“მესამე ტალღა დაძლეული არ არის, მხოლოდ პიკმა გადაიარა” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი გაზრდილ რისკებზე საუბრობს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმისათვის, რომ რეგულაციების შემსუბუქებას ეპიდსიტუაციის გაუარესება არ მოჰყვეს, წესები კვლავ ზედმიწევნით უნდა შესრულდეს.  

“იხსნება კიდევ რეგულაციები, ეს ეხება სახმელეთო საზღვრებს, სადაც დაახლოებით იგივე წესები იმოქმედებს, როგორც საჰაერო საზღვრებში.

ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს რისკებს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, მით უმეტეს როცა ჯერ მესამე ტალღა არ არის მთლიანად დაძლეული, მხოლოდ პიკმა გადაიარა, მაგრამ მესამე ტალღა გრძელდება. უნდა ზედმიწევნით შევასრულოთ რეგულაციები და პირველ რიგში ყველამ ვატაროთ პირბადეები,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები