,,რეზოლუციას, რომელიც ეხება ბატონი ივანიშვილის სანქცირებას, აქვს ნულის ფასი”- ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. ღუდუშაურის განცხადებით, რეზოლუციას საერთო არაფერი აქვს  ობიექტურობასთან და სამართლიანობასთან.

მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუცია ვერ იქნება მოქმედებაში მოყვანილი.

,,ამ რეზოლუციას საერთოდ არაფერი არ აქვს საერთო არც ობიექტურობასთან, არც სამართლიანობასთან და ის რაც არის არაობიექტური, ის რაც არის არასამართლიანი, ბუნებრივია, ეს ვერ იქნება მოქმედებაში მოყვანილი. ამიტომ, ამ რეზოლუციას, რომელიც ეხება განსაკუთრებით ბატონი ივანიშვილის თითქოსდა რაიმე სანქცირებას, ამას აქვს ნულის ფასი, ეს დაიმახსოვრეთ კარგად”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები