგეგმება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით „მედიაცენრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასის კორექტირება არ იგეგმება. „ტარიფების ცვლილებებზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. ეს ფაქტორები არ გაუარესებულა, მათ შორის არც სავალუტო კურსი, არც ისეთი ფაქტორები, რაც გვიბიძგებს, დავიწყოთ მუშაობა ტარიფების ზრდაზე. ელექტროენერგიის ტარიფი დამოკიდებულია იმპორტის მოცულობაზე, ვალუტის კურსზე, რადგან ჩვენს სამომხმარებლო კალათაში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს იმპორტის მაჩვენებელს, ასევე, სექტორში განხორციელებულ ინვესტიციებზს. გაზის ტარიფი კი პირდაპირ, ვალუტის  კურსზეა დამოკიდებული, თუმცა, როცა ჩვენ დავადგინეთ, მაშინაც საკმაოდ მაღალი იყო ვალუტის კურსი.  მეორე მხრივ, გაზის მოხმარების მოცულობა გაზრდილია,…

მეტი...

,,ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას, დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს”- ჯო ბაიდენი

,,ამ სამიტზე ჩვენ გავაერთიანეთ ჩვენი ალიანსი, რათა წინ აღვუდგეთ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ევროპისთვის,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატო-ს მადრიდის სამიტის შეფასებისას განაცხადა. ბაიდენის განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ თუ უკრაინაში შეიჭრებოდა, ნატო არა მხოლოდ  გაძლიერდებოდა, არამედ უფრო ერთიანი გახდებოდა. „ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იყო ნატო-ს ისტორიული სამიტი. წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც ინგლისში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა გაიმართა, მე ვისაუბრე ნატო-ს ფუნქციონირებისა და გადააზრების, ნატო-სა და ჩვენი ერთად მუშაობის ახალი სტრატეგიის შემუშავების საჭიროებაზე. ამასთან ერთად, ჩვენ ვისაუბრეთ „დიდი შვიდეულის“ მიერ დამატებით პასუხისმგებლობის აღებაზე. ომის დაწყებამდე, მე ვუთხარი პუტინს, რომ თუ უკრაინაში…

მეტი...

,,სანქციები შეიძლება კვალიფიცირდეს ომის დაწყების მიზეზად”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი კვლავ იმუქრება. მისი განცხადებით,  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, შესაძლოა ახალი კონფლიქტის პროვოცირების მიზეზი გახდეს. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ცალმხრივი შემზღუდვების დაწესება უკანონოა და  ეკონომიკური ომის გამოცხადებას ემსგავსება. ,,კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ გარკვეულ ვითარებაში ასეთი მტრული ღონისძიებები (სანქციები) ასევე შეიძლება, კვალიფიცირებული იყოს საერთაშორისო აგრესიის აქტად და თუნდაც ომის დაწყების მიზეზად. მათ საპასუხოდ სახელმწიფოს აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

მეტი...

,,საქართველოში დესტაბილიზაცია რუსეთის და “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია”- გია ვოლსკი

,,FSB-ს სახელმძღვანელოებით ხელმძღვანელობის ბრალდების წაყენება თუ ვინმესთვის შეიძლება, ეს ის ხალხია, ვინც იმისკენ მოგვიწოდებს, რომ ხელში იარაღი ავიღოთ და საომარ მოქმედებებში ჩავერთოთ,”- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილ და  უკრაინის მაღალჩინოსნები პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩაერთონ. „ფეესბეს“ სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს, შემიძლია, წარმოგიდგინოთ სია, მარგველაშვილით დაწყებული, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩაერთონ. ყველა ადამიანი, ვინც მოგვიწოდებს, გავხსნათ მეორე ფრონტი, ასეთი ადამიანი ბევრია – ზოგი პირდაპირ მოგვიწოდებს, ზოგი – ირიბად, ამის სია…

მეტი...

,,საკმაოდ მაღალია რისკი, რომ ფაროსანა თხილის მოსავალს მნიშვნელოვნად დააზიანებს”- სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო, ბოლო   კვირების განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი  აზიური  ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობები. ასევე უამინდობის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს  თხილის ბაღებში შესვლა  და   სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო  წამლობების ჩატარება. ,,არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება.  სურსათის ეროვნული  სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი სრულად არის მობილიზებული და გააგრძელებს ფართობების დამუშავებას მავნებლის საწინააღდეგოდ. თუმცა, საკმაოდ მაღალია რისკი, რომ ფაროსანა,წვიმების შედეგად განვითარებული ნაცარი (სოკო) და სიდამპლე, თხილის მოსავალს მნიშვნელოვნად…

მეტი...

,,თუ გააკეთებენ იმის მსგავსს, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში და ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს,”- იენს სტოლტენბერგი

,,არ იყოს რაიმე სახის გაუგებრობა რომელიმე მოწინააღმდეგის გონებაში, რომ თუ ისინი გააკეთებენ იმის მსგავს რამეს, რაც რუსეთმა გააკეთა 2008 წელს საქართველოში და ახლა აკეთებენ უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგი თქმით, ნატო-ს აქვს მთავარი პასუხისმგებლობა, რომ მოხდეს  ესკალაციის პრევენცია უკრაინის გარეთ და მშვიდობის შენარჩუნება  ალიანსის თითქმის ერთი მილიარდი მცხოვრებისთვის. „ჩვენ ვცხოვრობთ უფრო მეტად სახიფათო და არაპროგნოზირებად მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ცხელი ომი მიდის ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებით, რომლის მსგავსი ევროპაში არ გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.…

მეტი...

კამპანია ,,შინ ევროპისკენ” ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

“შინ ევროპისკენ” კამპანია რეგიონებში  პროვოკაციების და ხმაურის  ფონზე მიმდინარეობს. მოძრაობის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა შეხვედრების ჩაშლა დღეს სცადეს ხონში, თელავსა და თბილისში, ხოლო გუშინ ზუგდიდში, ოზურგეთსა და ყვარელში.  მოძრაობის წევრები სამართალდამცავებს მოუწოდებენ,  მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება უზრუნველყონ და პროვოკაციები ადგილზევე აღკვეთონ. „მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ხელის შეშლის იმ მართულ და ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების რეგიონებში მოსახლეობასთან მიმდინარე შეხვედრების დროს ადგილი აქვს. მოძრაობის წევრები 3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების იმ 12…

მეტი...

„ჩვენ პოლიტიკური ტრიუკები არ გვჩვევია”- გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი  გია ვოლსკი „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის წასვლას ეხმაურება. მისი თქმით, დეპუტატებმა პარტია გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციის გამო დატოვეს. „ჩვენ პოლიტიკური ტრიუკები არ გვჩვევია. ვისაც სჩვევია, მათი წარმომადგენლები ამაზე საუბრობენ, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, რომ კონსპირაციების გარეშე არაფერი ხდება. საერთოდ, მათთვის ზნეობრივი პოლიტიკა წარმოუდგენელია. სამი ადამიანი უმრავლესობიდან წავიდა და თანამდებობები დატოვეს იმისთვის, რომ გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. არ მიმაჩნია, რომ შიდა სამზარეულოს თემები გარეთ იყოს გამოტანილი. რაც საჭიროა და რაც მნიშვნელოვანია, საჯაროდ საუბრისგან თავი არ შეგვიკავებია. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობას“ დაეჯერება, როცა პოლიტიკაში ტრიუკებსა და უზნეობაზე ლაპარაკობენ.…

მეტი...

2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა – ,,საქსტატი”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა. ,,საქსტატის“ ცნობით, გარდაცვალების ძირითად მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 37.0 პროცენტი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება და სიმსივნე. „5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2021 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)“, – ნათქვამია ,,საქსტატის“…

მეტი...

,,საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ერთპიროვნული მმართველობის პირობებში შეუძლებელია”- იაგო ხვიჩია

,,დეპოლარიზაციის ერთადერთი საშუალებაა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარება და რაც დაჯდება, ის იქნება ამის აღმოფხვრის საშუალება,”- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, ,,ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა მედიის ყურადღების გადასატანად არის მოფიქრებული და ეს თემა ,,შემოგდებულია” იმისთვის, რომ საზოგადოებამ სხვა თემაზე არ ილაპარაკოს. „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა მედიის ყურადღების გადასატანად არის მოფიქრებული, რადგან სხვანაირად ხალხი როგორ უნდა დაარწმუნო იმაში, რომ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აღარ არიან „ქართული ოცნების“ წევრები მაშინ, როცა თავად ამბობენ, უმრავლესობის აზრზე ვართო. ეს თემა შემოგდებულია იმისთვის, რომ საზოგადოებამ…

მეტი...

,,სადაც ნატო-ს ქვეყნებს სჭირდებათ, საქართველო არის იქ, მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს სჭირდება, ალიანსიც სწორედ იქ იყოს”- შალვა პაპუაშვილი

,,საქართველო სრულად თავსებადია ნატო-სთან, ჩვენი ჯარის 80 პროცენტს აქვს სხვადასხვა ფორმატში ნატო-ს ჯარებთან ერთად მონაწილეობა და ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი სრულ შესაბამისობაშია ნატო-სთან,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სადაც კი, ნატო-ს წევრ ქვეყნებს სჭირდებათ, საქართველო არის იქ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქართველოს სჭირდება ნატო, ნატო-ც იყოს სწორედ იქ. „გულდასაწყვეტია, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი, რასაც ჰქვია საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის თაობაზე შეთავაზება, ჯერ კიდევ არ არის გადადგმული. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებიდან საუბარი გვქონდა, რომ საჭიროა უფრო აქტიური მოქმედება, თუმცა სამწუხაროდ, ის მთავარი ნაბიჯი, რომელსაც მოველით, გადადგმული…

მეტი...

,,ერთი ქვეყნის დომინირება მსოფლიო ასპარეზზე სახიფათოა და წარმოშობს მასშტაბურ რისკებს“- ვლადიმერ პუტინი

,,ერთი ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის დომინირება მსოფლიო ასპარეზზე არა მხოლოდ არაპროდუქტიულია, არამედ სახიფათოც და აუცილებლად წარმოშობს მასშტაბურ, სისტემურ რისკებს,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს გლობალური პროცესების გაკონტროლებას. „ეგრეთ წოდებული წესებზე დაფუძნებული წესრიგის და სხვა საეჭვო ცნებების საფარქვეშ ისინი ცდილობენ, გააკონტროლონ და წარმართონ გლობალური პროცესები საკუთარი შეხედულებისამებრ. ატარებენ დახურული ბლოკების და კოალიციების შექმნის კურსს, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასარგებლოა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის – აშშ-სთვის. საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა მონაწილეთა ბუნებრივი უფლებები იგნორირებულია და უსაფრთხოების განუყოფლობის ფუნდამენტური პრინციპი შერჩევით არის განმარტებული. დასავლეთის მიერ სუვერენულ სახელმწიფოებზე დაწესებულმა ცალმხრივმა არალეგიტიმურმა სანქციებმა უპრეცედენტო მასშტაბებს…

მეტი...

,,მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება“- ,,შინ ევროპისკენ”

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება. „დღეს სახალხო მოძრაობა #შინევროპისკენ გამართავს სტუდენტებთან შეხვედრას. საჯარო დისკუსიას შოთა დიღმელაშვილი და გიორგი ქადაგიძე გაუღძღვებიან. მისამართი: დედაენის პარკი, 16:00 საათი. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას. რეგიონებში ხელისუფლების პარტიული აქტივი სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდება მოძრაობის წევრებს, რათა შეიქმნას სურათი, თითქოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს, რაც სიყალბეა. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ეს ფაქტი მართული პროცესებით ვერ გადაიფარება. ჩვენი კამპანიის ფარგლებში…

მეტი...

,,ქვეყანას უჩნდება პოტენციალი შეიძინოს კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსი”- დავით სონღულაშვილი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ USAID-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში განახლებადი ენერგიის როლს ეხებოდა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანა გეგმავს დივერსიფიცირებული გახადოს საკუთარი განახლებადი წყაროები. მან ასევე ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც, პარლამენტის წევრის მოსაზრებით, ინვესტორების დაინტერესებას გაზრდის. „განახლებადი ენერგიის გენერირებისთვის, საქართველოში ტრადიციულად გამოიყენება ჰიდრორესურსები, რომლებიც ელექტროენერგიის გენერირებაში დომინირებენ. მომავალში, დიდი ჰესების მშენებლობა დაკავშირებულია გარკვეულ გამოწვევებთან და ქვეყანა გეგმავს დივერსიფიცირებული გახადოს საკუთარი განახლებადი წყაროები, ენერგო მოხმარების სტრუქტურაში მზისა და ქარის ენერგიის აქტიური ჩართვით.…

მეტი...

,,24 თებერვალს უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი”- ოლექსი რეზნიკოვი

„ნუ გეშინიათ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. რეზნიკოვის თქმით, თუ უკრაინა დამარცხდება მთელ ევროპის კონტინენტს საფრთხე შეექმნება. „გთხოვთ, არ იგრძნოთ დაღლილობა. გთხოვთ გააგრძელოთ მხარდაჭერა. ნუ შეგეშინდებათ რუსებთან ახალი დონის ესკალაციის, რადგან აბსოლუტურად გულწრფელად, მიმდინარე წლის 24 თებერვალს უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი. ეს არის სრულიად გულწრფელი და ეს არის რეალობა” – აღნიშნა ოლექსი რეზნიკოვმა.

მეტი...

,,ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის პიკში აყვანა”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა. პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა  კამპანია “შინ ევროპისკენ” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე დაპირისპირებასაც. მისი თქმით, მან არ იცის ვინ მივიდა ამ შეხვედრების ჩასაშლელად. ,,იმის დაბრალება, თითქოს, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული, ერთ-ერთი ნაწილია სწორედ პოლარიზაციის დღის წესრიგის, რომელიც ოპოზიციას აქვს. ოპოზიცია რაღაცნაირად თანმიმდევრული უნდა იყოს. ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა. ოპოზიციას უნდა, სიტუაცია…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლო დავა მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლო დავა მოიგო. ბრალდების მხარეს წარმოადგენდნენ ბასილაშვილის ყოფილი სპონსორები, ბიზნესმენი ძმები კაჭარავები, რომლებიც ჩოგბურთელს რამდენიმე მილიონ ლარს და გაყიდულ თამაშებს ედავებოდნენ. მოსამართლე არჩილ კოჭლამაზიშვილმა ბრალდება არ დააკმაყოფილა და ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კაჭარავას სარჩელი წარმოებაში 2021 წლის 27 აპრილს მიიღო.ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა ბასილაშვილს ექვსი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა. ხელშეკრულების თანახმად, თუ ქართველი ჩოგბურთელი  მსოფლიოს რეიტინგის ორმოცდაათეულში შევიდოდა, მაშინ მისი საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან წილი ირაკლი კაჭარავასაც უნდა მიეღო.

მეტი...

,,ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს, დაბლოკოს გაფართოების თემა, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის მიმართ“- პეტრ მიკისკა

საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ საფრანგეთის ელჩ დიეგო კოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს,  დაბლოკოს ნატო-ს გაფართოების თემა. მისი თქმით, ნატო მუდმივად ადასტურებს ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის მიმართ. „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, რაც ბუქარესტის სამიტზე გამოაცხადეს, მუშაობს დღესაც და ამის დადასტურება გახლავთ შვედეთისა და ფინეთის მიღება. ეს არის გაფართოების დასტური და რა თქმა უნდა, ეს ქვეყნებს დიდ იმედს აძლევს, რომ მათი საკითხიც იქნება გადაჭრილი. ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს, რომ მან დაბლოკოს ნატო-ს გაფართოების თემა. მთელ იმ დოკუმენტებში ნატო მუდმივად…

მეტი...

,,ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს, რადგან იცის, რომ მას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მთელი კამპანია ემსახურება სწორედ ხალხისთვის გვერდის ავლას  და ხალხის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. „თუ აკვირდებით, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს, რადგან იცის, რომ მას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა. ვადამდელ არჩევნებს რატომ არ ითხოვენ? – იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. რა საჭიროა ვადამდელი, რომელიც ახლახანს იყო თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც პირწმინდად წააგო ოპოზიციამ. მათი მთელი კამპანია ემსახურება სწორედ ხალხისთვის გვერდის ავლას, ჩაჩოჩებას და ხალხის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. რა თქმა უნდა, ვადამდელ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ“,…

მეტი...

,,ყაველაშვილის, სუბარისა და ხუნდაძის განზრახვაა, უფრო თამამი განცხადებები აკეთონ, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს”- ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის წასვლას ეხმაურება. ქადაგიშვილის თქმით, დეპუტატების მიზანია, უფრო თამამი და მეტი განცხადებები აკეთონ, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს. „ნურავინ სპეკულირებს საქართველოს ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებით და ამ პროცესს ქვეყანაში ვითარების ასარევად ნუ იყენებენ. როგორც მესმის, ამ ადამიანების განზრახვაა, რომ უფრო თამამი და მეტი განცხადებები აკეთონ, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა იყოს მიმართული სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად, მაგრამ მათი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ ამ მიზნის ტორბედირება არ მოხდეს ოპოზიციის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე“, – განაცხადა…

მეტი...

მაია მელიქიძემ USAID-ის მიერ ორგანიზებულ ენერგეტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტმა, მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში, რომელზეც განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ იმსჯელეს. მაია მელიქიძემ ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ და მიმოიხილა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა, სახელმწიფოს როლი ენერგეტიკასა და განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის საკითხებში. აქვე, მაია მელიქიძემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მნიშვნელობაზე. განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონფერენცია გახსნეს საქართველოს ვიცე- პრემიერმა,…

მეტი...

მაისში საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა – ,,საქსტატი”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2 პროცენტით განისაზღვრა. „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. „ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.    

მეტი...

,,სასაცილოა საუბარი, თითქოს სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, იყვნენ ანტიევროპულები”- შალვა პაპუაშვილი

,,სასაცილოა იმაზე საუბარი, თითქოს სოზარ სუბარი, თუნდაც დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, იყვნენ ანტიევროპულები, სასაცილოა, თუმცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, დეპუტატებმა წასვლის მიზეზი იმით ახსნეს, რომ მათ სურთ, მეტი ისაუბრონ საზოგადოებასთან. „საერთო ჯამში, უკვე თავად განაცხადეს და იყო საუბარი მათი გადაწყვეტილების შესახებ, რომ გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“. მათ შორის, ვნახეთ, რომ გუშინ გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი და კომენტარებიც ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია ჩვენი გუნდისთვის, თუმცა მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ახსნეს კიდეც, რომ სურთ, უფრო მეტი ისაუბრონ…

მეტი...

,,ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში შემოვიდნენ და იმუშაონ”- ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას, ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები,  ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში უნდა შევიდნენ და იმუშაონ. „ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შემოვიდნენ და იმუშაონ. ამ პაკეტის მიღების საღამოსვე ოპოზიციამ განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. როგორც ჩანს, ეს არის თანამშრომლობის უმაღლესი ხარისხი, რაც ოპოზიციამ მოიფიქრა. 2020 წლიდან მოყოლებული მათ ერთ რამეს ვთავაზობთ – თავი დაანებონ კონფრონტაციულ და რევოლუციურ სცენარებს, პარლამენტში მოვიდნენ არა დებოშის ასატეხად, არამედ იმ კანონებზე სამუშაოდ, რომლებსაც ეს პაკეტები ითვალისწინებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მეტი...

,,მზაკვრული ნარატივი გრძელდება, აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას”- კელი დეგნანი

,,ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში,– ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით „როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით“, – განაცხადა კელი დეგნანმა. კელი დეგნანის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთი ახდენს საქართველოს ტერიტორიების…

მეტი...

,,ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება”- დავით ნარმანია „მედიაცენტრი მთავარში

,,იმპორტი ამ ეტაპზე არ ხორციელდება, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება,”- ამის შესახებ  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრი მთავარში” განაცხადა. დავით ნარმანიას განმარტებით, ქვეყნაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია, სრულად ფარავს ბაზრის მოთხოვნას და მეტი ენერგიაც რჩება. „იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის გაზაფხული ძალიან წყალუხვი იყო და ეს ტენდენცია შენარჩუნდა ზაფხულის დასაწყისშიც ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია ჩვენს მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და მეტი ენერგიაც რჩება. შესაბამისად, ხდება ჭარბი ენერგიის ექსპორტი თურქეთში. ამ წლის გაზაფხული ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულია. ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება უახლოეს…

მეტი...

,,ვითომ წასულმა დეპუტატებმა „ალტ- ინფოს” გადაასწრეს ანტიდასავლური და ანტიეროვნული განცხადებებით”- პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი  პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის წასვლას ეხმაურება. მისი თქმით, ,,ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა „ალტ- ინფოს” გადაასწრეს ანტიდასავლური და ანტიეროვნული განცხადებებით. ,,ქართული ოცნებიდან“ ვითომ წასულმა დეპუტატებმა „ალტ- ინფოს” გადაასწრეს ანტიდასავლური და ანტიეროვნული განცხადებებით – მათ განცხადებებს „ქართული ოცნების” დეპუტატები არ ემიჯნებიან. ამბობენ, რომ თვითონაც მათ მსგავსად ფიქრობენ, მაგრამ თვითცენზურიდან გამომდინარე დუმილს არ არღვევდნენ, სოზარ სუბარი და დანარჩენები “აუშვეს,” ამიტომ, რასაც სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე ლაპარაკობს, სინამდვილეში ივანიშვილი ლაპარაკობს, არანაირი ცალკე ხუნდაძე არ არსებობს, ივანიშვილის გეგმას და დამოკიდებულებას ამჟღავნებს ეს ხალხი,”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მეტი...

„საქართველოსაც მივანიჭებთ სტატუსს, როდესაც ამის დრო მოვა”- პეტრ მიკისკა

,,ჩვენ ყველა ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით,”- საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ საფრანგეთის ელჩ დიეგო კოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ელჩის განმარტებით, საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, როდესაც ამის დრო მოვა, რასაც  მთავრობასა და ოპოზიციას შორის კონსესუსი მიიღწევა. ,,განსაკუთრებულად მივესალმებით საფრანგეთის ელჩს, რადგან ჩვენი საპრეზიდენტო ვადა იწყება მაშინ, როდესაც მათი სრულდება. საფრანგეთის საპრეზიდენტო ვადა რთული გამოდგა, რადგან რუსეთმა აგრესია განახორციელა უკრაინაში. ელჩს დიდი მადლობა სამართლიანი შეფასებებისთვის, მათ შორის საქართველოს მიღწევების შეფასებასთან დაკავშირებით. ჩვენ, ჩეხეთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დიდი ენერგიით ვიქნებით ჩართული საქართველოში განვითარებულ მოვლენებში. ჩვენთვის ეს პოზიცია სიურპრიზი არ ყოფილა,…

მეტი...

,,რეფორმების შესრულების შემდეგ, გვექნება საფუძველი, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი”- დიეგო კოლასი

,,ევროკავშირი შეთანხმდა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია,”- ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ჩეხეთის ელჩ პეტრ მიკისკასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კოლასის განცხადებით, შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. „ჩვენ განვიხილეთ საქართველოს საკითხიც და ევროკავშირის გაფართოების საკითხიც. ვინ იფიქრებდა წლების წინ, რომ სამივე ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდებოდა. ჩვენ გავხსენით საშუალება, რათა კანდიდატის წევრობაზე განგვეხილა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პოტენციალის საკითხი. ჩვენთვის გახსნილია საკითხი მოლდოვისა და უკრაინის წევრობაზე. ევროპული ქვეყნების მაგალითი გვაქვს, ბულგარეთის, მაკედონიის სახით და ის ურთულესი საკითხები, რაც მათ წინაშე ევროკავშირის წევრობაზე…

მეტი...