იენს სტოლტენბერგი საქართველოს რეფორმებისაკენ მოუწოდებს

NATO-ს გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზეალ ალიანსის ​ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის, ფართო მხარდაჭერის გაგრძელებას. ამის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ასპირანტმა ქვეყნებმა ფოკუსირება რეფორმების გატარებაზე მოახდინონ.

“NATO-ს კარი ღიაა. ჩვენ ვმუშაობთ ასპირანტ ქვეყნებთან – საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენი გზავნილია, რომ მათ ფოკუსირება მოახდინონ რეფორმების გატარებაზე. მოახდინონ თავდაცვითი უსაფრთხოების მოდერნიზება, რადგან გვჯერა, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

მსგავსი თემები