,,ამორალურია ის ყველაფერი, როცა გეუბნებიან, რომ დემოკრატიის და მედიის მაღალი სტანდარტი ყოფილა სააკაშვილი-გვარამიას სტანდარტი”- ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. ღუდუშაურის განცხადებით, აღნიშნულ რეზოლუციას ევროპულ ღირებულებებთან და ობიექტურობასთან საერთო არ აქვს.

მისი თქმით, სრულიად გაუგებარია ევროპარლამენტის პოზიცია მედია სტანდართან დაკავშირებით.

„სრულიად ნათელია, რომ არაფერი საერთო არც სიმართლესთან, არც ევროპულ ღირებულებებთან, არც ობიექტურობასთან არაფერი საერთო არ აქვს. როცა ვამბობთ, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპულ დიდ ოჯახში, ეს გულისხმობს სიმართლის თქმას და დემოკრატიის განვითარებას. ვიწრო პოლიტიკური პრიზმიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც გვაქვს სახეზე, პირდაპირ ურტყამს იმ ღირებულებებს, რაზეც დგას ევროპული დემოკრატია. ჩემთვის სრულიად გაუგებარია და მე ვიტყოდი ამორალურია ის ყველაფერი, როცა გეუბნებიან, რომ დემოკრატიის და მედიის მაღალი სტანდარტი ყოფილა სააკაშვილი-გვარამიას სტანდარტი, რომლებიც პირდაპირ შტურმს ახორციელებდნენ მედიაზე, ფიზიკურად ძალადობდნენ, ნულოვანი იყო პლურალიზმი მედიაში ამ დროს და ერთი კრიტიკული ხმაც არ ისმოდა. სწორედაც ბატონი ივანიშვილია პირი, რომელმაც რეჟიმი დაამარცხა და ამ ქვეყნის განვითარებას მისცა ახალი სიცოცხლე, სამართლიანობას დაუდო საფუძველი,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები