,,ევროპარლამენტი მხარს უჭერს უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადს“- რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ ,,კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადს.

მისი თქმით, უკრაინას უნდა მიეცეს ევროპულ პროექტში გაწევრიანების ნამდვილი შესაძლებლობა, რადგან ქვეყანამ ამისთვის საფასური გადაიხადა.

„უკრაინა უკვე არის ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, თუმცა ახლა დროა, რომ მას ასევე მისცენ ჩვენს ევროპულ პროექტში გაწევრიანების ნამდვილი შესაძლებლობა. ეს ეხება იმედს, ეს ეხება იმ საფასურის აღიარებას, რომლის გადახდაც უკრაინას აიძულეს და ეს ასევე უკრაინის გაძლიერებასთან ერთად, ევროპის გაძლიერებას ეხება. ასე რომ, ნება მიბოძეთ, მკაფიოდ განვაცხადო, ევროპარლამენტი, რომლის წარმოდგენის პატივი და პასუხისმგებლობა მხვდა წილად, მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადს“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

მსგავსი თემები