,,რუ­სეთს პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს და ეს პა­სუ­ხი მხო­ლოდ ერ­თია – ევ­რო­კავ­ში­რი და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია“- სალომე ზურაბიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე „ქა­ლე­ბი კონ­ფლიქ­ტებ­ში“ მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუ­სეთს პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს.

,,რო­დე­საც რუ­სუ­ლი აგ­რე­სია გაქვს გა­მოვ­ლი­ლი, ეს ის კი­თხვაა, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის მის­ვა­მენ. ჩემ­მა ოჯახ­მა პირ­ვე­ლი რუ­სუ­ლი, საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცია სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და, რო­მე­ლიც გრძელ­დე­ბა. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი­დან 40 კი­ლო­მეტრში რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი დგა­ნან, ვე­რას­დროს იტყვი ვე­რას­დროს. ეს ძა­ლი­ან მკა­ფიო საფრ­თხეა – ყი­რი­მის მსგავ­სად, ანექ­სი­ა­ზე და­ნიშ­ნუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი და შემ­დეგ მისი გა­უქ­მე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ხვა­ლაც დაბ­რუნ­დეს.

ასე რომ, საფრ­თხე არ­სე­ბობს, მაგ­რამ ახლა, აქ, ამ შე­ნო­ბა­ში მინ­და ვთქვა, რომ ეს საფრ­თხეა არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არა­მედ ევ­რო­პის ყვე­ლა ქვეყ­ნი­სათ­ვის. ის, რაც არ გა­კე­თე­ბუ­ლა ყი­რიმ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის დროს, ახლა უნდა გა­კეთ­დეს და ნა­წი­ლობ­რივ გა­კეთ­და კი­დეც – ევ­რო­კავ­შირ­მა და ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა აღი­ა­რეს რუ­სე­თის რე­ა­ლუ­რი სახე და რუ­სე­თის რე­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი. მაგ­რამ, ამის შემ­დეგ კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯია გა­და­სად­გმე­ლი – რუ­სეთს პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს და ეს პა­სუ­ხი მხო­ლოდ ერ­თია – ევ­რო­კავ­ში­რი და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები