,,რაც გუშინ ევროპასთან დაკავშირებით მოხდა, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა”- მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს. სააკაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა. ,,ის, რაც გუშინ ევროპასთან დაკავშირებით მოხდა, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა. ეს ის შემთხვევაა, როცა მთავრობა ან გაქცეულია ან ღიად მტრის მხარესაა. საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვა თავისსავე ხელში უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ თუ არ გვინდა, რომ ისტორიის მორევში გადავიჩეხოთ. 20 ივნისი ამ დიდი, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისია,”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

,,გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა – ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი”- მიხელ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს. ,,გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა – ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში. თან ხეები მაქვს იქიდან ჩამოსატანი და ხოხბები ჩამოსაყვანი. თანაც თვის ბოლო ახლოვდება და მოსამართლეებს და პროკურორებს ხელფასი კონვერტებით დროულად უნდა დავურიგო. (მართალია, ნებისმიერი მათგანი ჩემზე უფრო მდიდარია, მაგრამ იმედია, რადგან ოლიგარქის ტიტული მომანიჭეს, კრედიტ-სუისიც დროულად გადმომირიცხავს ჩემს კუთვნილ მილიარდებსგუშინდელი დღის მთავარი ღადაობა – ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში. თან ხეები…

მეტი...

,,უკრაინამ უნდა მოიგოს ომი და თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაოლო პოდოლიაკი „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინამ უნდა მოიგოს ომი და თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს. ,,დღეს დემოკრატიულ სამყაროს აქვს ერთიანი პოზიცია: რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს. ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ ჩვენი მიზნები უფრო ამბიციურია: უკრაინამ უნდა მოიგოს ომი და თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა შეიარაღების გაზრდა. პარიტეტულობა არის გამარჯვების გასაღები”,- აღნიშნავს პოდოლიაკი.

მეტი...

,,დაკლებულია წონაში, საშინელი განწყობა აქვს გუშინდელის შემდეგ”- გიული ალასანია

კლინიკა ,,ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ მოინახულა. სააკაშვილის დედის განცხადებით,  ყოფილი პრეზიდენტს ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ საშინელი განწყობა აქვს. ,,ბოლოს და ბოლოს იმედია, წარმოგვიდგენენ ექიმები დიაგნოზს და გვეცოდინება უფრო ზუსტად. ისე, დაკლებულია წონაში. რაც შეეხება მის განწყობას, რა თქმა უნდა, საშინელი განწყობა აქვს გუშინდელის შემდეგ, ის რაც მოხდა გუშინ, მიაჩნია, რომ ესაა ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა. მიაჩნია, რომ ამ ყველაფრის გამოსასწორებლად ცოტა დრო გვაქვს და ძალიან უნდა ვიყოჩაღოთ, რომ იქნება კიდევ რაღაცას მივაღწიოთ”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაევში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაევის რეგიონში ჩავიდა.  ზელენსკი ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და  საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვიტალი კიმს შეხვდა. შეხვედრისას, ქალაქში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, წყალმომარაგების აღდგენასა და სოფლის მეურნეობაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ამასთან, ზელენსკიმ ვიტალი კიმს სპეციალური ჯილდო გადასცა.

მეტი...

,,პერსპექტივას ძალიან რთულად ვხედავ, მაგრამ ფაქტია, ეს ქვეყანას სჭირდება”- გიორგი ვოლსკი

,,პირადად მე, პერსპექტივას ძალიან რთულად ვხედავ, მაგრამ ფაქტია, ეს ქვეყანას სჭირდება და ჩვენ ჩვენი მხრიდან უნდა ვეცადოთ“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ  განაცხადა. ვოლსკის თქმით, ევროკომისიის მხრიდან, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას დიდი მნიშვნელობა აქვს. „ეს არის ძალიან მაღალი სტატუსი, გამომდინარე სიტუაციიდან, გეოპოლიტიკიდან, გეოგრაფიიდან, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა. რა თქმა უნდა, უკრაინა ოკუპანტთან ამ სისხლისმღვრელ ომშია ჩართული, ისევე როგორც მოლდოვა, რომელიც უკრაინიდან ძალიან დიდი რაოდენობით დევნილებს იღებს და რა თქმა უნდა, მეტი შეღავათი აქვს. კონსოლიდაციაზე დაიწყო საუბარი და უკვე რამდენიმე წუთი იყო გასული კვლავ დაპირისპირებაზე, პოლიტიკურ სპეკულაციაზე, აქციებსა…

მეტი...

,,არ მესმის, რატომ არის ის ახლა ჯარის ხმა“- ალექსეი დანილოვი მიხაილო პოდოლიაკზე

„ის გენერალური შტაბის წარმომადგენელია? მე ის იანუკოვიჩთან მხოლოდ ​კუნძებზე ვნახე? არ მესმის, რატომ არის ის ახლა ჯარის ხმა“, – ასე ეხმიანება  უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი, მიხაილო პადოლიაკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უკრაინის თავდაცვის ძალებს სჭირდებათ 1 000 ერთეული 155 მმ-იანი ჰაუბიცა, 300 ერთეული რეაქტიული სარაკეტო სისტემა და 500 ერთეული ტანკი. დანილოვმა პოდოლიაკი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ვერ იგებს რატომ აკეთებს პოდოლიაკი ამგვარ განცხადებებს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალური შტაბის უფროსს ან თავდაცვის სამინიტროს შეუძლიათ, ოფიციალურად განაცხადონ რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინის არმიის საჭიროებების თაობაზე, ამიტომ ზოგიერთი პოლიტიკოსის…

მეტი...

,,დაგვავიწყდა 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს?”- ირლანდიელი სენატორი

ირლანდიელი დამოუკიდებელი სენატორი ჯერარდ კროგველი, ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით. „მოხარული ვარ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ხილვით. თუმცა, რატომ არ მიიღეს საქართველო, ეს ბუნდოვანია. დავივიწყეთ 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს. ჩვენ ევროკავშირში მაშინ ისინი მივატოვეთ, რატომ ახლა?“, – წერს „ტვიტერზე“ ირლანდიელი სენატორი. ​​

მეტი...

,,საქართველო დაჩაგრული აღმოჩნდა”- გიუნტერ კრიხბაუმი

გერმანიის ბუნდესტაგის წევრის, გიუნტერ კრიხბაუმის განცხადებით,  ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით, სტრატეგიული შეცდომაა. „ფედერალური კანცლერი კიევშია. ეს უფრო ადრე იყო გასაკეთებელი! ბოლოს და ბოლოს ის მხარს უჭერს უკრაინის და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს. თუმცა ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე ქვეყანა, საქართველო, დაჩაგრული აღმოჩნდა, მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა“, – წერს კრიხბაუმი Twitter-ზე.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა. 20-21 ივნისს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა. 28-30 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მადრიდის სამიტს დაესწრება.

მეტი...

,,ან ბიძინას საქართველო,  ან ქართველი ხალხის საქართველო”- მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეკომენდაციებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება. ,,უნდა თუ არა ბიძინას ევროკავშირი?  როგორ შეიძლება გინდოდეს იქ, სადაც დასანქცირებას გიპირებენ? უნდა თუ არა ქართველ ხალხს ევროკავშირი? დიახ, 85% უნდა!  დასკვნა: ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო. მესამე გზა არ არსებობს!”,- წერს მამუკა ხაზარაძე.

მეტი...

სარაკეტო თავდასხმა კრივი-რიჰზე – დაიღუპა 2 ადამიანი

უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა,- აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვილკულმი ავრცელებს. მერის ცნობით, რაკეტები ინგულეცის რაიონში ჩამოვარდა, რასაც წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.  გავრცელებული ინფორმაციით დაიღუპა ორი ადამიანი.

მეტი...

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ორი ბრალდებული დაკავა

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ორი ბრალდებული დაკავა, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველითბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებულიოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,წარსულში ნასამართლევი 2 პირი – 1995 წელს დაბადებული ე.ნ. და 1995 წელსდაბადებული თ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო ზ 1995 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაუსწრებლად წარედგინა. „დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ. „ახალ აღმაშენებელზე“ მდებარე…

მეტი...

,,კიევი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხო ქალაქი იქნება ფანტასტიკური ადგილი „ევროვიზია 2023-ის” ჩასატარებლად”- ბორის ჯონსონი

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო, „ევროვიზია 2023“-ის უკრაინიდან სხვა ქვეყანაში გადატანის თაობაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. „უკრაინა არ ეთანხმება ასეთი გადაწყვეტილების მიღების ხასიათს, როდესაც დაგვაყენეს ფაქტის წინაშე სხვა ვარიანტების შესაძლებლობის განხილვის გარეშე. უკრაინაში „ევროვიზია 2023“-ის ჩატარება მძლავრი სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ის ახლა ამ სახელმწიფოს უჭერს მხარს. ჩვენ მოვითხოვთ ამ გადაწყვეტილების შეცვლას, რადგან გვჯერა, რომ შევძლებთ შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რა აღებული გვაქვს და არაერთხელ აღინიშნა ევროპის მაუწყებელთა კავშირის წინაშე“, – განაცხადა ტკაჩენკომ. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონი, რომლის განცხადებით, „ევროვიზია 2023“…

მეტი...

,,ძირითადი დიაგნოზი არის შიმშილობით გამოწვეული სხვადასხვა ფუნქციებისა და ორგანოების დაზიანება”- ოთარ თოიძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ “ემპათიას” ექსპერტების დასკვნის ნაწილი უკვე მზადაა. ექიმ ოთარ თოიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს შიმშილის ნიადაგზე, სხვადასხვა ფუნქციები და ორგანოები დაუზინდა. ,,ექსპერტიზის ძირითადი სამუშაო შესრულებულია, დიაგნოზები ეტაპების მიხედვით ცნობილია. ძირითადი დიაგნოზი მისი არის შიმშილობით გამოწვეული სხვადასხვა ფუნქციებისა და ორგანოების დაზიანება, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია ტვინის დაზიანება. ტვინის დაზიანების პროცესის შეჩერება შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპებზე, ეს გათვალისწინებული არ იქნა სამედიცინო პერსონალის მიერ. მთელი რიგი დანიშნულებისა და გამოკვლევისა, რომელიც დანიშნული იყო, არ გაკეთდა და რაც გაკეთდა თითქმის 6 თვის დაგვიანებით. ამ ახალმა გამოკვლევამ ნათელი შეიტანა, ზოგიერთი, მანამდე ჩვენთვის გაუგებარი…

მეტი...

„ქართული ოცნების ლანძღვა კი არ უნდა იყოს მიზანი, არამედ შეცდომებზე სწავლა”- იაგო ხვიჩია

,,თუ დავინახეთ, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც იდეების დანახვა და მათი დაცვა შეუძლიათ, ჩვენ მათთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, მაგრამ ეს ასე ერთი ხელის მოსმით არ ხდება“,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ახლა მმართველი პარტიის ლანძღვის დრო არ არის. „ჩვენ უნდა გავაკეთოთ ალტერნატიული იდეა. რა იდეაც არის მართლა ევროპული იდეა. „ქართული ოცნების“ ლანძღვა კი არ უნდა იყოს მიზანი, არამედ შეცდომებზე სწავლა და ჩამოყალიბება იმ აზრზე, რა აზრიც გვინდა დავუპირისპიროთ დღეს არსებულ აზრს. იმიტომ, რომ როგორც გვითხრეს, ეს აზრი ევროპული არ არის და თუ ეს აზრი არ შეიცვლება,…

მეტი...

,,უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს”- ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, გუშინ უკრაინაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჯონსონი ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით, რაც სიმართლეა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათთან ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში და ვაძლევთ იმ სტრატეგიულ მედეგობას, რაც მათ სჭირდებათ“, – განაცხადა ჯონსონმა.

მეტი...

,,მოლაპარაკებებს აგვისტოს ბოლოდან დავუბრუნდებით”- დავით არახამია

პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთის ლიდერის და რუსეთთან ორმხრივ მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიამ განცხადებით,  მოლაპარაკები აგვისტოს ბოლოდან გაგრძელდება. ,,გაძლიერებული პოზიციიდან მოლაპარაკებებს აგვისტოს ბოლოდან დავუბრუნდებით. არ გვინდა ჩვენი გეგმების შესახებ საჯაროდ საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგიერთი მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავალთ“, – განაცხადა არახამიამ.

მეტი...

,,24 ივნისს არის რისკი, რომ საქართველო გადავიდეს სომხეთისა და ყაზახეთის ლიგაში”- პაატა მანჯგალაძე

,,ახლა ეროვნული თანხმობის დროებით მთავრობა რომ გვყავდეს, ზუსტად სამ თვეში ყველა პირობას, რაც წერია დოკუმენტში, შევასრულებდით, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში ცოტა ძნელია ამაზე თავის გამოდება და გარანტიების მიცემა მოქალაქეებისთვის“- ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ საქართველო  შანსს ვერ გამოიყენებს, დიდი ხნით დაიხურება ქვეყნის პერსპექტივა ევროინტეგრაციის მიმართულებით. „გუშინ ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, რადგან ტრიოში, სადაც საქართველო იყო მოწინავე, აღმოჩნდა ბოლო, მაჩანჩალა ადგილზე. მეტიც, 24 ივნისს არის რისკი, რომ საქართველო აქაც ვერ გამაგრდეს და გადავიდეს სომხეთისა და ყაზახეთის ლიგაში. ეს არის ძალიან მძიმე. ეს ნიშნავს, რომ…

მეტი...

,,უკრაინა იმ საზღვრებში, რომელიც ადრე იყო, აღარ არსებობს და აღარასოდეს იარსებებს”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე არსებულ საზღვრებს ვეღარ დაუბრუნდება. ,,უკრაინა, რომელიც მე და თქვენ ვიცით, იმ საზღვრებში, რომელიც ადრე იყო, აღარ არსებობს და აღარასდროს იარსებებს. ეს გარდაუვალია”, – აღნიშნა ზახაროვამ.

მეტი...

,,ნურავინ იტყვის, რომ რახან ბიძინა ივანიშვილს აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ეს ოლიგარქიას ნიშნავს”- მიხეილ სარჯველაძე

,,პრიმიტიულად ნურავინ მიუდგება და ნუ იტყვის, რომ რახან ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, ეს ავტომატურად ოლიგარქიას ნიშნავს,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციებში ნახსენები დეოლიგარქიზაცია, ბიძინა ივანიშვილს არ უკავშირდება. ,,ოლიგარქიაზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის არა უბრალოდ შეძლებული ადამიანების არსებობა, რომლებიც პარტიულ მოღვაწეობას ეწევიან, არამედ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ძალაუფლების გამოყენება საკუთარი მერკანტიული ინტერესებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, არავითარი საფუძველი იმაზე საუბრისთვის, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი, რამენაირად შეიძლება იყენებდეს ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის, უბრალოდ არ…

მეტი...

,,პუტინს სურდა რუსეთი ძლევამოსილ ქვეყნად ექცია, მაგრამ გარიყულ ქვეყნად აქცია”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებას ეხმიანება. პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი გარიყულ ქვეყნად იქცა, რომელსაც მოკავშირედ მხოლოდ სირია დარჩა. „ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა უარი განაცხადა ლუგანსკისა და დონეცკის „კვაზი ანკლავების“ აღიარებაზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის არცერთ ქვეყანას არ სურს რუსეთის დანაშაულებში მონაწილეობა. სირია დარჩა კრემლის ერთადერთ მოკავშირედ პოლიტიკურ რუკაზე. პუტინს სურდა რუსეთი ძლევამოსილ ქვეყნად ექცია, მაგრამ ის გარიყულ ქვეყნად აქცია,“-განაცხადა პოდოლიაკმა. ,,ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება მსოფლიოში იქნება ქაოსი”- ყაზახეთის პრეზიდენტი

მეტი...

კანადამ უკრაინის დასახმარებლად 733 მილიონი დოლარი გამოყო

კრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კანადამ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 733 მილიონი დოლარი გამოყო. სამინისტროს ინფორმაციით, თანხა უკრაინასა და კანადას შორის სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად შეგროვდა და ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით დაიხარჯება.  

მეტი...

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 323 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 323 ბავშვი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 583-ზე მეტი არასრულწლოვანი. ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 301, ხარკოვის ოლქში – 170, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15. რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

გერმანია უკრაინას სარაკეტო სისტემებს და მძიმე შეიარაღებას მიაწვდის

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ერთად, უკრაინას მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს და მძიმე შეიარაღებას მიაწვდის. ,,ჩვენ მივაწვდით ანტიბალისტიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ოდესა ან კიევი. ასევე გადავწყვიტეთ, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, რომ მიგვეწოდება მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

მეტი...

,,ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება მსოფლიოში იქნება ქაოსი”- ყაზახეთის პრეზიდენტი

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა რომ ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება, მსოფლიოში ქაოსს გამოიწვევს. „გამოთვლილია, რომ ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება მსოფლიოში, მაშინ 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ამჟამად გაერო-ს წევრები არიან, დედამიწაზე 500-ზე ან 600-ზე მეტი სახელმწიფო გაჩნდება. რა თქმა უნდა, იქნება ქაოსი. ამ მიზეზით, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს. და, როგორც ჩანს, ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკი არიან“, – განაცხადა თოყაევმა.

მეტი...

„საქართველოში ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში”- პორტუგალიური მედია

პორტუგალიის სამოგზაურო გამოცემები Opcaoturismo და viagens.sapo საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას ვრცელ სტატიებს უძღვნიან. მედიის წარმომადგენლებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურეს. პორტუგალიელმა ჟურნალისტებმა სტატიებითა და Instagram პოსტებით მკითხველებსა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, დაცული ტერიტორიები და ქართული სამზარეულო გააცნეს. „საქართველოში ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში. ვფიქრობ, პორტუგალიელი ტურისტებისთვის ეს სლოგანი ყველაზე შესაფერისი იქნება. საქართველო გამორჩეულია ხალხით, ლანდშაპტით, ბუნებით. ძალიან ბევრი მსგავსებაა პორტუგალიასთან, ტრადიციებით და ღირებულებებით“,- წერს Opcaoturismo-ს ჟურნალისტი, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა. პრესტურის ხუთი მონაწილე თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს და ქვიშხეთს ეწვია. ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა ბაღდათი და საირმე მოინახულეს,…

მეტი...

ანგელა მერკელის განცხადებით, მისმა გადადგომამ უკრაინაში ომის პროვოცირება მოახდინა

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მისმა გადადგომამ შესაძლოა,  უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პროვოცირება მოახდინა. „შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ ხელი შეუწყო, ისევე, როგორც საფრანგეთის არჩევნებმა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ და „მინსკის შეთანხმებების“ შესრულების შეფერხებამ. აშკარა იყო, რომ მე თანამდებობაზე აღარ ვიქნებოდი, ამიტომ უბრალოდ, უნდა ვთქვა, რომ გასული წლის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია“, – განაცხადა მერკელმა.

მეტი...

ხულოში მანქანა ამწედან ჩამოვარდა და 25 წლის ბიჭს დაეცა

უბედური შემთხვევა ხულოში – 25 წლის ბიჭს, ავტომობილის შეკეთების დროს მანქანა დაეცა. დაშავებული ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. ახალგაზრდა მამაკაცს უკვე   ჩაუტარდა ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მეტი...

„ისტორიული მიღწევა… ერთი ნაბიჯი გვაშორებს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპარლამენტს გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს ისტორიული მომენტია. „ევროკავშირთან სრულფასოვანი ინტეგრაციის დაწყებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ჩვენ გვაქვს ევროპული კომისიის დადებითი დასკვნა უკრაინის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ეს არის ისტორიული მიღწევა ყველასთვის, ვინც ჩვენი სახელმწიფოსთვის მუშაობს. დარწმუნებული ვარ, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური ყოფილიყო“ – აცხადებს ზელენსკი. მისივე შეფასებით, გადაწყვეტილება, რომელიც ვროკავშირმა მიიღო, მხოლოდ უკრაინას არ მოუტანს სარგებელს. „უკრაინული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია.  ევროკავშირთან ჩვენი დაახლოება მხოლოდ ჩვენთვის არ არის დადებითი. ეს არის უდიდესი წვლილი ევროპის მომავალში მრავალი წლის განმავლობაში“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.  

მეტი...

„მოგიწოდებთ ყველა პატრიოტს, დატოვეთ „ოცნება“, დატოვეთ რუსეთის უკანა ნალი!“ – კახა ოქრიაშვილი

პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე უარში მმართველ გუნდს ადანაშაულებს. დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს. „სუსტი ლეგიტიმაციის მქონე „ქართულმა ოცნებამ“ სრულად დაკარგა ლეგიტიმაცია, რადგან ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს ევროკავშირის  კანდიდატი  ქვეყნის სტატუსი არ მიეღო, რასაც ახლა წარმატებად ასაღებენ. „ქართული ოცნება“ არ მართავს საქართველოს,  ქვეყანას მართავს ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც მიიტაცა ქვეყანა – უფრო ზუსტად, ქართველმა ხალხმა ნება დართო ოლიგარქს, მიეტაცებინა ქვეყანა.  ნუ დავაბრალებთ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს  – ქართველი ხალხის ბრალია, რომ ოლიგარქი თავზე დავისვით! რაც შეეხება გეოგრაფიას:  დიახაც, საქართველო ევროპაა, ჭორვილელი ოლიგარქი კი პუტინისტური რუსეთის უკანა ნალია! მოგიწოდებთ ყველა პატრიოტს,…

მეტი...