„სუვერენიტეტი ან კოლონია“ – ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ქვეყანას სხვა არჩევანი არ აქვს – ან სუვერენულია, ან კოლონია. მისი თქმით, შუალედი არ არსებობს. „სამყარო ელვის სისწრაფით იცვლება. იმისთვის, რომ ლიდერობაზე გქონდეს პრეტენზია, მე აღარ ვსაუბრობ გლობალურ ლიდერობაზე, არამედ რაღაცაში მაინც, ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს საკუთარი სუვერენიტეტი.  შუალედური მდგომარეობა არ არსებობს, ქვეყანა არის სუვერენული ან კოლონია. კოლონიებს პერსპექტივა არ აქვთ. ჩვენს ქვეყანას ხანდახან უწევდა უკან დახევა, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ძალები მოგვეკრიბა და წინსვლა გაგვეგრძელებინა“,- აცხადებს ვლადიმირ პუტინი.  

მეტი...

„ოცნების“ დეპუტატებს მივმართავ: სირცხვილია, „ოცნებაში“ ყოფნა, დატოვეთ „ქართული ოცნება“ – კახა ოქრიაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი მმართველი პარტიის წევრებს მიმართავს და პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. „ევროპარლამენტმა მიიღო ვრცელი რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც: 1.     ხელისუფლებისგან მოითხოვეს, ბოლო მოეღოს ჟურნალისტების და მედიის წინააღმდეგ ძალადობას, შევიწროებას, დაშინებასა, ცენზურის ყველა გამოვლინებას და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. 2.     ხდება ოპონენტების მოტივირებული დევნა სასამართლოს, ძალოვანი უწყებების, სუს-ის, კრიმინალის და ა.შ. ჩართულობით. 3.     გამოხატეს შეშფოთება იმ დესტრუქციული, ანუ დამანგრეველი როლის გამო, რომელსაც თამაშობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და მოუწოდეს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. 4.     შეშფოთებულნი არიან,…

მეტი...

ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, ფარული მიყურადების თემაზე ეფექტური გამოძიება ჩაატაროს

რეზოლუციის დოკუმენტში რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო, საუბარია რომ ფარული მიყურადების საკითხზე ეფექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს. ევროდეპუტატები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  ჩაატაროს ფარული ჩანაწერების სკანდალის ეფექტური გამოძიება და აამოქმედოს შესაბამისი მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების ზედამხედველობისთვის.  

მეტი...

საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

308 – 218-ის წინააღმდეგ, საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტარები შეშფოთებულები არიან საქართველოში მედიის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამო. ევროპარლამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა და პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებისა და მედიის სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ ძალადობასა და ძალადობისკენ წაქეზებაზე, რაც აღმოფხვრის ამგვარი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის შთაბეჭდილებას. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება,  განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს. ასევე მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე დაუბრკოლებრივი წვდომა, ჟურნალისტებისა და სხვა მედია პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და უფლებამოსილება. ევროპარლამენტის წევრები გმობენ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს, რამაც გამოავლინა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ…

მეტი...

„კობახიძეს ჭკუა არ მოეკითხება, მას დახმარება სჭირდება“ – სალომე სამადაშვილი

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს დახმარება სჭირდება. მისი შეფასებით, მისი ქმედებებიდან გამომდინარე, ეს ცხადია. „ვფიქრობ, კობახიძეს ადამიანურად, დახმარება სჭირდება. იმდენად არაადეკვატურია მისი განცხადებები, ერთი მეორეზე საოცარ განცხადებებს აკეთებს, რომ რაღაც პრობლემაა. მან ისიც განაცხადა, რომ შეცდომა იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადის შეტანა, რომ, თითქოს, განაცხადის შეტანა აიძულეს „ქართულ ოცნებას“. შემდეგ ამბობს რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს და ევროპარლამენტი ებრძვის ქართულ სახელმწიფოს. ამ გზავნილების ფონზე ერთი რამის თქმა შეიძლება – კობახიძეს და დანარჩენებს ჭკუა არ მოეკითხება“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მეტი...

რუსეთი მზადყოფნას გამოხატავს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დარეგულირების საკითხებში ჩაერთოს

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მათ შეუძლიათ წარადგინონ კარტოგრაფიული მასალები, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის  საზღვრის დელიმიტაციას ეხება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, მესამე მხარე, რუსეთის სახით, პროცესში სიამოვნებით ჩაერთვება. „მოხარული ვართ, რომ ჩატარდა პირველი შეხვედრა საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების შესახებ. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია მოსკოვში. მზად ვართ, კონსულტაციებით დახმარება გავუწიოთ მხარეებს, მათ შორის წარვადგინოთ კარტოგრაფიული მასალაც“, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

ევროპარლამენტარების ჯგუფი სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვს  

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ლიდერები ევროკავშირს პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. „ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მივმართავთ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების 23-24 ივნისის შეხვედრას, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და იყოს სანდო პარტნიორი და სანდო გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც იცავს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინის მოქალაქეებს სურთ იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში, რომელიც არის ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრი. ვაღიარებთ, რომ ამ მისწრაფებებს იზიარებს ქართველი და მოლდოველი ხალხი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომელთა…

მეტი...

ავტომანქანის გამონაბოლქვის კონტროლი იწყება

ტექდათვალიერების გაუვლელობაზე სანქციების გამკაცრების პარალელურად, ავტომანქანების გამონაბოლქვის ვიზუალური კონტროლიც იწყება. როგორც პარლამენტში აცხადებენ,  მუშაობენ ჰაერის დაბინძურებასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის რეგულირებასთან დაკავშირებული პრევენციული მექანიზმების შემუშავებაზე. „მუშაობა ორ ნაწილად მიმდინარეობს – ერთი მიმართულებაა ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენისა და დარეგულირება.  მეორე მიმართულებაა ვიზუალური გამონაბოლქვი. შევთანხმდით, რომ ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე განიხილება, გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლი დამატებით ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ტექნიკური აღჭურვის საკითხებთან არის დაკავშირებული. წინასწარი კონსულტაციების შედეგად,  მთავრობამ  აქტიურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რათა განისაზღვროს, როგორ, ვინ და როდის იწყებს  ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს“ – აცხადებს მაია ბითაძე. კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე…

მეტი...

ტექდათვალიერების გაუვლელობისთვის ჯარიმები იზრდება

ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ჯარიმები იზრდება.  ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას  და დარეგულირებას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ უნდა განხორციელდეს. პროექტთან დაკავშირებით დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში,  სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელეს. ცვლილების მიხედვით, ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ არ გაივლის ტექდათვალიერებას, დაეკისრება ჯარიმა – 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს – 300 ლარის ოდენობით. იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექდათვალიერებას, ჯარიმის ოდენობა იზრდება…

მეტი...

ტერმინები – მარტოხელა დედა და მარტოხელა მამა იცვლება

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, მარტოხელა დედის და მარტოხელა მამის ტერმინები ახალი რედაქციით ყალიბდება. კერძოდ, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი: რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; თუკი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად და თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსშიც.…

მეტი...

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ  ევროპარლამენტის რეზოლუცია ტყუილებითაა გაჯერებული

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მედიის უფლებებს ეხება, მმართველმა გუნდმა საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც :ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა. რეზოლუცია ძირითადად 5 ივლისის მოვლენებზეა აგებული და გაჯერებულია ტყუილებით. „კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე – ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. „ფეიკის“ მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება. პირველ რიგში, შევეხებით არაერთ შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს. მაგალითისათვის,…

მეტი...

“ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში” პროექტისთვის 563 540 ევროა გამოყოფილი

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადიგენის სატყეო უბანზე  ტყის ინვენტარიზაცია 30 000 ჰა ფართობზე განხორციელდა. საველე სამუშაოები დასრულებულია, რის შემდეგაც ტყის მართვის მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმები მომზადდება. პროექტს სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) სლოვენიური კომპანიის (Zavita) ჩართულობით ახორციელებს. სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის (CMSR) მიერ  პროექტისთვის 563 540 ევროა გამოყოფილი. პროექტი 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს, მოიცა კოპსეს განხორციელებული აქტივობები გააცნეს. შეხვედრას  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდენენ. 2021 წელს, პროექტის  ფარგლებში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ  ტყის…

მეტი...

„არ მოსწონთ, რომ არაჟნის კონტეინერით შემოპარული სააკაშვილიც და ტელეკომპანიის გამძარცველი გვარამიაც დღეს კუთვნილ ადგილას იმყოფებიან”- ირაკლი კობახიძე

,,ერთადერთი, რასაც ივანიშვილს საქართველოს „კეთილმოსურნე“ შეიძლება ედავებოდეს, ის შეიძლება იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა,”- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის შეფასებით, სრულიად გაუგებარია, რატომ ედავება ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე. მისი თქმით, ერთადერთი, რასაც  საქართველოს ,,ედავებოდნენ” არის ის, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო. ,,როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია, რას…

მეტი...

,,ასეთ რეზოლუციას პირდაპირ ვიტყვი, ჩალის ფასი აქვს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. კობახიძის განცხადებით, რეზოლუციას, რომელიც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ,,ჩალის ფასი აქვს”. ,,მსუბუქად ნამდვილად ვერ გამოვეხმაურებით ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას „ჰუმანიტარული მოტივით“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებისკენ მოუწოდებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ამგვარ მოწოდებებს ვკითხულობთ რეზოლუციაში, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს ეხება. ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ევროკავშირის თითოეული ქვეყანა მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტისგან, რომელიც 2004-12 წლებში სააკაშვილმა და გვარამიამ დაამკვიდრეს. გამაოგნებელია, როდესაც ევროპარლამენტი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში იმ ადამიანების განთავისუფლებისკენ…

მეტი...

„ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. კობახიძის განცხადებით, რეზოლუციაში არა ერთ ფაქტობრივ უზუსტობას და ტყუილს ვხვდებით. „დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო. კამპანიამ, რომელიც კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად 2012 წლიდან წარმოებს, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე, ევროპარლამენტამდე მიაღწია. ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სცენის – ე.წ. „ფეიკის“ მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება. პირველ რიგში, შევეხებით, არაერთ, შედარებით, მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს. მაგალითისთვის, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის…

მეტი...

,,მოვუწოდებთ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება”- ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილებებია. რეზოლუციას ახალი პუნქტი დაემატა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ,,გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე იმ კონტროლის გამო, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მხრივ; ასევე ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირების გამო, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე; მოვუწოდებთ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური…

მეტი...

საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაიგზავნა

უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში  ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაიგზავნა. პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს პარლამენტი უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას მომავალშიც გააგრძელებს. „საქართველოს პარლამენტიდან, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, უკრაინაში მორიგი ტვირთი გაიგზავნა. დღევანდელი დახმარება, ძირითადად,  ბავშვთა კვების პროდუქტებისგან და პირველადი მოხმარების საგნებისგან შედგება. ჩვენ ყველანაირად მხარში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს და ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების მათდამი სოლიდარობის გამოხატვა“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო აქცია გაგრძელდება. „საკუთარი დანაზოგიდან თანხა შევაგროვეთ და უკრაინაში გასაგზავნად  საჭირო ნივთები შევიძინეთ. საჭიროების მიხედვით…

მეტი...

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრების წარმატებული დებიუტი ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე

წელს პირველად საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე იასპარეზა. სულ ევროპის მინიფეხბურთის ასოციაციაში გაწევრიანებულია 42 ქვეყნის ნაკრები. რეიტინგით 23 საუკეთესო გუნდი ჩაერთო ევრო 2022-ის გათამაშებაში. საქართველოს ნაკრები, როგორც ამ ფედერაციის (European Minifootball Federation) ახალი წევრი შერჩევითი ეტაპის გარეშე ჩაერთო ასპარეზობაში და დაამტკიცა ჩვენი გუნდის ბრძოლუნარიანობა და თანაბარ დონეზე თამაში ევროპის საუკეთესო და გამოცდილ გუნდებთან. ჩემპიონატი 1998 წლიდან ტარდება და საქართველოს ნაკრების გარდა ყველა დანარჩენ 23 ნაკრებს არაერთხელ აქვს მიღებული მონაწილეობა როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატებეზე. წელს ევროპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში სლოვაკეთში, ქალაქ კოშიცეში ტარდება. „ქართველი ფეხბურთელების დებიუტი მერვედფინალში…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ გაანადგურა ურთიერთობები ევროპულ პოლიტიკურ წრეებთან”- სალომე სამადაშვილი

პარტია ,,ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილის განცხადებით, 700 ევროპარლამენტარიდან ვერ მოძებნა ვერც ერთი ადამიანი, ვინც დადებითად შეაფასებდა, ხელისუფლების ქმედებებს. მისი თქმით, რეზოლუციაზე, რომელზეც ევროპარლამენტში გუშინ იმსჯელეს, ბიძგი ნიკა გვარამიას დაკავებამ მისცა. „ევროპარლამენტში ნათლად გამჟღავნდა, რომ „ქართული ოცნება“ არის მატყუარა ხალხისგან დაკომპლექტებული პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქართველ ხალხს უსირცხვილოდ ატყუებს. იმ ხალხმა, ვისაც „ქართული ოცნება“ სისტემატიურად ლანძღავს, თავს ესხმის და ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნიდან გააგდო, ნათელი განცხადება გააკეთა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. „ქართულმა ოცნებამ“ 700 ადამიანში ვერ მოძებნა ვერც ერთი ადამიანი, ვინც იტყოდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება რაიმე პოზიტიურს აკეთებს. პირიქით,…

მეტი...

„რუსეთი, რომელსაც ერთხელ უკვე გასინჯული აქვს ევროპის სისხლი, ეცდება მის ბოლომდე დალევას”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს. მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების ერთადერთი გზა შეიარაღების ქონაა. „რუსეთი, რომელსაც ერთხელ უკვე გასინჯული აქვს ევროპის სისხლი, ეცდება მის ბოლომდე დალევას. დაშინებით, დამცირებითა და ძარცვით. ერთადერთი ენა, რომლისაც რუსეთს ესმის, არის ძალის ენა. მათი უდიდესი შიში ჩვენი ერთიანობაა. გამარჯვების ერთადერთი გზა შეიარაღების ქონაა. კარგს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა,“- განაცხადა პოდოლიაკმა.

მეტი...

,,ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არ ჰყავს”- მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არ ჰყავს. მისი თქმით, ევროპულ მხარდაჭერას მხოლოდ ქართველი ხალხი იმსახურებს. „საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არ ჰყავს, „ოცნება” ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელი ძალა გახდა, ერთადერთი, ვინც მხარდაჭერას იმსახურებს, ეს ქართველი ხალხია და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ მხარდაჭერას მივიღებთ, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მკაცრი და კონკრეტული ვალდებულებები ექნება შესასრულებელი”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მეტი...

,,ვის სურს, საქართველო დასუსტდეს და დაშორდეს ევროპულ ოჯახს? ეს პუტინია”- ევგენ ტომაკი

ევროპარლამენტარი ევგენ ტომაკის განცხადებით, საქართველო იმსახურებს გახდეს კანდიდატი ქვეყანა. მისი თქმით, საქართველო დასუსტება და ევროპულ ოჯახთან დაშორება მხოლოდ პუტინს სურს. ,,ქართველი ხალხი ევროპელი ხალხია. დიახ, ვნახეთ, რომ რაღაც წარუმატებლობები იყო მედიათავისუფლების საკითხებში, მაგრამ ვის სურს, რომ საქართველო დასუსტდეს და დაშორდეს ევროპულ ოჯახს? ვის სურს, რომ არ დაუახლოვდეს საქართველო ევროპას? ეს ბატონი პუტინია, ვისაც ეს ყოველივე სურს. ჩვენი რეაქცია უნდა იყოს მიმართული გაფართოებისკენ, რომ ვიყოთ უფრო მიზანმიმართული ჩვენს პოლიტიკაში საქართველოს მიმართ. ასევე, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ ევროკავშირი არ არის პროექტი, რომელსაც ესადაგება დაბალი სტანდარტები. ევროპულ პროექტებში არის ღირებულებები და სტანდარტები,…

მეტი...

,,თუკი 7 მილიონამდე ზიანის მიმყენებელი ადამიანის შეწყალებაზე უნდა ვილაპარაკოთ, ბევრი ადამიანია, ვინც 10-20 და 30 ათასისთვის ციხეში ზის”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის საქმეა, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას. მისი თქმით, თუ ვინმეს აღნიშნული განაჩენი უსამართლობა ჰგონია, მან უნდა გაასაჩივროს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში „ყველამ უნდა გავითავისოთ ერთი რამ, ეს არ არის ჩვენი საქმე, პრეზიდენტის საქმეა, მაგრამ შეწყალებას ზოგადი დათქმა აქვს. შეწყალება არ არის მესამე, მეოთხე თუ მეხუთე ინსტანციის შემთავსებელი აქტი, რომლის კომპეტენციაც პრეზიდენტს გააჩნია, ანუ, მგონია, რომ რაღაც უსამართლობაა და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალოს. თუ ვიღაცას უსამართლობა ჰგონია, მან უნდა გაასაჩივროს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში და თუ უსამართლობაა, ეს უნდა გამოსწორდეს, რა თქმა უნდა, ასეთის არსებობის…

მეტი...

,,საქართველო კვლავაც განაგრძობს ტანჯვას რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის გამო”- რიტის პაულასკასი

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, გაერო-ში ლიეტუვას წარმომადგენლის რიტის პაულასკასის განცხადებით, საქართველო კვლავაც განაგრძობს ტანჯვას რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის გამო, რაც უკვე 14 წელია გრძელდება. მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში დაუყონებლივ უნდა გაიხსნას წვდომა ჰუმანიტარულ და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის.  „ჩვენ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა დავადასტუროთ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა ამ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამწუხაროდ, საქართველო კვლავაც განაგრძობს ტანჯვას რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის გამო, რაც უკვე 14 წელია გრძელდება. სავალალოა, რომ რუსეთი აგრძელებს იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელიც მან აიღო ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული შეთანხმებით.…

მეტი...

,,ფეიკს ავრცელებენ, ეს არის შეტევა საქართველოზე”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე  ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. მდინარაძის შეფასებით, ხორციელდება საქართველოზე შეტევა და ცდილობენ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები . ,,როდესაც ერთი თვის თავზე ევროპელი ჩვენი კოლეგები, ათზე მეტი, სამწუხაროდ, გამოდიან და აბსოლუტურად შებრუნებულ, კატასტროფულ სიტუაციას ხატავენ და ამგვარად უტევენ საქართველოს ხელისუფლებას, იმ რეალობას რომელიც საქართველოში არის და ამ რეალობის საწინააღმდეგო ფეიკს ავრცელებენ, უკვე არა მხოლოდ რაღაც ლოკალურ დონეზე, არამედ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ეს არის შეტევა საქართველოზე. რაც შეეხება იმ კითხვას, რა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში, ერთი ადამიანის დაკავება, მაგალითად, შეუძლებელია…

მეტი...

,,ხელისუფლებამ ნათელი გზავნილი უნდა გაუგზავნოს ევროპას, თუ რეალურად სურს ვითარების გამოსწორება” – სალომე სამადაშვილი

პარტია „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. მისი თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ,,სწორედ ასეთი ზეწოლა გამოიწვევს გარდამტეხ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში. რამდენიმე დღე რჩება დაგაწყვეტილების მიღებამდე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. მართლმსაჯულების პრობლემა, ზეწოლა მედიაზე და რეფორმების ჩაგდება, დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება და ეს ნათელი გზავნილებია პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ევროპელ კოლეგებში უპრეცენტო ერთსულოვნებაა. ყველაზე კრიტიკულები სწორედ “ქართული ოცნების” ევროპელი პარტნიორები არიან თავის შეფასებებში. „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, საქართველოს ხელისუფლებამ ნათელი გზავნილი უნდა გაუგზავნოს ევროპას, თუ რეალურად სურს…

მეტი...

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს „ფარული მიყურადების გაუარესებულ კანონმდებლობას“

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს „ფარული მიყურადების გაუარესებულ კანონმდებლობას“. მიმართვას ხელს  აწერს  10 არასამათავრობო ორგანიზაცია. ,,2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად მნიშვნელოვნად უარესდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის სტანდარტი. მიღებული კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადასთან და პირისათვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეტყობინებასთან დაკავშირებული ახალი წესები, კერძოდ, ფარული მოსმენები 77 დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში პირმა შესაძლოა…

მეტი...

,,მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე 24 ივნისამდე მიიღოს გადაწყვეტილება”- ხატია დეკანოიძე

პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეიწყალოს ნიკა გვარამია. მისი თქმით, საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციის შანსი. ,,ეს ორი კვირა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციის შანსი, რომ გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და ამისთვის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი – მოვუწოდებ მას ჩვენი მეგობრების, ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და სურს ევროინტეგრაცია, რომ მიიღოს გადაწყვეტილება 24 ივნისამდე,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მეტი...

აქცია ლიეტუვას საელჩოსთან – დააკავეს მამა-შვილი ფალავანდიშვილები

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები ლიეტუვის საელჩოსთან აქციას მართავენ. ცოტა ხნის წინ მათ ადგილზე ლგბტ+ და ევროკავშირის დროშები დახიეს. პოლიციამ მამა-შვილი ფალავანდიშვილები დააკავა, რომლებიც აქციის ორგანიზატორები არიან.

მეტი...

,,როცა მედია პლურალიზმის სტანდარტზე ვსაუბრობთ, არც ნიკა გვარამია და არც მიხეილ სააკაშვილი ამ სტანდარტს არ წარმოადგენენ”- ირაკლი ჩიქოვანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში არსებული მედია გარემო აბსოლუტურად თავისუფალია და ამას ბევრი, დასკვნა და შეფასებაა მოწმობს. „ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ვხედავთ. საქართველოში არსებული მედია გარემო აბსოლუტურად თავისუფალია. ბევრი დასკვნა და შეფასებაა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მედია გარემო არის თავისუფალი, არ არსებობს არანაირი წინაღობა, თუმცა ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც გვაქვს. საქართველოში რა მედია გარემოც იყო 2012 წლამდე და რაც არის დღეს, ცხადი და ნათელი კონტრასტია. არანაირი წინაღობა არ…

მეტი...

,,არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა”- არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. თალაკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში. მისი თქმით, ხელისუფლებამ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, დაცულია ადამიანის უფლებები და მედია არის პლურალისტური. „სიმართლე საქართველოს მხარესა, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში. მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია. წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს როგორც ევროკავშირის, ასევე ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო შეფასებები, სადაც საუბარი იყო წლების განმავლობაში, რომ საქართველო ასრულებს…

მეტი...

,,ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი რეზოლუციის მიღება არის ჩვენი სირცხვილი”- დავით უსუფაშვილი

,,ლელოს“ წევრი, დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. უსუფაშვილის თქმით, ასეთი რეზოლუციის მიღება არის სირცხვილი. „ევროპას საქართველოში გვარები და სახელები არ აინტერესებს, არც პოლიტიკური პარტიების დასახელებები და ფერები. მათ აინტერესებთ, დაინახონ, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროპისკენ სწრაფვა ადეკვატურად არის გააზრებული პოლიტიკური კლასის მიერ. პირველ რიგში, ხელისუფლების მიერ და იდგმება სწორი ნაბიჯები. ახლა რას გვეტყვიან „ქართული ოცნების“ პარტიული ლიდერები, რომლებიც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ოთხი-ხუთი კრიმინალის მფარველი და ოპოზიციის მიერ მოსყიდული ევროპარლამენტარი აკრიტიკებდა საქართველოს. საქართველოსთვის 400-500 ევროპარლამენტარის პოზიცია რომ დაფიქსირდება, ეს იქნება ძალიან მძიმე. ასეთი მაღალი…

მეტი...

,,ეს ორი კვირა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ საქართველოსთვის არ დაიხუროს ევროპის კარი”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს შესახებ, პოლიტპატიმრებისა და ჟურნალისტების თაობაზე ასეთი მწვავე მოსმენები არ ყოფილა ევროპარლამენტში. მისი თქმით, მომდევნო ორი კვირა იქნება გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ საქართველოსთვის არ დაიხუროს ევროპის კარი. ,,ყველა ჯგუფის წარმომადგენელი, მათ შორის იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიეკუთვნება, მძიმედ აკრიტიკებენ საქართველოში პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და განსაკუთრებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ არსებულ სიტუაციას.  ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ევროინტეგრაციას და ღია კარს ევროპაში, მაგრამ ხელისუფლების მიმართ არის უმძიმესი დამოკიდებულება. ყველა ის ადამიანი ვიხილეთ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყველაზე უფრო…

მეტი...

,,გერმანული ბიზნესის ნაწილს არ აღელვებს რა ხდება უკრაინაში”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, გერმანული ბიზნესის ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში. მისი თქმით, ისინი ორიენტირებული არიან ბიზნესის კეთებაზე, თუმცა დუდას განცხადებით, ჩვეულ რეჟიმში რუსეთთან საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია. ,,დიდი ბოდიშის მოხდით, შესაძლოა, გერმანიაში ზოგიერთ ადამიანს ეწყინოს, მაგრამ გერმანული ბიზნესის ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება პოლონეთში. ისინი ამბობენ, რომ უბრალოდ ბიზნესის გაგრძელება და ფულის გამომუშავება სურთ. ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ იაფი ბუნებრივი აირის ყიდვა და ნავთობის იმპორტი. შესაძლოა, გერმანიის ეკონომიკას არ სჯერა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია, ისევ იზეიმოს გამარჯვება ბერლინში და მოახდინოს გერმანიის ოკუპაცია. ჩვენ, პოლონეთში…

მეტი...

,,ჩემი რჩევა იქნება, საქართველო შეეცადოს უფრო ძლიერი ეროვნული ერთიანობის შექმნას”- უკრიკ ტიდესტრომი

საქართველოში შვედეთის ელჩის, უკრიკ ტიდესტრომის განცხადებით, ევროინტეგრაცია არის ხანგრძლივი პროცესი და ამ გზაზე, საქართველო უნდა შეეცადოს უფრო ძლიერი ეროვნული ერთიანობის შექმნას. მისი თქმით, საქართველომ მტკიცედ უნდა დაიცვას ევროკავშირის საერთო ღირებულებები. „როგორც იცით, ძალიან მალე ჩვენ ველოდებით დასკვნას ევროპული კომისიისგან, რის შემდეგაც გაიმართება განხილვები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. დღეს არ მსურს სპეკულირება შედეგებთან დაკავშირებით. ის, რასაც ყოველთვის ხაზს ვუსვამ, არის, რომ: პირველი, ევროინტეგრაცია არის ხანგრძლივი პროცესი, მეორე, რას მოიმოქმედებს საქართველო ამ ხანგრძლივი პროცესის დროს. ჩემი, როგორც მტკიცე მეგობრის რჩევა იქნება, რომ საქართველო შეეცადოს უფრო ძლიერი ეროვნული ერთიანობის შექმნას ზოგადად და ევროინტეგრაციის…

მეტი...

,,ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს იყო სამართლიანი”- პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. მისი თქმით,  ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები კრიტიკული, თუმცა სამართლიანი იყო. ,,ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს იყო სამართლიანი. იმედი მაქვს, ამ სამართლიან კრიტიკას გაიზიარებს “ქართული ოცნება” და ამას არ მოჰყვება ჩვენი ევროპელი პარტნიორების ლანძღვა-გინების კამპანია. კრიტიკასთან ერთად საუბარია იმაზე, რომ მაინც უნდა მისცენ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას და “ქართულ ოცნებას” არ უნდა გადავაყოლოთ საქართველო. თუ ასეთი ადვილია ზემოქმედება ევროპარლამენტარებზე, რატომ არ მოახდინა გავლენა თავის პარტნიორ “სოციალ – დემოკრატების” ოჯახზე, რატომ იყვნენ ისინიც კრიტიკულად განწყობილები?! ძალიან…

მეტი...