,,ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა”- ირაკლი ჩიქოვანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. მისი განცხადებით, რეზოლუცია რეალობას არ ასახავს და მასში, ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა შეიმჩნევა.

„რეზოლუციაში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა, რომელიც რეალობას არ ასახავს, სიმართლე არ არის. ეს ჩვენთვის ძალიან დასანანია, თუმცა ამის მიუხედავად იმ გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელიც რამდენიმე კვირაში იქნება მიღებული. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო ტრიოს სხვა სახელმწიფოებთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება. არც აქამდე ყოფილა ნაკლები მუშაობა და ინფორმირება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, სამწუხაროდ, ევროკავშირშიც არიან და აქედან გამომდინარე ის მივიღეთ, რაც მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, რეზოლუცია ვერ მიაყენებს ჩრდილს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული, რომელიც ყველასთვის თვალსაჩინოა და სანამ ომი დაიწყებოდა, საქართველო ნამდვილად იყო დაწინაურებულ პოზიციებზე ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით. რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელშიც მძლავრობდა პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად აქედან გამომდინარე არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც მივიღეთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები