,,უსამართლო იქნება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმის გამო, თუ ამ წუთას ვინ არის საქართველოში მმართველი პარტია”- იაგო ხვიჩია

,,ამ ქვეყანაში დაბადებულა და თაობები გაზრდილა დასავლეთის ღირებულებებითა და იდეებით. ამიტომ, უსამართლო იქნება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმის გამო, თუ ამ წუთას ვინ არის საქართველოში მმართველი პარტია,”- ამის შესახებ ,,გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიამ აღნიშნა, რომ გულშემატკივრობს საქართველოს დასავლურ მომავალს და ამ მიმართულებით, პოზიტიური მოლოდინები აქვს.

„საქართველოს ისტორია მარტო აწმყოსგან არ შედგება. ჩვენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ქვეყანა არ ვართ, ჩვენ გვაქვს წარსული და გვაქვს უამრავი წვლილი მათ შორის ოკუპანტთან ბრძოლაში. ამ ქვეყანაში დაბადებულა და თაობები გაზრდილა დასავლეთის ღირებულებებითა და იდეებით. ამიტომ, უსამართლო იქნება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმის გამო, თუ ამ წუთას ვინ არის საქართველოში მმართველი პარტია. აქედან გამომდინარე, ოპტიმისტური მოლოდინები მაქვს. ეს განპირობებულია იმით, რომ მე ვგულშემატკივრობ საქართველოს დასავლურ მომავალს, თუმცა არ გამოვრიცხავ სხვა რამე ხდებოდეს ჩვენს ზურგს უკან, მაგრამ ვინაიდან გულშემატკივარი ვარ, გულშემატკივარი წაგებაზე არ ფიქრობს, ფიქრობს მისი გუნდი მოიგებს. რეზოლუციის დამტკიცება „ყვითელ ბარათს“ მეც შევადარე და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაა დახლოებით ასეთი, უკვირთ, მოწინააღმდეგე გუნდს რატომ უხარია მათი „ყვითელი ბარათი“. ეს იმდენად აბსურდია, რომ გამოსწორების იმედს და შანსს ნაკლებად ტოვებს, თუმცა დაველოდოთ. ადამიანს ყოველთვის აქვს შანსი გონზე მოვიდეს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენი ბედი დამოკიდებული იყოს იმაზე, „ქართული ოცნება“ როგორ მოიქცევა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიას განცხადებით, დამაზიანებელია, როდესაც დასავლელი პარტიონერი საქართველოს მოქალაქეს სანქცირებით ემუქრებიან.

„ჩვენთვის დამაზიანებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკაში არსებობს ხალხი, რომელსაც შენი მეგობრები სანქცირებით ემუქრებიან. ეს კარგად ნამდვილად არ მოქმედებს და არავინ არ გეტყვის ამის გამო კომპლიმენტს. რაც შეეხება, რამდენად რეალურია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ამას ბევრად მეტი კვალიფიკაცია და ბევრად მეტი ინფორმაცია სჭირდება, რომელიც არ გამაჩნია ამ წუთას და არ მიყვარს საუბარი ისე, როცა ზუსტად არ ვიცი რაზე ვსაუბრობ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები