“რაო? რას ბედავთ თქვენ…“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადების უფლება არავის აქვს.

“რაო? რას ბედავთ თქვენ… საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?“ – წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას.

 

მსგავსი თემები