„ეს არის ძალიან ცუდი რეზოლუცია, ძალიან ცუდ დროს მიღებული”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძე,  ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციას აკრიტიკებს. მისი განცხადებით, რეზოლუცია გაჯერებულია ფაქტობრივი უზუსტობებით და შეცდომებით.

სამხარაძე აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა რეზოლუცია ცუდ დროს მიიღო.

„ეს არის ძალიან ცუდი რეზოლუცია, ძალიან ცუდ დროს მიღებული. მაშინ, როცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ორი კვირა რჩება, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ადამიანები, რომლებიც ამ რეზოლუციას აინიცირებენ და ხმას აძლევენ, ამ მომენტში ამბობდნენ, რომ ეს საქართველოსთვის კეთდება. ეს ცალსახად ცუდი რეზოლუციაა, რომელიც გაჯერებულია ფაქტობრივი უზუსტობებით, ასევე შეცდომებით. რა გავლენა ექნება ამას? – როგორც იცით, გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო და მისი 27 ქვეყანა, შესაბამისად, ამ შემთხვევაში რეზოლუციას მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ ექნება ამ გადაწყვეტილებაზე. ვიმედოვნებთ, ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში, სასიკეთო იქნება საქართველოსთვის და ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი თემები