ნინოწმინდის პანსიონატის რამდენიმე აღსაზრდელი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე აღსაზრდელი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მათთან ერთად იმყოფებოდა სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საპროცესო ღონისძიებებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა ხდება კანონმდებლობის სრული დაცვითა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პანსიონი დღეს კიდევ რვა ბენეფიციარმა დატოვა.

ბავშვების მშობლები მათ შვილებზე ძალადობას გამორიცხავენ და აცხადებენ რომ მსგავსი არაფერი შეუნიშნავთ.

თავად ბავშვები კი აცხადებენ, რომ არანაირი დასჯის მეთოდი არ არსებობს ბავშვთა სახლში და ისინი ძალადობას არ განიცდიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი, რომელიც საპატრიარქოს მზრუნველობის ქვეშაა, ხმაურისა და დაძაბულობის საკითხი გახდა. აღნიშნულის მიზეზი გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, ბავშვები ფიზიკური ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის ქვეშ იმყოფებიან.   

ბავშვთა პანსიონიდან 11 ბენეფიციქრი უკვე გაიყვანეს.

მსგავსი თემები