ბორის ჯონსონი სიკვდილმისჯილი ბრიტანელების ოჯახებში დაბრუნებას ითხოვს

რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის „სასამართლოს,“ რომელმაც  ბრიტანეთის ორ მოქალაქესა და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ბორის ჯონსონი შემაშფოთებელს და გაუგონარს უწოდებს. ბრიტანეთის პრემიერი სიკვდილმისჯილების გადასარჩენად მაქსიმალურის გაკეთებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „სასამართლომ“ უცხოეთის მოქალაქეები „დაქირავებული მებრძოლების“ ბრალდებით გაასამართლა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი სასიკვდილო განაჩენს უსამართლობად აფასებს და აცხადებს რომ ისინი საკუთარ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ.

„ვგმობთ ამ ადამიანების მიმართ გამოტანილ ყალბ განაჩენს. არ არსებობს გამართლება იმ დაცვის უფლების დარღვევისთვის, რომელიც მათ აქვთ. ჩვენი პრიორიტეტია უკრაინის მთავრობასთან მუშაობა, რათა მოხდეს მათი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლება. მათ ჟენევის კონვენცია იცავს“ – აცხადებენ ბორის ჯონსონის ადმინისტრაციაში.

 

მსგავსი თემები