შეზღუდვები, რომელიც იხსნება დღეიდან ქვეყანაში

დღეიდან პამდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება. იხსნება სახმელეთო საზღვრები და საქართველოში შემოსვლა დამატებით 7 ქვეყნის წარმომადგენლებს შეეძლებათ.

საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით.

ასევე, დღეიდან სრულად იხსნება კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვაც და მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ, თუმცა აკრძალვა სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით ისევ ძალაში რჩება. ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვაც.

მსგავსი თემები