რუსთაველის გამზირზე მოძრაობა პარალიზებულია

საქართველოს პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ იმართება. ხალხის დიდი ნაკადის გამო, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა პარალიზებულია. ამ წუთებში, ევროკავშირის ჰიმნი ისმის და საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები ფრიალებს. აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ხელოვანები, სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ აქ მხოლოდ ერთი მიზნისთვის მივიდნენ – დაანახონ ევროპას, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპულ მიმავალს. მალე სიტყვით გამოსვლაც დაიწყება.

მეტი...

პრეზიდენტი სამართალდამცველებს მიმართავს, აქციაზე არ იყოს ექსცესები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიმდებარედ დაგეგმილ აქციამდე რამდენიმე წუთით ადრე მიმართვა გაავრცელა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, დღევანდელი დღე არის სახე და ამიტომ, ყველამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. პრეზიდენტი ხელისუფლებასა და სამართალდამცველებსაც მიმართავს. „იშვიათად თუ არის ჩვენს ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი მომენტები.  ჩვენ ვართ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ისტორიისა და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ეს. ყველაფერს ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბოლო დღეები ჩვენი ინტერესების წასაწევად. ჩემს ყველა კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს. ასევე, ჩავწერეთ და გავუშვებთ „ტვიტერზე“ ჩემს მიმართვებს. ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს კვირა მისი ევროპული მომავლისთვის. ჯერჯერობით, კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებს, თუმცა,…

მეტი...

„ევროპამ მოგვცა დრო წლის ბოლომდე“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი წერს, მხოლოდ აქციით არ უნდა შემოიფარგლონ. „მოვუწოდებ ჩემს ყველა თანამებრძოლს და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეს, ისევე როგორც ყველა პატრიოტს, არ შემოიფარგლოს დღევანდელი აქციით. ყველა, ვინც მოგვიწოდებს დაველოდოთ რაიმე წყალობას, ვინმეს იძულებას, პრაქტიკულად გვთხოვს მორიგ ჯერზე მოვიტყუოთ თავი. ჩვენი ევროპული მომავლის ბედი ჩვენს ხელშია. ევროპამ მოგვცა დრო წლის ბოლომდე.  იმისთვის, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაცია, ოლიგარქს მთავრობის სახით, მთავარი ინსტრუმენტი უნდა გამოეცალოს. უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს“, – წერს სააკაშვილი.…

მეტი...

„ამ აქციის მიზანი რაც არის ვხედავთ, პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების შეცვლის“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკომისიის მოწოდება პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით  ოპოზიციამ პირიქით გაიგო. ამის მაგალითად კი დღევანდელი აქცია დაასახელა. „ოპოზიციის ნაწილმა პირველი დასკვნა რაც ამ ყველაფრიდან გამოიტანა, იყო ის, რომ წასულიყო არა დეპოლარიზაციისკენ, არამედ გაეღრმავებინა პოლარიზაცია. გვესმის, ამ აქციის მიზანი რა არის და ამ აქციის ორგანიზატორები ვინ არიან. ამ აქციის ორგანოზატორია „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული ფრთა და „სირცხვილია“.  ამ აქციის მიზანი რაც არის ვხედავთ, პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების შეცვლის. განცხადებებიც იყო, რომ უნდა გავყაროთ, უნდა გავაგდოთ და ა.შ. მგონი, სოციალურ ქსელს ყველა თვალყურს ვადევნებთ. ევროპა და ევროპული კომისია თავის რეკომენდაციებში ამბობს – იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი…

მეტი...

„როგორც კი პირობები შესრულდება, უპირობო კანდიდატობა მოგვენიჭება“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის, რაც საქართველომ მიიღო, დიდი მიღწევაა. მისი შეფასებით, საქართველოს გარკვეული პირობები აქვს შესასრულებელია, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობაა. „ევროკომისიამ განაცხადა, რომ ექსტრაორდინალური სიტუაციაა და  იმის გამო, რომ უკრაინა აქტიურად იბრძვის საკუთარი ევროპული მომავლისთვის, ამის დაფასება ხდება. ესეც პირობითი იყო. რა თქმა უნდა, ევროპა საკუთარი მიდგომის ერთგული რჩება, რომ დამსახურების მიხედვით უნდა იყოს კანდიდატობის სტატუსიც და შემდეგ გაწევრიანებაც, რაც რთული პროცესია. რაც შეეხება საქართველოს, საკვირველი მიდგომაა, რამდენად თვითგვემის რეჟიმში ვარდებიან და ჩვენს ოპონენტებს სურთ, რომ ამ მდგომარეობაში ჩვენი საზოგადოება ჩააყენონ. დღეს სწორედ ევროპული პერსპექტივა მივიღეთ და რა…

მეტი...

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთსა და აზერბაიჯანში ხორციელდება

საქართველო ელექტროენერგიას არა მხოლოდ ყიდულობს, არამედ, ექსპორტზეც გააქვს, თუმცა, ეს მხოლოდ მაში ხდება, როცა მეტი ნალექი მოდის და ჭარბი ენერგია გროვდება. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად თურქეთსა და აზერბაიჯანში ხდება. „პანდემიის დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მოხმარება გაცილებით სწრაფად იზრდება. ადგილობრივი გამომუშავება კი მას ვერ მიჰყვება. 2021 წელს მხოლოდ 15 მგვტ სიმძლავრის 6 მცირე ჰესი შევიდა ექსპლოატაციაში, შესაბამისად, ეს იმაზე გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე 2021 წელს გაზრდილი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. ამიტომ, იმპორტზე დამოკიდებულება უფრო გაიზარდა“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ…

მეტი...

,,ცოტა ხანში დაიწყება, დაელოდეთ, “მიშა, მიშა”-ს ძახილი”- ირაკლი ზარქუა

,,ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, აქცია “შინ ევროპისკენ”  “ნაციონალური მოძრაობის” და მათი სატელიტების მიერ არის ორგანიზებული. ზარქუას თქმით, მათი მიზანი ქვეყნის ქაოსში შეყვანაა. ,,ყველას აქვს პროტესტის შესაძლებლობა, კი ბატონო, მათ შორის ზოგი ამბობს რომ ჩვენ ეს პირიქით უნდა ვიზეიმოთო, ზოგი ამბობს პროტესტი გამოვხატოთ, ზოგი ამბობს გადატრიალება და მაიდანი მოვუწყოთ საქართველოს და ქართველ ხალხსო. დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში დაიწყება, დაელოდეთ, “მიშა, მიშა”-ს ძახილი, მიხვდებით რომ ეს არ არის რიგითი ადამიანების დაორგანიზებული. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” და მათი პარტიული სატელიტების ინიცირებული რაღაცა მოძრაობა, რატომ? – იმისთვის რომ ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა და…

მეტი...

,,როცა გაქვს დუჟმორეული დამოკიდებულება, უნდა დაასაბუთო შემოსავლების წარმოშობა”- გია ვოლსკი

,,ამორალური ის არის, რომ საზოგადოებას ყოველდღე უკიჟინებ, რუსული ორცხობილაც კი არ მიირთვას და თუ მიირთმევს, ერის მოღალატეა. ამ დროს, ჩუმად ინახავ ინფორმაციას, რომ მილიონობით რუბლი და ასიათასობით დოლარი ჩამოგდის რუსეთის ფედერაციის ეროვნული ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ოჯახს ,,შავბნელი” გადმორიცხვების შესახებ, ნათელის მომფენი განცხადებები არ გაუკეთებია. „შეიძლება, ამას რაღაც გამართლება და დანიშნულება გააჩნია, შეიძლება, შუაში სოლიკო ვირსალაძეა და მისი შემოქმედებიდან რაღაც ჰონორარი შემოდის, მაგრამ როცა შენ გაქვს გააფთრებული და დუჟმორეული დამოკიდებულება და შეუსაბამო დამოკიდებულებით გააცანი საზოგადოებას თავი,…

მეტი...

,,ევროკომისიის მოთხოვნაა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, დღევანდელი აქცია არ მაძლევს საფუძველს, ამ მიმართულებით წარმატებაზე ვილაპარაკოთ”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია გარკვეულ საკითხებზე. მისი თქმით, დღევანდელი აქცია და მისი შინაარსი არ იძლევა საფუძველს, რომ ამ მიმართულებით წარმატებაზე ისაუბროს. ,,რასაკვირველია, ევროკომისიამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ საგანგებო ვითარების გამო, რომელიც უკრაინის მიმართ განხორციელებული გაუგონარი აგრესიის ფონზეა შექმნილი, მაგრამ იმაზე, საუბარი, რომ უკრაინის უბედურების ფონზე ფანჯარა გაიხსნა და არიქა, ამ ფანჯარაში უნდა შევიდეთ ისე, რომ პოლიტიკური ცხოვრება არ იყოს ნორმალურ ჩარჩოში ჩასმული, რასაკვირველია, ეს ადამიანების შეცდომაში შემყვანია. ნებისმიერ საკითხზე ყველას მიმართ ერთნაირი მოთხოვნებია, განსხვავება ის არის, რაც უკრაინაში და უკრაინის გამო…

მეტი...

,,დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს არაფერი საერთო არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან”- ნინო წილოსანი

,,ქართული ოცნების წევრი ნინო წილოსანი,  მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ დღს დაგეგმილ აქციას “შინ ევროპისკენ” ეხმიანება. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებიმოჩვენებითი აღშფოთებით აპროტესტებენ რატომ უკეთესი შედეგი არ მიიღო საქართველომ. ,,სრულად ვიზიარებ ჩემი თანამოქალაქეების სულისკვეთებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სრულად ვემსახურები დასავლურ ღირებულებებს და მიხარია, რომ ჩვენ მიერ კონსტიტუციაში გაკეთებული ეს ჩანაწერი, ამის გარანტიაა. ❝მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.❞ ამავდროულად, სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს არაფერი საერთო არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან. მეტიც, პოლარიზაციას და სიძულვილის ენის…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროდან პოლიციელები მასობრივად „გარბიან“. უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში დღეს გასულ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან პოლიციელები მასობრივად “გარბიან.” ტელეკომპანიამ, ვითომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, საზოგადოებას მიაწოდა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს “ქვემო ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ერთდროულად 38-მა თანამშრომელმა დატოვა” – წარმოადგენს “ფეიკ ნიუსის” კლასიკურ მაგალითს. აღნიშნული მედიასაშუალების მაყურებელთა მიმართ პასუხისმგებლობის გამო და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობის საპასუხოდ, არაერთხელ განგვიმარტავს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ…

მეტი...

,,აქციაზე ეცდებიან არეულობას, ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რომელსაც ნატრობენ”- ირაკლი კობახიძე

,,ევროკომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური ოპოზიცია,”- ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით,  რადიკალური ოპოზიცია აქციაზე არეულობის მოწყობას შეეცდება, თუმცა მისი თქმით, მათი სცენარი ვერ იქნება წარმატებული. „მათ შორის შეგახსენებთ, რომ 19 აპრილის შეთანხმების დეკლარირებული ამოცანაც იყო პოლარიზაციის  შემცირება, თუმცა ვიდრე დოკუმენტის ანულირება მოხდებოდა, ოპოზიცია მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებდა. ამ შემთხვევაშიც, ევროკომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ ამას ველოდით, პროგნოზები გვქონდა ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა, ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს 22 ივნისს წარუდგენს

საგაზაფხულო სესიის ბოლო სასესიო კვირის ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. განცხადება აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პრემიერ მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1-ელ ივნისს გააკეთა.

მეტი...

,,საქართველოში განხორციელებული ყველა პროვოკაციის ავტორი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა  პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც დღემდე განხორციელდა საქართველოში და რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, არის ელენე ხოშტარია. ,,როდესაც ყალბი ადამიანი გვეუბნება ჩვენ, რომ ის არის ყველაზე მთავარი ანტირუსი საქართველოში, მისთვის მიუღებელია ყოველივე რუსული და ა.შ. და ამ დროს რუსულ ფულს იღებს და ეს მისთვის აბსოლუტურად მისაღებია, ეს სიყალბე, რა თქმა უნდა, აჩენს ძალიან სერიოზულ ეჭვებს. მით უმეტეს, რომ ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც დღემდე განხორციელდა საქართველოში და რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

„არის თუ არა ბატონი ივანიშვილი რუსეთის ჯაშუში, ჯერ არ ვიცი, დეკემბერში მეცოდინება“ – კახა ოქრიაშვილი

„ყველაფერს ბატონ ივანიშვილს ნუ დავაბრალებთ, ქართველმა ხალხმა მივეცით უფლება“ – აცხადებს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი კახა ოქრიაშვილი და ოლიგარქის მნიშვნელობაზე საუბრობს. „რას ნიშნავს ოლიგარქია, რას ნიშნავს სიტყვა ოლიგარქი? ოლიგარქია არის მოცემულობა, როცა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსურ-ეკონომიკური, სახელისუფლო და მედია რესურსი კონცენტრირებულია ერთი ან რამდენიმე პიროვნების ხელში. 1.     როდესაც ეს რესურსი კონცენტრირება არა რამდენიმე, არამედ ერთი პიროვნების ხელში, ეს არის მონო-ოლიგარქია და ამის კლასიკური მაგალითია შუა საუკუნეების მონარქია. დიახ, ეს არის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი. ის არის არა უბრალოდ ოლიგარქი, არამედ ერთადერთი ოლიგარქი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბატონი…

მეტი...

,,ელენე ხოშტარიას ოჯახის შემოსავლის გამო მასზე თავდასხმა არაზნეობრივია”- რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ოჯახის შემოსავლის გამო მასზე თავდასხმა და დამუნათება არის როგორც არასამართლებრივი, ასევე არაზნეობრივი. „საქართველოს ნებისმიერ ბარსა და რესტორანში „ქართული ოცნებისთვის“ საყვარელი მომღერალი კობზონის სიმღერა რომ შესრულდეს, საავტორო უფლებებით ფული კობზონს მიუვა იქ, ორი ინვოისი გამოიწერება – ჯოჯოხეთში, სადაც კობზონია და მეორე მისი მემკვიდრეებისთვის. ნებისმიერი სიმღერა ან დადგმა ამერიკაში იქნება თუ რუსეთში, საერთაშორისო კანონით, თანხები საავტორო უფლების პატრონებთან მიდის. ფული რუსეთიდან შემოვა თუ სხვა ქვეყნიდან, სადაც ეს სპექტაკლები დაიდგა, ეს სამართლებრივად და მორალურად სწორია. საქართველოდან გაზმანოვს ლარები მისდის, ეს სამწუხაროა, მაგრამ არის ნორმა. ხოშტარიას ოჯახის შემოსავლის გამო მასზე…

მეტი...

,,ლიეტუვის გავლით ტვირთის ტრანზიტი თუ არ აღდგება, რუსეთი ეროვნული ინტერესების დასაცავად იმოქმედებს”- რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის დანარჩენ ტერიტორიას შორის ლიეტუვის გავლით ტვირთის ტრანზიტი სრულად თუ არ აღდგება, რუსეთი ეროვნული ინტერესების დასაცავად იმოქმედებს. „უახლოეს ხანში კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის დანარჩენ ტერიტორიას შორის ლიეტუვის გავლით ტვირთის ტრანზიტი სრული მოცულობით თუ არ აღდგება, მაშინ რუსეთი იტოვებს უფლებას, იმოქმედოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, – ნათქვამია რუსეთის საგარეო სამქეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსნებთ, ლიეტუვის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალა ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი. მათ შორის – ქვანახშირის, მეტალების, სამშენებლო მასალის და ახალი ტექნოლოგიების ტრანსპორტირება.  

მეტი...

„აი, რაზე წუხს ბიძინა ივანიშვილი და რატომ დაიწყო ხოშტარიას და გახარიას „გაშავების“ კამპანია“ – კახა ოქრიაშვილი

მმართველი გუნდის განცხადებაზე ელენე ხოშტარიას რუსეთთან კავშირებსა და რუსული ფულის მიღებასთან დაკავშირებით პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, ეს გათვლა გაკეთდა ამომრჩევლის იმ ნაწილზე, რომელიც ნებისმიერ სისულელეს იჯერებს. „ბატონმა ივანიშვილმა, მდინარაძის მეშვეობით, შემოგვთავაზა ნახევარსაათიანი ბრიფინგი, რომელიც ეძღვნებოდა ქალბატონ ელენე ხოშტარიას. ნახევარი საათის განმავლობაში, ვიღებდით ინფორმაციას, რომ ელენე ხოშტარიას, რუსეთის დიდი თეატრიდან, ოფიციალურ საბანკო ანგარიშზე ერიცხება გარკვეული რაოდენობის რუსული რუბლი. ჩვენ, ქართველი ამომრჩეველი, უნდა დავეჭვდეთ, არის თუ არა ხოშტარია რუსეთის ჯაშუში, რადგან რუსეთში ყველაზე პრესტიჟული რუსული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და თან, თეატრიდან ფულიც ერიცხება. გათვლა კეთდება ამომრჩევლის იმ…

მეტი...

დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე, გამოძიება ,,სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის“ მუხლით დაიწყო

სანზონაში, სახლიდან დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო, რაც სისხლით, ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს. სახლიდან ამოღებულ ხორცს ექსპერტიზა უტარდება. სახლის მეპატრონის,   ექიმ-თერაპევტის  მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მას საცხოვრებელ ბინაში მაცივარი და კანალიზაცია ჰქონდა გაფუჭებული, სადარბაზოში არსებული მძაფრი სუნი კი სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდებოდა. შეგახსენებთ, 18 ივნისს, სანზონაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან, დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცი ამოიღეს. კორპუსის მაცხოვრებლებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მოსახლეობა, უსიამოვნო სუნმა შეაწუხა. ირკვევა, რომ ადგილზე მისულ პოლიციას, ბინის მეპატრონემ კარი არ გაუღო, რის შემდეგ …

მეტი...

,,იმის ილუზია არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში შესაძლებელია დეპოლარიზაცია”- კახა კალაძე

,,ვხედავთ , დაანონსებულ აქციებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, თუმცა არავის არაფერი არ გამოუვა, ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით“,- ამის შესახებ  თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის, დაასრულოს პოლარიზაცია, თუმცა ამაში მონაწილეობა ოპოზიციამაც უნდა მიიღოს. ,,იმის ილუზია და წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში შესაძლებელია დეპოლარიზაცია. ყველა ოპოზიციურ პარტიაზე არ მაქვს საუბარი, ცხადია, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი არის ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი პოლიტიკური პარტია, ვისი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, როგორმე შეაფერხონ ჩვენი ქვეყანა, როგორმე შეაჩერონ ქვეყნის წინსვლა და განვითარება. თუმცა ჩვენ, ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად…

მეტი...

,,აქციას აქვს კონკრეტული, მატერიალური დატვირთვა, ეს არ არის სიმბოლური შეკრება”- რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, დღეს დაგეგმილ აქციას კონკრეტული მიზნები აქვს. მისი თქმით, აქციას უნდა მოჰყვეს მომენტალურად ხელისუფლების ნაბიჯები და შარლ მიშელის დოკუმენტთან შეერთება. „დღევანდელი აქცია ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგზე, 24- ში არსებობს კიდევ შანსი. ამ აქციას უნდა მოჰყვეს მომენტალურად ხელისუფლების ნაბიჯები და პირველ რიგში, ხვალ ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ უერთდება შარლ მიშელის დოკუმენტს და პირველი კონკრეტული ნაბიჯი უნდა აჩვენოს. ეს არის კონსტიტუციის მიღება მეორე მოსმენით. ასევე უნდა მოჰყვეს პოლიტიკური დევნა და პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება. სიტყვა და საქმე, ორივე შეიძლება განახორციელოს ხელისუფლებამ ამ სამ დღეში. პლუს დღევანდელი გრანდიოზული…

მეტი...

,,ჩვენი უამრავი ჯარისკაცი შეეწირა, რომ მსოფლიოში სიმშვიდე ყოფილიყო, არაფერს ნიშნავს?”- კახა კალაძე

,,მისასალმებელია, რომ პირველად ჩაიწერა ოფიციალურად ევროპული პერსპექტივა, მაგრამ გულდასწყვეტია ის, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. „მისასალმებელია ის, რომ ევროპული პერსპექტივა პირველად ჩაიწერა ოფიციალურ დოკუმენტაციაში და დარწუნებული ვარ ამას 23-ში ექნება მხარდაჭერა. რაც შეეხება დათქმებს, რომელიც სამივე ქვეყანას მოგვენიჭა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ყველაფრის შესასრულებლად. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღწეული, პირველივე დღიდან დაიწყება კომუნიკაცია, დაიწყება მუშაობა ამ პირობების შესასრულებლად. მისასალმებელია, რომ პირველად ჩაიწერა ოფიციალურად ევროპული პერსპექტივა, მაგრამ გულდასწყვეტია ის, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა. და ვიცით, რომ ეს…

მეტი...

,,ელენე ხოშტარიას ადგილზე ყველაფერს ძალიან ნათელს და მკაფიოს გავხდიდი”- ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ადგილზე ყველაფერს ძალიან ნათელს და მკაფიოს გახდიდა. მისი თქმით, რუსულ ფულს ხელს ვერ მოკიდებს. „რაც უფრო რამეს არ ასაჯაროვებ, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება. კითხვა არის იქ, სადაც რაღაც დახურული და დამალულია. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას ადგილზე ყველაფერს ძალიან ნათელს და მკაფიოს გავხდიდი, რომ დამატებითი მითქმა-მოთქმა არ იყოს. მე წინაპრები სულ მატარებლის გამცილებლები მყავდა. არც სოლიკო ვირსალაძე მყავდა წინაპარი და არც ფული დამრჩენია. ერთი ბაბუა ბორჯომის ხეობაში შეშას ჭრიდა და ყიდდა. არც მისგან დამრჩენია რაიმე. სხვას ჭკუას არ ვარიგებ, მაგრამ რუსულ…

მეტი...

მასწავლებელს 15 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებიან

შიდა ქართლში, ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს 15 წლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. მოსწავლეების  საგამოძიებო უწყებამ ჩვენებები უკვე ჩამოართვა. თავად მასწავლებელი, ზურაბ ქარელი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სასამართლოში მშობლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.

მეტი...

„დღევანდელი აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია”- კახა კალაძე

,,ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან,”- ამის შესახებ  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს დაგეგმილი აქცია, „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. „დღევანდელი აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან. საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლიდან მოყოლებული ყველაფერი გააკეთა. ყველა წარმატება, ევროპის მიმართულებით, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, არის ხელისუფლების გაკეთებული საზოგადოებასთან ერთად, რომელიც დღეს მართავს საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,ხოშტარიები და მსგავსნი არიან მეხუთე კოლონა, რომლებიც მუშაობენ, რომ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა გაუქრონ”- ირაკლი ზარქუა

,,საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ცხოვრების წესით, მრავალეთნიკურობით ადამიანის უფლებებით ევროპული. საუკუნეებით მოგვსდევს და ეს არც უგულავას, არც ბოკერიების და მით უმეტეს, არც რუსული ფულით დაფინანსებული ხოშტარიების გადასაწყვეტი არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის კანდიდატობაზე ღირსეული განაცხადი 2024 წელს უნდა გაეკეთებინა და მანამდე რეფორმების მთელი ჯაჭვი მაქსიმალურად უნდა შეესრულებინა, თუმცა უკრაინაზე რუსეთის აგრესიამ ვითარება შეცვალა „უკრაინა იყო ლოკომოტივი და მისი ინიციატივა იყო, რომ კანდიდატობაზე განაცხადი გაეკეთებინა, რადგან ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიის 20 პროცენტი, ახლა ომშია, გაუნადგურდა ქალაქები. ევროპაში თქვეს, რომ…

მეტი...

,,ხანდახან დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს ხელისუფლება, ამაზე უნდა დახუჭო თვალი”- მამუკა მდინარაძე

,,როდესაც ცდილობენ,  საქართველოს მოსახლეობის,  მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან მართლაც ისტორიულ პროცესში ხომ არ არსებობს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რაღაც მომენტში ქვეყნის ხელისუფლება, მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს, ამაზე უნდა დახუჭო თვალი. ,,როდესაც ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ პროცესში, მართლაც ისტორიულ პროცესში ხომ არ არსებობს, იმიტომ, რომ შენ ასე ალაგებ 10 წელია, რომ ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას, ახლა არ გინდა აქედან გადაუხვიო, ამით ხომ შენ…

მეტი...

„დღეს აქციაზე უნდა წავიდეთ იმიტომ, რომ ევროპა მოვიყვანოთ საქართველოში”- გიორგი ვაშაძე

„დღეს აქციაზე უნდა წავიდეთ იმიტომ, რომ ევროპა მოვიყვანოთ საქართველოში და მთელ მსოფლიოს, საქართველოს უნდა გავაგონოთ, რომ საქართველო არასდროს ასცდება ევროპული განვითარების გზას. ჩვენ ევროპა საქართველოსთვის გვჭირდება, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი წინაპრების წინაშე მართლები რომ ვიყოთ,”- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლარიზაციის დასრულებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ოპოზიციას არ ეკისრება. „პოლარიზაციის დასრულებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე როგორ უნდა იყოს და როგორ ეკისრება ოპოზიციას მთავარი პასუხისმგებლობა?! ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტი შესთავაზა, ასევე გაფართოებული საბჭოს სხდომა. პარლამენტში რომ იყო მობრძანებული ოლიგარქის მსახური ღარიბაშვილი, 7-პუნქტიანი გეგმა ხელში გადავეცით და…

მეტი...

ქალის საჯაროდ შეურაცხყოფისა და დამცირების საქმეზე, რის შემდეგაც ქალმა თავი მოიკლა, ბრალდება კიდევ ორ პირს წარუდგინეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინეს, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თ.გ.-მ და ე.დ.-მ სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხ.ჯ.-ს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულებმა, ხ.ჯ. ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ, მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფელის ცენტრში მიიყვანეს. ბრალდებულები, ხ.ჯ.-ს, სოფლის…

მეტი...

,,გიორგი მარგველაშვილი „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს”- მამუკა მდინარაძე

,,გიორგი მარგველაშვილი „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს, რომელიც ცდილობს დაამკვიდროს ისეთი აზრი, თითქოს სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი არ არიან პოლიტპატიმრები. „შეწყალება პრეზიდენტის საქმეა და მას თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვს. უდავოა, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს, რომელიც ცდილობს დაამკვიდროს ისეთი აზრი, თითქოს სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი. ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი არ არიან პოლიტპატიმრები. პოლიტპატიმარია ადამიანი, ვინც პოლიტიკური ინტერესის გამო დააკავეს და უდანაშაულოა.…

მეტი...

,,მეგობარი ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, იყო სტიმული ამ მძიმე მდგომარეობაში”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძის  განცხადებით, ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოზე უსამართლობაა. მისი თქმით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რუსეთის სამხედრო აგრესაიმ განაპირობა. ,,როდესაც მოხდა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეს ძალიან კარგია, რადგან მათთვის ეს იყო სტიმული ამ მძიმე მდგომარეობაში, უკრაინისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რუსეთის აგრესია მიდის და ელემენტარული მორალური მხარდაჭერა მაინც სჭირდებოდა ამ ხალხს და მივესალმებით, ასევე, მოლდოვას შემთხვევაშიც, რომელსაც უკრაინის შემდეგ, ყველაზე მძიმედ დაატყდა თავს ომი. საქართველოს შემთხვევაში, თუ ობიექტურ კრიტერიუმებს ავიღებთ, ამ შემთხვევაში შეიძლება დავარქვათ უსამართლო გადაწყვეტილება, თუმცა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმაც პირდაპირ…

მეტი...

,,მთავარი რეკომენდაცია არის ერთპარტიული მმართველობის დასრულება”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, არსებულ ვითარებაში ვერ შესრულდება. მისი თქმით, მთავარი რეკომენდაცია ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დასრულებაა. „გამორიცხულია ეს რეკომენდაციები შესრულდეს ამ პირობებში, რა პირობებშიც ახლა ჩვენ ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი რეკომენდაცია, რასაც გვაძლევენ, ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დასრულებაა. ყველა სხვა სიმპტომი აქედან გამომდინარეობს. ამის დასრულებას სხვა ტიპის აქტივობა, მუშაობა სჭირდება და არა ის, რისთვისაც ახლა ხელისუფლება ან ოპოზიცია მზადაა. გამოსავალია ალტერნატიული იდეის მოფიქრება და ამ იდეის ევროპელებისა და ხალხისთვის შეთავაზება. ამ იდეით უნდა მოხდეს ხელისუფლებაში ერთპიროვნული მმართველობის დასრულება. ჩვენი იდეა უნდა მოვიფიქროთ, საქართველოში…

მეტი...

,,ელენე ხოშტარია იყო ყველა იმ პროვოკაციის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, რომლითაც რუსეთმა იხეირა”- მამუკა მდინარაძე

,,საზოგადოებას ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ მიუღია პასუხი კითხვაზე, რა მოცულობით და დანიშნულებით იღებდა ხოშტარიების ოჯახი მილიონობით რუსულ რუბლს მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის 2008 წლის რუსული ოკუპაციისა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, ელენე ხოშტარია იყო ყველა იმ პროვოკაციის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, რომლითაც გასულ წლებში რუსეთმა იხეირა. ,,როდესაც ადამიანი საზოგადოებას არწმუნებს, რომ მისთვის ყველაფერი რუსული პრინციპულად მიუღებელია და ამავდროულად რუსულ ფულზე უარს არ ამბობს, ეს სულ მცირე ორმაგი სტანდარტისა და სიყალბის უტყუარი მტკიცებულებაა, თუმცა, ამის…

მეტი...

,,ვინ აკეთებს რუსულ საქმეს ამ ქვეყანაში, ვინ უწყობს ხელს რუსულ პროვოკაციებს?”- მამუკა მდინარაძე

,,დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია კითხვა, ვინ ან რა უქმნის საქართველოს ხელოვნურ დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის პროცესში. მაშინ, როდესაც, ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად მითითებულია დეპოლარიზაცია, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი აქციებისკენ მოუწოდებს ხალხს,”– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის და მოლდოვას მიმართ რეკომენდაციებში დეპოლარიზაციის პუნქტი არ მოხვედრილა. ,,სხვათა შორის, დეპოლარიზაცია ერთადერთი პუნქტია, რომელიც არც უკრაინის და არც მოლდოვას მიმართ რეკომენდაციებში არანაირი ფორმით არ მოხვედრილა. ამ ფონზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს კიდევ ერთი, უფრო კონკრეტული კითხვა: ვინ აკეთებს რუსულ საქმეს ამ ქვეყანაში, ვინ უწყობს ხელს რუსულ პროვოკაციებს,…

მეტი...

,,ჩემი ამოცანაა, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ, ვისაც სურს საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია”- პაატა მანჯგალაძე

„ვინც ამბობს, რომ ომის დაწყებას გვაძალებდა დასავლეთი და ომი არ დავიწყეთ, ის არის ან სასარგებლო იდიოტი ან მიზანმიმართული მტერი და მოღალატე,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.​ პაატა მანჯგალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, უკრაინას სტატუსი წახალისების მიზნით, ავანსად მისცეს. ,,რეალურია ყველა რეკომენდაციის შესრულება, რომელიც გასცა ევროპულმა კომისიამ, მაგრამ ეს არარეალურია “ქართული ოცნების” პირობებში, რადგან მათ არ სურთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია, დეოლიგარქიზაციას მით უმეტეს, ვერ განახორციელებს ოლიგარქი, ამიტომ ჩვენ გვექნება კონკრეტული შეთავაზებები, ოპოზიცია გამოვა კონკრეტული ინიციატივებით, რომლითაც ხელისუფლებას ერთობლივ სამუშაო ფორმატებს შევთავაზებთ. რაც შეეხება იმ სისულელეს…

მეტი...

,,მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება, როდესაც მსოფლიოში ხალხი შიმშილობს”- ჯოზეფ ბორელი

,,მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება, ეს არის ნამდვილი ომის დანაშაული,”-ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, რუსეთს პორტების დებლოკირებისკენ მოუწოდებს. ,,მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება. ეს არის ნამდვილი ომის დანაშაული. ჩვენ რუსეთს პორტების დებლოკირებისკენ მოვუწოდებთ. წარმოუდგენელია, ვერ წარმოიდგენთ, რომ მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება, როდესაც დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს. ეს არის ნამდვილი ომის დანაშაული, ამიტომ არ წარმომიდგენია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება“,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მეტი...