აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფასილიტაციისთვის მარია კალიურანდი საქართველოს მადლობას უხდის

საქართველოს ხელშეწყობით, აზერბაიჯანის მიერ სომეხი ტყვეების გათავისუფლებასა და სანაცვლოდ, სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციის მიღებას მიესალმებიან ევროკავშირის წარმომადგენლები.

საგარეო საკითხებში ​ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ეს ნაბიჯები ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა წაახალისეს. ბორელი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.

შუამდგომლობისთვის საქართველოს მადლობას უხდის ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი. ჟოზეფ ბორელის მსგავსად მხარეებს ისიც თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები