,,ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი”- თურქეთის ელჩი

აქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საჭიროა სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნების, რომელთაც სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი.

ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო და თურქეთი იმსახურებენ იყვნენ ევროკავშირის წევრები.

„ჩვენს რეგიონში თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნები. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი. ვთვლი, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა, ისევე, როგორც თურქეთი. მჯერა, რომ ჩვენ დავიმსახურეთ ვიყოთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ ამ მოლოდინში საჭიროა ჩვენს ქვეყნებში განვავითაროთ ეს მოდელი და დავიწყოთ მისი განხორციელება. ეს პროცესი უკვე დავიწყეთ კიდეც ჩვენ ქვეყნებს შორის საზღვრების მოხსნით. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ პასპორტისა და ვიზის გარეშე გადასვლა, ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენთვის მთავარია, რომ ერთმანეთს მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ“, – აღნიშნა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

მსგავსი თემები