ქუჩები, სადაც 8 დეკემბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 დეკემბერს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის მასივის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, გელოვანის გამზირის, პეტრე სარაჯიშვილის, აკაკი ბაქრაძის, გოძიაშვილის, დიდგორის და დემეტრე I-ის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, პეკინის გამზირის, დიდგორის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, ლიხაურის, კოსტავას, ფანასკერტელ-ციციშვილის, მიხეილ თამარაშვილის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ბახტრიონის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ზოვრეთის, კანდელაკის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ლუქსემბურგის, ოდესის,…

მეტი...

2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96 150 065 ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ღვინის ეროვნული სააგენტოდან მიაწოდეს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 პროცენტითაა გაზრდილი. ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 222 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე ოთხი პროცენტით მეტია. „ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 29% (5908393), ჩინეთი – 26% (5469450), აშშ – 12% (971714), გერმანია – 13% (751810), ლატვია – 10% (1634827), ლიეტუვა – 44% (960928),…

მეტი...

“ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად” – კრემლი

კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სერიოზულად არის დაინტერესებული უსაფრთხოების იურიდიულად დაფიქსირებული საიმედო გარანტიების მიღებით, რაც „ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას გამორიცხავს“. კრემლიის განცხადებით, ჯოზეფ ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების გადაადგილების “სავარაუდო სახიფათო“ ხასიათს და გამოკვეთა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში. „საპასუხოდ, ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა არ უნდა გადაიტანონ რუსეთის მხრებზე, რადგან სწორედ ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად და ჩვენს საზღვრებზე თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს,”- აღნიშნულია…

მეტი...

“ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო მკურნალობაზე კვლავ უარს აცხადებს. საქართველოს მე-3 პრეზიდენტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც განმარტავს, თუ რა გახდა ამჯერად მისი პროტესტის მიზეზი.  “დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო. ამ განცხადებიდან დაახლოებით 6 საათში, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას.…

მეტი...

„ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები“ – მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა შეწყვიტა

შეხვედრების შეზღუდვისა და ტელევიზორის ჩამორთმევის გამო, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ისევ პროტესტს უბრუნდება და მკურნალობის პროცესს აჩერებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი საკუთარ წერილში ხსნის. „გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო. დაახლოებით 6 საათში ამ განცხადებიდან, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის…

მეტი...