საგურამოში მდინარე ადიდდა და საკარმიდამო ნაკვეთებს მიუახლოვდა

საგურამოში მოსული უხვი ნალექის გამო, მდინარე ბიწმენდი ადიდდა. მდინარე საკარმიდამო ნაკვეთებს მიუახლოვდა და თან მიაქვს ხე-მასალა და ნაგავი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან მოსულმა ძლიერმა ნალექმა საგურამო სერიოზულად დააზიანა. დაგროვილმა წყალმა დატბორა გზები, მანქანები,  კერძო დასახლებების გალავნები გაანგრია და სახლებში შევარდა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ბრიფინგისთვის ემზადება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი 21:00 საათზე დაიწყება. ბრიფინგზე პრეზიდენტი უცხოეთში, იტალიასა და ბრიუსელში ბოლო ვოიაჟს შეაფასებს და სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხება.  

მეტი...

“ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა, ერთიანობა და არა ბრძოლა” – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, საქართველოში არ ეგულება ადამიანი, რომელსაც ქვეყნის ომში ჩართვა სურს. ელჩს შეფასებით,  ახლა დაპირისპირებისა და ბრძოლის დრო არ არის. „ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად იციან, რა გამოიარეს ქართველებმა და რას გრძნობენ იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება. უკრაინის მხარდასაჭერად გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება ძალიან კარგი დემონსტრირებაა, რას გრძნობენ ქართველები ამ ბრძოლაში. რაც დანამდვილებით საჭიროა, არის არა ეს ბრძოლა ქართველებს შორის, ქართველები უნდა გაერთიანდნენ. იმედი მაქვს,  საქართველოს ხელისუფლება გვერდით გადადებს უთანხმოებას და გაერთიანდებიან ამ ქვეყნის მომავლის ინტერესებისთვის, ამ ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა, ერთიანობა და…

მეტი...

„როდესაც მესმის, რომ აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს არის 100 რუსული დეზინფორმაცია“ კელი დეგნანი

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკა საქართველოს ერთგული მხარდამჭერია და განცხადებები, თითქოს, ცდილობს, ჩაითრიოს ომში, მხოლოდ რუსული პროპაგანდაა. „ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს კანდიდატურას ევროკავშირში, რადგან გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს მის ევროპულ მისწრაფებებში. როდესაც მესმის, რომ ხალხი ამბობს, აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს ჩაითრიოს ომში, მეორე ფრონტის გახსნით, ეს არის 100 პროცენტით რუსული დეზინფორმაცია. ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე. აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ამ ომის შესაჩერებლად, ამ ბრძოლის შესაჩერებლად“ – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან. მისი შეფასებით, შტატებს არანაირად სურს, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში იყოს ჩათრეული. „საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდეც…

მეტი...

საქართველოში ვაქცინაციის მეოთხე დოზის გაკეთება იწყება  

დღეიდან, საქართველოში ვაქცინაციის მეოთხე დოზა დასაშვებია. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მეოთხე დოზა მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას შეეხება. ბრძანების თანახმად, კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე ბუსტერდოზით აცრა ჩაუტარდება: 50 წლის და უფროსი ასაკის ყველა მსურველს, განსაკუთრებული რეკომენდაცია იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ხანგრძლივი მოვლის თავშესაფარში მცხოვრებ პირებს.  

მეტი...

“გამორიცხული არ არის, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას კისრის მიდამოში ტრავმული დაზიანებები მიეღო” – ექიმი სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის სააკაშვილს ტრავმა კისრის მიდამოში აქვს. ის არ გამორიცხავს, რომ დაზიანება სააკაშვილმა მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის დროს მიიღო. აღნიშნული განცხადება ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა. „დღეს მოხდა დამატებითი კვლევები და ექსპერტიზა გრძელდება. ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, შემიძლია იგივე ვთქვა, რომ საქართველოში გამოცდილება არ არის. ეს არაადეკვატურმა მკურნალობამაც დაადასტურა და უპრიანი იქნება, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ისეთ კლინიკაში, სადაც ასეთი პაციენტების მართვის გამოცდილება ექნებათ. დასკვნაში მრავალი ფაქტორი იქნება განხილული, მათ შორის, ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ის, თუ რამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რომ ეს არა მარტო არაადეკვატური მკურნალობის, არამედ არაადამიანური…

მეტი...

,,ვხედავთ ავ სიხარულს, რომელიც ზოგიერთ ოპოზიციონერს აქვს, იქნებ და კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, ევროკავშირის თემა განხეთქილების საფუძვლად აქციონ. მისი თქმით, ახლა საჭიროა ძალების გაერთიანება, რათა ყველა თავისი შესაძლებლობის მიხედვით ცდილობდეს, დაარწმუნოს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებლები, რომ დღეს საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გზავნილი კანდიდატის სტატუსზე. „სამწუხაროდ, ეს არის ყველაზე არაპატრიოტული ნაბიჯი ოპონენტების ნაწილის მხრიდან, როცა ევროკავშირის თემას განხეთქილების თემად აქცევენ. დღეს რაც ჩვენ გვჭირდება არის თანხმობა და ერთიანობა. ახლა თითოეული პარტია და მოქალაქე უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ ყველა თავისი შესაძლებლობის მიხედვით ცდილობდეს, დაარწმუნოს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებლები, რომ დღეს საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გზავნილი კანდიდატის სტატუსზე. ეს არის…

მეტი...

უკრაინამ რუსი ბიზნესმენის 53 მილიონი გრივნა გაყინა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის 53 მილიონი გრივნა გაყინა. მედიის ცნობით, ოლიგარქის აქტივები უკრაინულ კომპანიაში მინერალური წყლის წარმოებისა და რეალიზაციისთვის გაყინეს. შეგახსენებთ, მიხეილ ფრიდმანი ,,ბორჯომის” საკონტროლო პაკეტის დიდ ნაწილს ფლობს, რომელმაც საერთაშორისო სანქციების გავლენით მუშაობა შეაჩერა.

მეტი...

,,როცა კონკტრეტულ პიროვნებაზე ხდება მითითება, გამოდის, რომ შიდა საქმეებში ერევი”- მიხეილ ყაველაშვილი

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ მომხრეა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების. მისი განმარტებით, საქართველო შესრულებული დავალებების მიხედვით, მოწინავე პოზიციას იკავებს. „სამწუხარია, რომ ვერ მოხდა კონსოლიდირება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, როგორიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაა. ბოლო 30 წელი სულ მცირე და მთელი ჩვენი წინა ისტორიის განმავლობაში, ჩვენი სასიქადულო მამულიშვილების დიდი სურვილი იყო, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, ღირსების დაკარგვის ხარჯზე კი არა. როცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მომხრეა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების და ამავე დროს ამ უმრავლესობის მიერ არის არჩეული „ქართული ოცნება“, ამის გამიჯვნა შეუძლებელია. თუ…

მეტი...

13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმოამდგენლებმა 13/14 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, ძლიერმა წვიმამ, მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა_სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 პიროვნება კი დღემდე დაკარგულად ითვლება, დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის 600-ზე მეტი ბინადარი.…

მეტი...

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთში ჩავიდა

ახალი მარშრუტის გამოყენებით ესპანეთში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ჩავიდა. ეს არის უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც საზღვაო გზით მიაღწია ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, ბალტიის ზღვაში გახსნილი ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით. საერთო ჯამში ესპანეთის ერთ-ერთ პორტში 18 ათასი ტონა სიმინდით დატვირთული გემი ჩავიდა. უკრაინა ცდილობს ახალი მარშრუტების შექმნას რუმინეთთან, პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რათა უკრაინის საზღვაო პორტებში ჩარჩენილმა 22 მილიონმა ტონა მარცვლეულმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოს.

მეტი...

„მნიშვნელოვანია, 20 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ აჩვენოს ერთიანობა ევროპულ მომავალთან დაკავშირებით”- ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი, 20 ივნისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება. მისი განცხადებით, აქციაზე ქართულმა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს ერთიანობა და, რაც შეიძლება მეტი ხალხი მივიდეს. „მნიშვნელოვანია, რომ 20 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ აჩვენოს ერთიანობა ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და ამით ჩვენი მძლავრი ხმა გავუგზავნოთ როგორც „ქართულ ოცნებას“, რომელიც დღეს საქართველოს ევროპული მომავლის მთავარი წინაღობაა, ამავდროულად, ჩვენს ევროპელ პარტიონებს. აქცია თავისი შინაარსით უკვე პოლიტიკურია, რადგან უკავშირდება საგარეო პოლიტიკური მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიციის გამოვლენას, მაგრამ დღეს მთავარი არ არის, ვის ეჭირება მიკროფონი ხელში, მთავარია, რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს. ღარიბაშვილის დღევანდელმა განცხადებებმაც დაადასტურა,…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში 22 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

მარიუპოლის მერის  ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით,  ოკუპანტების აგრესიას, მარიუპოლში 22 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მერის ცნობით, მარიუპოლში მოკლული ადამიანების რიცხვი, ორჯერ მეტია ნაცისტების მიერ, მეორე მსოფლიო ომის  დროს მოკლულთა რაოდენობაზე. ,,მათ დაანგრიეს მარიუპოლი, როგორც ტერორისტებმა და მკვლელებმა. მოკლეს 22 000-ზე მეტი ადგილობრივი, გაანადგურეს და ფერფლად აქციეს ჩვენი მაღალსართულიანი შენობების 50% . ანუ ნაცისტებზე მეტი უბედურება ჩაიდინეს. ოკუპაცია 1941 წლიდან 1943 წლამდე მოახდინეს ნაცისტებმა, სადაც ჰიტლერმა 10 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა“,- განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.

მეტი...

,,ბაკურიანის ფარული შეხვედრის ორგანიზატორები დღეს უდგანან ამ მიტინგს სათავეში”- გია ცაგარეიშვილი

უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი 20 ივნისს დაგეგმილ აქციას ეხმიანება. მისი განცხადებით, ბაკურიანის ფარული შეხვედრის ორგანიზატორები დღეს უდგანან ამ მიტინგს სათავეში. ცაგარეიშვილის განმარტებით, გარკვეული მოძრაობები ქვეყანაში არეულობის მოწყობას და საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს. „ეს არის შეთქმულების თეორია, საფრთხე ქვეყნის წინაშე. ყველაფერი დაიწყო ბაკურიანში, ბაკურიანის ფარული შეხვედრის ორგანიზატორები დღეს უდგანან ამ მიტინგს სათავეში. დაიწყო მოძრაობები, რომ როგორმე ქვეყანაში მშვიდობა არ იყოს, არ ვიყოთ დამშვიდებული, არ ვფიქრობდეთ ჩვენს მოქალაქეებზე, ვფიქრობდეთ უბედურებაზე, საქართველოს ომში ჩართვაზე. ამას აკეთებენ სრულიად გაკოტრებული პოლიტიკოსები და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას მივესალმები, მაგრამ თუ თვალს გადაავლებთ, ვინ…

მეტი...

,,რუსეთმა დაიწყო თერმობარული ბომბების გამოყენება, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღს წარმოადგენს“- საული ნიინისტო

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს განცხადებით, რუსული მხარე თერმობარულირ ბომბებს იყენებს. მისი განმარტებით, აღნიშნული საბრძოლო მასალა, მასობრივი განადგურების იარაღს წარმოადგენს. „ჩვენ უკრაინას სულ უფრო და უფრო მძიმე იარაღით ვეხმარებით, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთმა ასევე დაიწყო ძალიან ძლიერი იარაღის გამოყენება, თერმობარული ბომბების, რომელიც ფაქტობრივად, მასობრივი განადგურების იარაღს წარმოადგენს“, – განაცხადა საული ნიინისტომ.

მეტი...

„პირველი, ვინც კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ეს ჩვენი ქვეყანაა, ჯერი ევროკავშირზეა”- თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისი თმით, ახლა ჯერი ევროკავშირზეა. „პირველი, ვინც კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო – საქართველო გახლავთ. გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უპირობოდ იმსახურებს. ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს პოლიტიკური ნება ეყოფათ, საქართველოს ის რეფორმები და ის დემოკრატიის ხარისხი დაუფასონ, რაც მათ პოლიტიკურ ჟესტში გამოიხატება. შემდეგ, უკვე კიდევ უფრო გრძელი, მაგრამ საინტერესო გზა დაიწყება, რომელიც…

მეტი...

,,სახელმწიფო საზღვრის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდნენ”- ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი გიორგი მუჯირი აცხადებს, რომ ბრალდებულებმა, ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა დანაშაული ჩაიდინეს. მისი განმარტებით, ბრალდებულების მიერ განხორციელებული მოქმედებები მიმართული იყო ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რაც დადასტურებულია  ბრალდების მხარეს კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნით. „დღეს წარმოდგენილმა მოწმეებმა გაამყარეს ბრალდების მხარის პოზიცია. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ასევე, საქართველოს ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რომელიც მონაწილეობას იღებდა კომისიის ორმხრივ შეხვედრებში. მათ აღწერეს ის ფუნქციები და ის მოვალეობები, რომელიც კომისიის წევრების წინაშე იმ მომენტისთვის იყო და მათი ჩვენებებით დგინდება, რომ ის ალბომები, რაც საფუძვლად ედებოდა ორმხრივ შეთანხმებებს, შედგენილი…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში შვიდი თვის განმავლობაში არანაირი პროგრესი არ ყოფილა”- მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში შვიდი თვის განმავლობაში არანაირი პროგრესი არ ყოფილა. ,,მულტიპროფილური ექსპერტიზა მხოლოდ ერთი ვიზიტით არ იწურება. უამრავი დოკუმენტაცია და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მრავალმხრივაა შესასწავლი. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში შვიდი თვის განმავლობაში არანაირი პროგრესი არ ყოფილა ასე, რომ ვფიქრობ, ჩვენი პროგნოზები და რეკომენდაციები დადასტურდა. რაც შეეხება, უცხოელ ექსპერტებს, გრძელდება ექსპერტიზა და ექსპერტიზაში ჩაერთვებიან ის ექსპერტები, ვისაც ცენტრი ,,ემპათია” გადაწყვეტს, რომ ჩაერთოს. მათ შორის იქნება, გერმანელი ექსპერტი, რომელიც შესაძლოა კვლევებში დისტანციურად ჩაერთოს”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მეტი...

სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 14 -15 ივნისს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია – „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ გაიმართება. კონფერენციას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) წარმომადგენლები. კონფერენციაზე წარდგენილი იქნება რეგიონში ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, საინვესტიციო პოლიტიკასთან, განახლებადი ენერგიების ეფექტიან რეგულირებასთან, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციასა და ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო…

მეტი...

,,თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა მეგობრებო”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი ბრძოლით 30 წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს ქვეყანას ანუ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გრძელდება და ბოლომდე მივა. “მე ჩემს საჯარო გამოსვლაში ვთქვი ამას წინათ და გავიმეორებ ახლაც რომ ჩვენ ევროკავშირთან, ბრიუსელთან შევთანხმდით, ასოცირების დღის წესრიგში ჩავწერეთ ყველა ის რეფორმა რომელიც უნდა გავაგრძელოთ, რომელიც უნდა მთავრობამ გააგრძელოს. ამის თაობაზე საგარეო…

მეტი...

,,ტრიბუნაზე პოლიტიკოსების და პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ უნდა იყოს”- ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, აღნიშნულ აქციაზე  პოლიტიკოსების და პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ არის. „მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ პოლიტიკოსები ტრიბუნაზე არ უნდა იყვნენ. მით უფრო ახლა, როდესაც ყველანი სულგანაბული ვართ ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში, რას გვეტყვიან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. 20 ივნისი არის თარიღი, როდესაც ხელისუფლებამ ხალხზე იძალადა. აბსოლუტურად სწორია, რომ ევროპისკენ ჩვენს სწრაფვას ეძღვნებოდეს ეს აქცია, პროტესტი. მიმაჩნია, ტრიბუნაზე პოლიტიკოსების და პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ უნდა იყოს. აქციაზე ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი გუნდის წევრები წავლენ, მაგრამ არ ვიცი, წავიდეთ თუ არა, მაგალითად,…

მეტი...

,,როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა და ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ 20 ივნისს გამართონ აქცია თითქოს სტატუსის მინიჭების მოთხოვნით”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, არც ერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ, ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ,,მას შემდეგ, რაც როგორც მოგახსენეთ დაწყებულია ეს კონტრაბანდული საქონლის შემოგზავნით და აქ რევოლუციის მოწყობა რომ უნდოდათ და არ გამოუვიდათ და აღმოჩნდა ციხეში. შემდეგ გახსოვთ, ჩამოიყვანეს ცნობილი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი ასე ვთქვათ ბატონი აკერმანი, რომელიც ჩამოვიდა საჯაროდ, ღიად ჩამოვიდა, რომ მოემზადებინა ეს ჩვენი დესტრუქციული მეხუთე…

მეტი...

,,რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დღეს, ქვეყანა აღარ გვექნებოდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,თუ ამ ადამიანებს რეალურად გული შესტკიოდათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და შესტკივათ, როგორც ისინი ამბობენ, მაშინ რატომ არ მოუწოდეს თავის პარტიას, კითხვას ვსვამ საჯაროდ, რატომ არ მოუწოდეს, რატომ არ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი სამარცხვინო ანტი-სახელმწიფოებრივი და ანტი-ქართული რეზოლუცია არ მიეღოთ ევროპარლამენტში. ჩვენ აქ კითხვები არ გვაქვს, მეგობრებო. ყველას კარგად ესმის ყველაფერი, ეს რას ემსახურებოდა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით  დააზიანოს მთავარი – ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. „გახსოვთ ალბათ, რომ მაშინ სანქციებზე მიერთებას, დაწესებას ითხოვდნენ, შემდეგ მოითხოვეს, რომ გაგვეშვა მოხალისეები ჩარტერული რეისებით, ამაზე მთავრობას უნდა მიეცა ნებართვა, ეს პირდაპირი ჩართულობა იყო მთავრობის, სახელმწიფოს…

მეტი...

,,რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო ევროპის სახალხო პარტია, მათი მთავარი მოკავშირე არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს მინდა ასეთი რამ შევახსენო. ახლა, რამდენიმე დღის წინ მიიღეს ევროპარლამენტში რეზოლუცია. ამ რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო ევროპის სახალხო პარტია, რომელსაც ეძახიან EPP-ის. ვინ არის ეს პარტია, ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენოთ, რომ ამ პარტიის შვილობილი პარტია და მათი მთავარი მოკავშირე არის ისევ და ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადიან ევროპაში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. „გახსოვთ, რომ პარლამენტში ვთქვი და ღიად დავდე ბრალი პირდაპირ, რამდენიმე გვარიც გავაჟღერე, ვთქვი,…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა მთელი თავისი სატელიტებით, 24 საათის განმავლობაში ებრძვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა მთელი თავისი სატელიტებით, ეს მეხუთე კოლონა 24 საათის განმავლობაში ებრძვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღვანდელ სხდომაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ სურდა. „უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და თქვა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, აქვე დაამატა, რომ არამარტო ჩვენი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, ეს ომი სხვაგანაც უნდა გადავიდესო, საქართველოში უნდა გადმოსულიყო, მათი გეგმის მიხედვით. გავიხსენოთ, ვინ იყო ამ კამპანიაში ჩართული, რა…

მეტი...

,,ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს, მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

მთავარი რეკეტიორი ბიზნესის, ამ სამარცხვინო რეზოლუციაში კეზერაშვილის სახით ჩაწერეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, კეზერაშვილის ფირმას, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა   მას შემდეგ, რაც ის წავიდა თანამდებობიდან. „გამოდის სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია. საჯაროდ თქვა, რომ ამას მირჩევნიაო, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და ვინ უნდა მიიღოს, ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს. ვინმეს გახსოვთ საერთოდ, სახალხო დამცველი გამოსულიყო, მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა, რაიმე საჯაროდ დაეგმო, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება. მთავარი რეკეტიორი ბიზნესის, ამ სამარცხვინო რეზოლუციაში კეზერაშვილის სახით…

მეტი...

,,14,4% გვქონდა პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული რაოდენობა, არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ, ზოგადად, ყველა სხვა თვეებთან შედარებით. „მინდა ჩვენს საზოგადოებას მივმართო და განახლებული ინფორმაცია მივაწოდო, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ზოგად ვითარებას, სტაბილურობას, რომელიც გვაქვს ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში. საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა. ასევე დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული რაოდენობა, რეკორდული არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ, ზოგადად, ყველა სხვა თვეებთან შედარებით. ეს აღსანიშნავია განსაკუთრებით…

მეტი...

,,სულ მუნჯად და მორჩილად ვიდგები სადღაც, როგორც რიგითი მოსამსახურე ჩემი ქვეყნის”- თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ევროპარლამენტარის მიერ მიღებული რეზოლუციის პუნქტების შესრულებას აპირებს. მისი თქმით, აღნიშნული პუნქტების უგულებელყოფა არ შეიძლება. „კომუნიზმი ხომ არ არის ამომრჩევლს აუკრძალო პოლიტპატიმრების ხსენება. ვისაც უნდა ის ახსენოს, ლექსო ლაშქარავა იქნება თუ პოლიტპატიმრები. რა პრობლემებიც გვაქვს ის მოხვდა იმ შვიდ პუნქტში. 20 ივნისამდე დაპირისპირება უკიდურესად დიდი შეცდომაა. სულ მუნჯად და მორჩილად ვიდგები სადღაც, როგორც რიგითი მოსამსახურე ჩემი ქვეყნის. მისვლას აუცილებლად ვაპირებ, არანაირად არ ვაპირებ გულუბრყვილო ახალგაზრდა ბავშვების, შეცდომაში შეყვანილი, თუ განზრახ ვეღაცის გეგმას აყოლილი რამდენიმე ადამიანის აზრის აყოლას. არასდროს მომითხოვია სიტყვით გამოსვლა, ყოველთვის მთხოვდნენ ხოლმე, გამოვსულიყავი. სიტყვით გამოსვლა კარგი იქნება, კი ბატონო,…

მეტი...

,,630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა საკითხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის  ზურაბ აზარაშვილმა  ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა. „დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოგვაქვს. 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მათ შორის რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, გორში, გარდაბანში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ქარელში, მცხეთაში, ხონში, ბაღდათში, აბაშაში, ხობში, ხაშურში, ფოთსა და ზესტაფონში. ჯამში ეს არის 630 დევნილი ოჯახი, რომელთაც გადაეცემათ და დაუკანონდებათ სახელმწიფო…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის უსასყიდლო გარიგება და პროცესი წარიმართა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით. „პირველი საკითხი, ეს არის „ბორჯომის“ ქარხნის საკითხი და ამ ქარხნის ბედი. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მე საზოგადოებს ვუთხარი, შევპირდი, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი რამდენიმე კვირაში და დღეს მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება”- შოთა თუთბერიძე

მიხეის სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება. მისი განმარტებით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს. „სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, არ უმჯობესდება. ამასთან, თავს სუსტად გრძნობს და ამ დრომდე სრულფასოვანი მკურნალობა და კვება ხელმიუწვდომელია. მკურნალობის გარკვეული ელემენტები მიმდინარეობს, თუმცა ის, რომ ამ დრომდე მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ,იმის ინდიკატორია, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური ეფექტი არ გვაქვს. დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზის ნაწილში, ექსპერტთა მორიგი ვიზიტია დანიშნული და ველოდებით ამ ექსპერტიზის დასკვნას. იმედი მაქვს, მას შესაძლებლობა ექნება, რომ ექსპერტებთან თანამშრომლობა მოახერხოს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მეტი...

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 288 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 288 ბავშვია დაღუპული, 527-ზე მეტი კი დაშავდა. ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 218, ხარკოვის ოლქში – 166, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15. აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

,,როგორ შეიძლება მწვალებელი და მწვალებლის თანაშემწეები ბიძინა ივანიშვილთან ერთ სიბრტყეში დააყენო”- ირაკლი ზარქუა

,,რაც ივანიშვილმა გააკეთა, იმის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს დანარჩენმა – მერე ექნებათ ხმამაღლა ლაპარაკის საფუძველი“,- ამის შესახებ, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ზოგჯერ ძალიან ამოვარდნილია კონტექსტიდან. „მგონია, ქალბატონი სალომე ზოგჯერ ძალიან ამოვარდნილია კონტექსტიდან – როგორ შეიძლება მწვალებელი და მწვალებლის თანაშემწეები ბიძინა ივანიშვილთან ერთ სიბრტყეში დააყენო?! ჩემი აზრით, მას სიტყვა გაექცა, რადგან ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოზიციაზე იმიტომ შეირჩა, რომ მას პოლიტიკოსის ევროპული გამოცდილება ჰქონდა. ევროპული გამოცდილება და პოლიტიკოსობა სამართლიანობას და სიმართლის თქმას ნიშნავს. გამომდინარე აქედან ვისურვებდი უფრო დაბალანსებული და…

მეტი...

მიხაილო პოდოლიაკი განმარტავს, რა იარაღი სჭირდება უკრაინას ომის დასასრულებლად

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი განმარტავს რა იარაღი სჭირდებათ ომის დასასრულებლად და რუსეთის გასაძევებლად უკრაინიდან. პოდოლიაკი საჭირო იარაღის ჩამონათვალს  Twitter-ზე აქვეყნებს. ,,ვიქნები პირდაპირი – ომის დასასრულებლად და უკრაინიდან რუსეთის გასაძევებლად ჩვენ გვჭირდება მძიმე იარაღის პარიტეტი: 1000 ჰაუბიცა (155 მმ კალიბრის); 300 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა; 500 ტანკი; 2000 ჯავშანმანქანა; 1 000 დრონი. 15 ივნისს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება. ველოდებით გადაწყვეტილებას”,- წერს პოდოლიაკი.

მეტი...

,,ხელმოცარული, ჩასაფრებული ადამიანებს მიზანი არის არეულობა, ქაოსი და მიზანმიმართული ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ყველა რეიტინგისა და შესრულებული ვალდებულებების მიხედვით საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს და იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისი შეფასებით, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ევროკავშირი ზურგს შეაქცევს ქვეყანას და ქართველ ხალხს. ,,ყველა რეიტინგისა და შესრულებული ვალდებულებების მიხედვით საქართველო ამ კონკურენციაში პირველ ადგილზეა – როცა ამ მოცემულობაში საქართველო ფანჯრის მიღმა შეიძლება დატოვო, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოსახლეობას ზურგი აქცია, ზურგი აქცია ჩვენს ქვეყანას და რუსეთის მუქარას დაჰყვა,”- განაცხადა ირაკლი ზარქუამ. ზარქუას განმარტებით,  ჩასაფრებული ადამიანებს მიზანი არის არეულობა, ქაოსი და მიზანმიმართული ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. „ხელმოცარული, ჩასაფრებული ადამიანებს…

მეტი...

,,შანტაჟის ტონში ჩანს – ევროპელებო, ჩვენ თუ უარს გვეტყვით, რუსეთისკენ წავალთ”- იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, თუ  ევროკომისია და ევროპის საბჭო, ევროპარლამენტის ნათქვამს გაიზიარებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სათანადო პასუხი ექნება. იაგო ხვიჩიას შეფასებით, კობახიძის განცხადებაში შანტაჟის ტონი შეიმჩნევა. ,,ამ თითქოს შანტაჟის ტონში ჩანს – ევროპელებო, ჩვენ თუ უარს გვეტყვით, რუსეთისკენ წავალთ. ეს ევროპელებმაც იციან, ამიტომ დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების” ამ არასათანადო, არაევროპულ ენას სიმშვიდით უპასუხებენ და ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ერთმანეთისგან გამიჯნავენ. მუქარის შემცველი რომ იყოს ეს განცხადება, ძალიან სასაცილო იქნებოდა. ქოცები რომ ევროპელებს ემუქრებიან აქედან, ეს ძალიან სასაცილოა,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი...