უკრაინამ „აზოვსტალელი მებრძოლები“ დაიბრუნა

„აზოვსტლელი მებრძოლები“ რომლებიც რუსეთს ტყვედ ჰყავდა აყვანილი,  უკრაინაში დაბრუნდნენ. ისინი ტყვეთა გაცვლის ფორმატით დაუბრუნდნენ ქვეყანას. „განხორციელდა პატიმართა მორიგი გაცვლა, რის შედეგადაც 144 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144 პირიდან – 95 „აზოვსტალის“ დამცველია, მათ შორის არის „აზოვის“ პოლკის 43 სამხედრო მოსამსახურე“, – ნათქვამია განცხადებაში. გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები აღენიშნება. დამატებითი ინფორმაცია, რა თანაფარდობით მოხდა ტყვეთა გაცვლა, არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინელ მებრძოლებს ტრიბუნალით გასამართლებას უპირებდა და სიკვდილით დასჯით ემუქრებოდა.  

მეტი...

ბრიტანეთი საქართველოს 5 მილიონ ფუნტს გამოუყოფს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით, ბრიტანეთი საქართველოს ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს. ფინანსური დახმარება მიზნობრივი იქნება და კიბერმხარდაჭერის მიმართულებით წარიმართება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ კი კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია უნდა წარმოადგინოს, გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას. „ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს საქართველოს ინსტიტუტები კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად. დიდი ბრიტანეთი იკავებს წამყვან პოზიციებს მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში და  გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა ნატო-ს…

მეტი...

„მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად“ – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. პრემიერ-მინისტრის თქმით,საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ევროპულ საბჭოსთან მჭიდროდ იმუშავებს ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. “ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. შეხვედრაზე კვლავ აღვნიშნე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დაუღალავი მუშაობისადმი,”-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.  

მეტი...

„ცივი ომის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთი გეგმები გვაქვს“ – იენს სტოლტენბერგი

“უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს“ – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგის შეფასებით,  ნატო-ს მოკავშირეები საერთო დაფინანსების გაზრდის საკითხზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, აღმოსავლეთ ნაწილში ჯარისკაცების რაოდენობას 300 000-მდე იზრდება. „ცივი ომის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთი გეგმები გვაქვს“, – ასეთია იენს სტოლტენბერგის შეფასება შეთანხმებასთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ დახმარება სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და უკრაინას შეუძლია მათი იმედი ჰქონდეს.  

მეტი...

,,საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას მოიცავს”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების გაძლიერებას მოიცავს. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შევხვდი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც ურყევ მხარდაჭერას მოიცავს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს სახელმწიფო უწყებების გაძლიერებას და…

მეტი...

 ,,გვსურს მეტი თავდაცვა, რათა ვიყოთ ბევრად ეფექტური და გვქონდეს მეტი შესაძლებლობები“- შარლ მიშელი 

,,უფრო ძლიერი ევროკავშირი ნატო-ს გახდის უფრო ძლიერს და უსაფრთხოს და ასევე გავაძლიერებთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რათა განახორციელოს მისი პრიორიტეტები,”- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ნატო-ს მადრიდის სამიტზე განაცხადა. მიშელის განცხადებით, ევროკავშირსა და ნატო-ს აქვს საერთო ღირებულებები და მიზნები, შესაბამისად რაც კარგია ევროკავშირისთვის და ასევე კარგია ნატო-სთან თანამშრომლობისთვის. „ეს სამიტი არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ გადაწყვეტილება შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ასევე მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა ხელახლა გამოვხატოთ ძალიან მტკიცე და კონკრეტული მხარდაჭერა უკრაინისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი ევროკავშირი ნატო-ს გახდის უფრო ძლიერს…

მეტი...

,,გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოსა და უკრაინასთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესი უსაფრთხოების მიმართ”- ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფცია

,,ჩვენ ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“,- ამის შესახებ ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაშია ნათქვამი. კონცეფციის თანახმად, ალიანსისთქვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც ისწრაფვიან გახდნენ ნატო-ს წევრები. „იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც ისწრაფვიან გახდნენ ალიანსის წევრები, ჩვენს უსაფრთხოებასთან გადაჯაჭვულია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მათ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას მათთან, ვინც მიზნად ისახავს ალიანსში გაწევრიანებას, დავეხმარებით გაძლიერდეს მათი მდგრადობა მავნე ჩარევის წინააღმდეგ, გავაძლიერებთ მათ შესაძლებლობებს და გავაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ მხარდაჭერას მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენ…

მეტი...

,,განვიხილეთ ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა“- ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატორებს შეხვდა

,,საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა განიხილეს. „სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

,,ჩვენი მთავარი მიზანი იმ სცენარის პრევენციაა, რომელმაც საქართველო ომამდე და რუსულ ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს”- ,,ოცნებიდან” წასული დეპუტატები

,,ჩვენ უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნებიდან”, გუშინ წასული 3 დეპუტატი – დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ  განცხადებაში წერენ. დეპუტატების განმარტებით, ისინი საზოგადოებას თანდათანობით მივაწვდით ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება. „მიგვაჩნია, რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ამისათვის, საზოგადოებას თანდათანობით მივაწვდით ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება. რა თქმა უნდა, გარკვეულ დონზე რაღაცებს ჩვენც გავუფრთხილდებით და ამ ინფორმაციას დოზირებულად გავასაჯაროებთ. ჩვენი მთავარი მიზანი იმ სცენარის პრევენციაა, რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე…

მეტი...

,,ნუთუ არ გადაიხადა უკრაინამ საკმარისად? კიდევ რა არის მაშინ საჭირო?”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ უნდა გვახსენებდეს კიევის მეტროს ძველ ტურნიკეტებს: ისინი ღიაა და როცა მიუახლოვდები, ტურნიკეტები იკეტება იქამდე, ვიდრე არ გადაიხდით,”- ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს სამიტზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ საკმარისი საფასური გადაიხადა ევროპისა და მთელი ცივილიზაციის დაცვისთვის. „რუსეთი იზოლირებულ უნდა იქნას. არ უნდა იყოს იმ საერთაშორისო სტრუქტურებში, რომლის განადგურება თავად სურს. არ უნდა იყოს დიალოგები, რომელსაც აზრი არ აქვს, ვიდრე თვითონ არ დაიწყებს ამ დიალოგის ძიებას. მან თავად უნდა ეძებოს დიალოგი, შესაბამისად, მშვიდობა და რა თქმა უნდა, მშვიდობისთვის ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის…

მეტი...

,,სამხედრო ქმედებები სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების თანხმობის გარეშე წარმოადგენს სუვერენიტეტის დარღვევას“- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი მოუწოდებს თურქ პარტნიორებს სირიის ჩრდილოეთში ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომელიც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. ზახაროვს თქმით, სამხედრო ქმედებები სირიის თანხმობის გარეშე, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს. „ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს თურქ პარტნიორებს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომელმაც შეიძლება, დაძაბულობის სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სამხედრო ქმედებები სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების თანხმობის გარეშე წარმოადგენს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მეტი...

,,საქართველო მხოლოდ საომრად ჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ”- ,,ოცნებიდან” წასულები

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ საუბარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების თქმით,  საქართველო მხოლოდ საომრად ჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ. ,,ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ საომრად ჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ. კარგად ესმით, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი გაიმეტებს ქვეყანას და ხალხს საბედისწერო ომისთვის და არც ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს მას ამის გაკეთებას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებაში ჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ. სწორედ ასეთები არიან ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოების ლიდერები თუ სატელევიზიო სახეები,”- ნათქვამია განცხადებაში. მათი თქმით, ევროკავშირმა მოლდოვას რუსეთისთვის სანქციების დაწესების…

მეტი...

,,კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს”- “ოცნებიდან” წასული დეპუტატები

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ საუბარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების თქმით, კანდიდატის თემა ერთგვარი ,,სათაგური” იყო, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი ,,შეაყოფინეს”. დეპუტატების განმარტებით, თავიდანვე აშკარა იყო, რომ კანდიდატის სტატუსს მისცემდნენ უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი სტატუსის გარეშე დატოვებდნენ. ,,კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს. ამ საქმეში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს. პირველადი გათვლით, საქართველოს მიერ განაცხადის შეტანის შესახებ განცხადება პარლამენტში სწორედ ზურაბიშვილს უნდა გაეკეთებინა. ამის გამო, მან კონსტიტუციის დარღვევით პარლამენტის სხდომის დაანონსებაც კი იკადრა. თუმცა, გუნდმა…

მეტი...

,,უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია”- “ოცნებიდან” წასული დეპუტატები

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ საუბარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია და ამ ქვეყნისთვის სტატუსი მცირე ნუგეშადაც კი არ გამოდგება. ,,ცხადია, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული, ქვეყანა ნადგურდება, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება და ასეთ დროს, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის, ბუნებრივია, მცირე ნუგეშადაც კი არ გამოდგება. იგივე ეხება მოლდოვას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, ასეულობით ათას უკრაინელ ლტოლვილს იფარებს და უმძიმეს ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ,…

მეტი...

,,ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთზე – რა დოზით უნდა ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას”- ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ

,,ქართული ოცნებიდან” გუშინ წასული 3 დეპუტატი – დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ  განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების განცხადებით, მათ პარტიის ლიდერებთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ჰქონდათ სერიოზული დისკუსია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ვერ შეთანხმდნენ  მხოლოდ ერთზე – რა დოზით უნდა უთხრან სიმართლე საზოგადოებას. „გასული დღეების განმავლობაში, პარტიის ლიდერებთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან გვქონდა სერიოზული დისკუსია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მოვლენების შესახებ ჩვენი და გუნდის სხვა ლიდერებისა და წევრების შეფასებები სრულად ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა, ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთზე – რა დოზით უნდა ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას. რა თქმა უნდა, დიდწილად…

მეტი...

ბორჯომში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათივე ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კ.ს.-მ ეჭვიანობის საფუძველზე, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გასროლით თანასოფლელ მამაკაცს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.…

მეტი...

,,ქართული ოცნებიდან“ წასული სამივე ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი და პატრიოტი”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის წასვლას ეხმაურება. ზარქუას თქმით, დეპუტატების პარტიიდან წასვლა  არ ნიშნავს იმას, რომ მათ ვექტორი შეიცვალეს. „ქართული ოცნებიდან“ წასული სამივე ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი და პატრიოტი. იმის მიუხედავად, რომ მათ უმრავლესობა დატოვეს, არამც და არამც ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვექტორი შეიცვალეს. მთელი უმრავლესობა ვცდილობდით, რომ მათ ეს გადაეფიქრებინათ – მეც, ჩემი კოლეგებიც, თუმცა მათ თქვეს, რომ როდესაც მმართველი პარტიის კონიუქტიურით შებოჭილი არ ვიქნებით, განცხადებებში მეტად თამამები ვიქნებითო. პირადად ვარ მმართველ პარტიაში, მაგრამ ეს არ მბოჭავს, როცა რაიმე…

მეტი...

სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში ცენტრმა  – „აფხაზეთი,“ ენერგოეფექტური მხარდაჭერის პროგრამები დანერგა (ვიდეო)

რუხში, ხურვალეთსა და ბაისუბანში,  საქველმოქმედო-ჰუმანიტარული აფხაზეთის ორგანიზებით ენერგოეფექტური მიდგომების მხარდასაჭერი პროგრამები დაინერგა. ბენეფიციარებს კი  სოციალური სერვისების მიმწოდებლი დაწესებულებები –  მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და  ხანდაზმულთა  ცენტრები წარმოადგენენ. პროექტთან დაკავშირებით „აფხაზეთის“  წარმომადგენლებმა – პროექტის კოორდინატორმა დინარა ჯალაღონიამ  და კონსულტანტმა –  ია მელქაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. როგორც რესპონდენტებმა აღნიშნეს, პროექტის მიზანია განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში. „პროექტის ძირითადი მიმართულებებია მზის ელექტროსადგურების დამონტაჟება. პროექტის ფარგლებში ძირითადი აქტივობები უკვე განხორციელდა. აღნიშნულ სამ სახლში 30კვ სიმძლავრის ფოტოელექრტული სადგური დამონტაჟდა, საუბარია მზის სადგურზე, რომლისგანაც ვიღებთ ენერგიას. ძირითადი ბენეფიციარებო…

მეტი...

,,მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთი მოხსენებული იქნება, როგორც მთავარი საფრთხე მოკავშირეებისთვის”- პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ლისაბონში მიღებული ნატო-ს სტრატეგიული კონცეფციისგან განსხვავებით, მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთი მოხსენებული იქნება, როგორც მთავარი საფრთხე მოკავშირეებისთვის. „თუ გავიხედავთ უკან 2010 წლისკენ, როდესაც ლისაბონში ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია იქნა მიღებული მომავალი ათწლეულისთვის, მასში ნათქვამია, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორია. ახლა, ამის საპირისპიროდ, მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთი მოხსენებული იქნება, როგორც მთავარი საფრთხე მოკავშირეებისთვის“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 14:10 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის  ცნობით , ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან იყო. ბიძგების სიძლიერემ 3.1  მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

,,3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, სახლობანად მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ”- ალეკო ელისაშვილი

„3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ბოდიში, მაგრამ ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში და რაღაც სახლობანაში ვერავის დავეხმარები,”- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილის თქმით, გაუგებარია იმ მიტინგის მიზანი, რომ მთავრობა აირჩიონ. მისივე განმარტებით, ნამდვილეში, ეს არის ენერგიის გაფანტვა, ენერგიის არასწორი მიმართულებით წაყვანა და მთავარი მიზნისგან დაშორება, რაც არის კანდიდატის სტატუსი. „3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ასეთი განწყობაა პარტიაშიც. ვიყავი რიყეზე, ვიყავი 20 ივნისს და შემდეგ აქციაზე. არავის გამო არ მივსულვარ იქ, არამედ ვიყავი იდეის გამო. ჩემი მიზანია, საქართველო იყოს ევროპის ნაწილი. ბოდიში, მაგრამ ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში და რაღაც სახლობანაში…

მეტი...

,,რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ და შემდეგ გავმართოთ მოლაპარაკებები“- ლიზ ტრასი

,,ჩვენთვის აუცილებელია, უზრუნველვყოთ რუსეთის დამარცხება უკრაინაში. ეს აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ეს არის ერთადერთი გზა ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად“,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები მას შემდეგ უნდა გაიმართოს, როდესაც რუსეთი დამარცხდება. „არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მოლაპარაკებების შესაძლებლობა არის ახლა, ვიდრე რუსეთი ჯერ კიდევ უკრაინაშია, მაგრამ ვფიქრობ, ეს მოიტანს ყალბ მშვიდობას. ეს გამოიწვევს შემდგომ აგრესიას მომავალში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის გაკვეთილებიდან – მაგალითად, მინსკის პროტოკოლის შეცდომებიდან, რამაც ვერ უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში. რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ და შემდეგ გავმართოთ მოლაპარაკებები“,…

მეტი...

დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ USAID-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და საქართველოში განახლებადი ენერგიების ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა. კონფერენციაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა. სემეკის თავმჯდომარემ, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას, ხაზი გაუსვა სამართლიანი სატარიფო რეგულირების მნიშვნელობას ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. განიხილა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ყურადღება გაამახვილა ინვესტიციების ხელშემწყობ მარეგულირებელ ნორმებზე. „მარეგულირებელი კომისიის მიერ დამტკიცდა არაერთი სამართლებრივი აქტი, რომლის მიზანიცაა…

მეტი...

„არ მჯერა, რომ ახლა გადაწყვიტეს, სიმართლის ცხენები შეკაზმონ, რაღაც აქვთ ჩაფიქრებული”- ალეკო ელისაშვილი

,,როგორც ყოველთვის, რაღაც აქვთ ჩაფიქრებული და უნდათ, ისე მოგვყიდონ ამბავი, თითქოს დიდ ხანია, სათქმელი აქვთ და ახლა ამბობენ,”- ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას. ელისაშვილის განცხადებით, ყველა, ვინც  დასავლური პერსპექტივას უშნოდ გაეთამაშება, პოლიტიკურ პენსიაში წავა ან ამ ქვეყნიდან ვერ გაასწრებს. „არ მჯერა იმის, რაც საჯაროდ გვითხრეს, რომ ახლა გადაწყვიტეს, სიმართლის ცხენები შეკაზმონ. როგორც ყოველთვის, რაღაც აქვთ ჩაფიქრებული და უნდათ, ისე მოგვყიდონ ამბავი, თითქოს დიდ ხანია, სათქმელი აქვთ და ახლა ამბობენ. „ქართული ოცნებისა“ და სამი მეამბოხე დეპუტატის ქცევა გვაჩვენებს,…

მეტი...

მორიგი ძლიერი ხანძარი რუსეთში – ქალაქ კაშირსკოეში საბურავების საწყობი იწვის

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ქალაქ კაშირსკოეს გზატკეცილზე საბურავების საწყობი იწვის. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ნაგავსაყრელს გაუჩნდა შემდეგ კი საწყობს მოედო. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ცეცხლის განზრახ წაკიდებას ასახელებენ. ხანძრის გავრცელების ფართობი 1000 კვ.მ.-ია.

მეტი...

სა­ბერ­ძნეთ­ში და­ა­კა­ვეს ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც მო­ხუ­ცებს სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აბ­რუ­ებ­და და ძარ­ცვავ­და

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სა­ბერ­ძნეთ­ში და­ა­კა­ვეს 47 წლის ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც მო­ხუ­ცებს, რომ­ლებ­თა­ნაც დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობ­და, სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აბ­რუ­ებ­და და ძარ­ცვავ­და. გა­მო­ძი­ე­ბის თანახმად, ბრალდებული  ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის საფუძველზე, მო­ხუ­ცებ­თან  დამ­ხმა­რედ მუშაობას იწყებდა, შემ­დეგ მათ საკ­ვებ­სა და სას­მელ­ში სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბებს უყ­რი­და, რის შემდეგაც სახ­ლე­ბი­დან ფულს და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას იპარავდა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლის ჩხრე­კი­სას, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, აბე­ბი, თან­ხა და დანა ამოიღეს.  

მეტი...

,,აშშ და მოკავშირეები ვძლიერდებით, ნატო ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე”- ჯო ბაიდენი

,,ევროპაში მშვიდობის შერყევის და წესებზე დაფუძნებული მშვიდობის პრინციპებზე თავდასხმის მომენტში, აშშ და მოკავშირეები ვძლიერდებით, ნატო ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე და მნიშვნელოვანია იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე იყო,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დაწყების წინ განაცხადა. ბაიდენის ცნობით, შეერთებული შტატები გეგმავს გაზარდოს ძალების მდგომარეობა ევროპაში, საფრთხის შესაბამისად, ალიანსის პარტნიორებთან ახლო კონსულტაციებით. „დღეს მე ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები გაზრდის ჩვენი ძალების მდგომარეობას ევროპაში და გავაძლიერებთ ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. წლის დასაწყისში ჩვენ გავგზავნეთ დამატებით 20 ათასი ჯარისკაცი ევროპაში ალიანსის გასაძლიერებლად და რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, რითაც გავზარდეთ ჩვენი ძალების…

მეტი...

,,ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა არც ერთი თვალსაზრისით გამართლებული არ არის”- მიხეილ სარჯველაძე

,,ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთა მთავარი პრიორიტეტია ხელისუფლების ხელში აღება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძის თქმით, ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა არც ერთი თვალსაზრისით გამართლებული არ არის. ,,ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა არც ერთი თვალსაზრისით გამართლებული არ არის. ეს მოთხოვნა ქვეყნის საჭიროებას რამდენად ესადაგება? – კონსტიტუციურად დასაშვებიც რომ იყოს, ქვეყანაში ასეთი მოდელით პოლიტიკის განვითარება რამდენად გამართლებული იქნება? როცა სახელმწიფოს რეფორმების გატარებისთვის ექვსი თვე აქვს დარჩენილი და საზოგადოებას ასე დრამატულ სცენარებს სთავაზობ, ეს შეიძლება, თავად სახელმწიფოს საწინააღმდეგო იყოს. არანაირი არგუმენტი არ არის ერთის გარდა, რომ ქვეყანაში…

მეტი...

,,ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს”- ოლენა ზელენსკა

,,ძალიან რთულია 5 თვის გატარება, ჩვენ უნდა დავზოგოთ ჩვენი ძალა, უნდა დავზოგოთ ენერგია. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს”,- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ, ,,CNN”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკას განცხადებით, უკრაინელების ტანჯვას დასასრული არ უჩანს. შეგახსენებთ, ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთში უკიდურესად დაძაბულია და ბრძოლები გრძელდება.ოკუპანტებმა  სარაკეტო  თავდასხმა განახორციელეს სავაჭრო ცენტრზე, სადაც სულ მცირე 1000 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა,  ათობით პირი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მეტი...

დუშეთში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სავარაუდოდ სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის სავარაუდოდ სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის სავარაუდოდ სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების…

მეტი...

,,სააკაშვილის სათანადო სამედიცინო მკურნალობა, დაცული უნდა იყოს ყოველთვის”- მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე  სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი ნიკა გვარამიას წერილს უგზავნის, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს. კალიურანდის განცხადებით, ევროპარლამენტის კომპეტენტური ორგანოები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან  ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ,,რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბ-ნი მიხეილ სააკაშვილის ბედს, რომელიც თქვენ ასევე ახსენეთ თქვენს წერილში, ასევე მტკიცედ მჯერა, რომ მისი, როგორც პატიმრის ძირითადი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება და სათანადო სამედიცინო მკურნალობა, დაცული უნდა იყოს ყოველთვის. ჰუმანიტარული საკითხები ჩვენი მთავარი საზრუნავია და მათ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ევროპარლამენტის კომპეტენტური ორგანოები…

მეტი...

,,სოზარ სუბარი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ანტიდასავლური განწყობის მატარებელ პიროვნებად”- მიხეილ სარჯველაძე

,,განსხვავებული შეხედულებები რიტორიკის ფორმატთან დაკავშირებით არ მგონია აიხსნებოდეს იმით, რომ თითქოს ვინმემ ანტიდასავლური კამპანიის გაჩაღებას აპირებს ქვეყანაში,”- ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ,,ქართული ოცნებიდან” დეპუტატების წასვლას. მისი თქმით, წასული დეპუტატებისგან, შესაძლოა ვიხილოთ ოდნავ განსხვავებული რიტორიკა სამომავლოდ, რომელსაც “ქართული ოცნება”  მხარს არ დაუჭერს. ,,სოზარ სუბარი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ანტიდასავლური განწყობის მატარებელ პიროვნებად და განსხვავებული შეხედულებები რიტორიკის ფორმატთან დაკავშირებით არ მგონია აიხსნებოდეს იმით, რომ თითქოს ვინმემ ანტიდასავლური კამპანიის გაჩაღებას აპირებს ქვეყანაში. მთავარი შინაარსი, რასაც ეფუძნება გადაწყვეტილება, არის მარტივად ახსნადი, მიუხედავად იმისა, რომ ერთობ არაორდინალურია. როცა პოლარიზების შემცირება…

მეტი...

,,პარლამენტის სხვა წევრებსაც მოვუწოდებ – დატოვეთ „ქართული ოცნება“- გიორგი ვაშაძე

,,პარლამენტის სხვა წევრებსაც, ვინც ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მოვუწოდებ – დატოვეთ „ქართული ოცნება“,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა, ნიშნავს იმას, რომ ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული მოახლოვდა. „ოლიგარქიულ რეჟიმს ძალიან ეშინია ვითარების, რაც ქვეყანაშია. არავინ ვფიქრობთ, რომ ეს 3 ადამიანი საქართველოში ევროინტეგრაციის მთავარ აპოლოგეტად იქცევა. მთავარი საკითხი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ კარგად ხედავს, რომ მათი ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული მოახლოვდა და რაღაც არასტანდარტული ნაბიჯები უნდა გადადგან. პარლამენტის სხვა წევრებსაც, ვინც ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მოვუწოდებ – დატოვეთ „ქართული ოცნება“, სანამ…

მეტი...

,,ველოდები, რომ მთელი “ქართული ოცნება” დაიშლება”- იაგო ხვიჩია

,,გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილებას აფასებს. ხვიჩიას თქმით, შესაძლოა დიმიტრი ხუნდაძეს პროპორციული არჩევნების ჩაგდების გამო სჯიან. ,,სამი ადამიანის წასვლა არის უნიკალური პარტიიდან ხალხის წამოსვლებს შორის, რაც აქამდე კაცობრიობას გაუკეთებია. ამ თამამი ნაბიჯის შემდეგ ველოდები, რომ მთელი “ქართული ოცნება” „დაიშლება“ ერთი- ორი დღე სალაპარაკოდ და მერე ისევ შეიკრიბება. წინა ხაზზე წასვლა თუ პარტიიდან წასვლას ნიშნავს, ეს არ ვიცოდი აქამდე, არ ვიცი, შეიძლება ძველი ამბის გამო სჯიან ბატონ ხუნდაძეს, მოგესხნებათ, პროპორციული არჩევნების ჩაგდებაში მიუძღვის წვლილი, იქნებ ახლა გაუხსენეს ძველი ცოდვები?”- განაცხადა…

მეტი...

,,პუტინი იმედოვნებდა ნაკლებ ნატო-ს დასავლეთ საზღვრებზე, არასწორი აღმოჩნდა, ის იღებს მეტ ნატო-ს”- ბორის ჯონსონი

,,ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა ნაკლებ ნატო-ს დასავლეთ საზღვრებზე უკრაინაში არაპროვოცირებული, უკანონო შეჭრის შედეგად. სრულიად არასწორი აღმოჩნდა,”- ამის შესახებ  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი სამიტი ბევრი მნიშვნელობით არის ისტორიული, რადგან ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება, უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი ნატოსთვის. „დღევანდელი სამიტიდან პირველი გაკვეთილი არის, რომ ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა ნაკლებ ნატო-ს დასავლეთ საზღვრებზე უკრაინაში არაპროვოცირებული, უკანონო შეჭრის შედეგად. სრულიად არასწორი აღმოჩნდა, ის იღებს მეტ ნატო-ს. ბევრი მნიშვნელობით, ეს არის ისტორიული სამიტი. ჩვენ ვიღებთ ორ ახალ წევრს, ფინეთს და შვედეთს, რომლებიც წევრიანდებიან ალიანსში. ეს არის უზარმაზარი…

მეტი...

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა, მათ შორის 3 ნარკორეალიზატორია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისსა და შიდა ქართლში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის შვიდი პირი დააკავეს, მათ შორის სამი ნარკორეალიზატორია, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1993 წელს დაბადებული ნ.მ. და 1992 წელს დაბადებული ხ.კ. და 1980 წელს დაბადებული ლ.ტ. დიდი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის – 1993 წელს დაბადებული ლ.შ. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. 1963 წელს დაბადებული თ.გ. კი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით…

მეტი...