“შესაძლოა, ქვეყანაში სხვა მუტაციაც დაფიქსირდეს, საზღვარს ისე ვერ დაკეტავ, რომ ვერაფერმა შემოაღწიოს“ – ივანე ჩხაიძე

„ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაკეტავს საზღვარს ისე, რომ გარანტირებულად თავიდან აიცილოს ვირუსის შემოსვლა“ – აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ-ის პროფესორია, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ და დასძენს, რომ ჩვენთან „ინდური ვირუსის“ გავრცელების რისკი დაბალია.

„გამორიცხული არ არის, ქვეყანაში კორონავირუსის სხვა მუტაციებიც დაფიქსირდეს. ამისგან თავს ვერავინ დაიზღვევს. ჩვენ იმიტომ არ გვეშინია ინდოეთის და „ინდური მუტაციის“, რომ საქარველოს ინდოეთთან პირდაპირი მიმოსვლა არ აქვს და ძნელი წარმოსადგენია, ბევრი ადამიანი შემოვიდეს, რომელსაც ეს შტამი ექნება“ – განუცხადა ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება 5 შემთხვევას როცა, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა, პროფესორის განმარტება შემდეგია: „ვინც ქვეყანაში ინდური შტამი შემოიტანეს, ისინი ინდოეთიდან არ შემოსულან. 5-10 და 15 ადამიანი ამ მხრივ ვერაფერს გააფუჭებს ქვეყანაში. როცა 1200 ინფიცირებუიდან 1-2-ია ინდური მუტაციით, ეს არ ნიშნავს  რომ ქვეყანაში ამ შტამის რუსკი გაქვს. როცა 1200-დან 600 იქნება „ინდური შტამი“, ეს უკვე რისკია. ჩვენთან ინდური შტამის პრიორიტეტულობა არ არსებობს, თუმცა, შესაძლოა სხვა მუტაციაც დაფიქსირდეს ვერ დაკეტავ ქვეყანას და საზღვარს ისე, რომ არ შემოვა ისეთი ადამიანი ქვეყანაში, რომელსაც ინკუბაციურ პერიოდში აქვს გაკეთებული ტესტი, ან ორმაგი ვაქცინა და მაინც შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი. ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაკეტავს საზღვარს ისე, რომ გარანტირებულად თავიდან აიცილოს ვირუსის შემოსვლა“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.   

მსგავსი თემები