ბრიუსელში დღეს NATO-ს სამიტი გაიმართება – ალიანსის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერები დღეს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში იკრიბებიან. სამიტზე აქცენტი რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან კანონზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე ზეწოლაზე, ტერორიზმის საფრთხესა და კიბერთავდასხმებზე გაკეთდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამიტის დღის წესრიგში არის საქართველოს საკითხიც – საუბარია ღონისძიების იმ ნაწილზე, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

სამიტამდე, რამდენიმე დღით ადრე, გამართულ ბრიფინგზე ალიანსის გენმდივანმა განაცხადა, რომ სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება NATO-ს მყარი მხარდაჭერა “ღირებული პარტნიორებისადმი” – საქართველოსა და უკრაინის მიმართ, რომ ალიანსი გააგრძელებს ქვეყნების მხარდაჭერას რეფორმების დანერგვის კუთხით.

მსგავსი თემები