“ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად” – კრემლი

კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სერიოზულად არის დაინტერესებული უსაფრთხოების იურიდიულად დაფიქსირებული საიმედო გარანტიების მიღებით, რაც „ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას გამორიცხავს“.

კრემლიის განცხადებით, ჯოზეფ ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების გადაადგილების “სავარაუდო სახიფათო“ ხასიათს და გამოკვეთა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში.

„საპასუხოდ, ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა არ უნდა გადაიტანონ რუსეთის მხრებზე, რადგან სწორედ ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად და ჩვენს საზღვრებზე თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს,”- აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ამიტომ, რუსეთი სერიოზულად დაინტერესებულია სანდო, იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიების მოპოვებით, რომელიც გამორიცხავს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას და შეტევითი შეიარაღების სისტემების რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში განთავსებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კრემლში აცხადებენ, რომ ლიდერები შეთანხმდნენ, დაავალონ თავიანთ წარმომადგენლებს, ჩაერთონ “არსებით კონსულტაციებში ამ მგრძნობიარე საკითხებზე”.

მსგავსი თემები