კახეთში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 52 მაღაზია დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა კახეთის რეგიონში შეამოწმეს 130 სპეციალიზებული მაღაზია, საიდანაც 52 მათგანში ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო უხარისხო და ფალსიფიცირებული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღების მიზნით, განაგრძობს სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა.

მსგავსი თემები