კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

კანადამ  314.81 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები და ტრანზაქციები დაბლოკა.

არსებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 7 ივნისამდე, კანადამ 123 მილიონი კანადური დოლარის რუსული აქტივები გაყინა, ხოლო  289 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების ტრანზაქციები დაბლოკა.

საერთო ჯამში, კანადამ სანქციები დაუწესა 1 000-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას.

მსგავსი თემები