,,ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის მხრიდან რამდენიმე არამეგობრული ნაბიჯი გადაიდგა”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც სამი ქვეყნის ერთ კალათაში მოქცევა გაურკვევლობას ზრდის. სამხარაძის განცხადებით, უკრაინამ არამეგობრული ნაბიჯი გადადგა.

„ძალიან სამწუხარო განცხადებაა. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის მხრიდან რამდენიმე არამეგობრული ნაბიჯი გადაიდგა როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვის მიმართ. ესეც ერთ-ერთი არამეგობრული ნაბიჯია. როცა ჩვენ და მოლდოველები ყველა შეხვედრაზე ვეუბნებით, რომ სტატუსი სამივე ქვეყანას უნდა მიენიჭოს, ახლა, როცა უკრაინელები ამბობენ, რომ სტატუსი მხოლოდ უკრაინას უნდა მიენიჭოს და დანარჩენ ორს – არა, რადგან შეიძლება, ამით მას ხელი შეეშალოს, არის ყველაზე არამეგობრული ნაბიჯი. რატომ შეიძლება, მათ ეს ცალკე უნდოდეთ? – შესაძლოა, მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ, უფრო მარტივად დაარწმუნონ ევროკავშირის ქვეყნები, ერთ ქვეყანას მიანიჭონ სტატუსი, ვიდრე სამს. მათი გათვლა ესაა, მაგრამ ამის თაობაზე მათ უნდა ვკითხოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

,,სამი ქვეყნის ერთ კალათაში მოქცევა ზრდის გაურკვევლობას”- უკრაინის ვიცე-პრემიერი

მსგავსი თემები