პედიატრი თამარ ობგაიძე იძულებული გახდა, სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოექვეყნებინა 87 წლის დედის მდგომარეობს შესახებ, რომელიც 24 საათზე მეტია 112-ისა და ოჯახის ექიმის რეაგირებას ელოდება.
„24 საათზე მეტი გავიდა 112-ზე შეტყობინებიდან. პაციენტი დედაჩემია, 87 წლის ადამიანი სერიოზული კომორბიდებით. ოჯახის ექიმი არ ჩანს!!!
დღეს ვრეკავ 112-ზე ხელმეორედ. მეუბნებიან, რომ შემთხვევა გადაცემულია, მაგრამ რეაგირებას კლინიკიდან არც მათ უჩვენებს. კარგია, რომ პაციენტს პატრონი ჰყავს, თან ექიმი. კარგია, რომ მას ამწუთას ჩემი მეგობარი საუკეთესო ექიმები მართავენ და არ უჭირს, მაგრამ მე კითხვა მაქვს- ეს ადამიანი მარტოხელა რომ იყოს, მომკითხავი ვინმე უნდა ჰყავდეს დროულად თუ არა? მერე რა, რომ სადღესასწაულო დღეებია. კოვიდი ხომ საგანგებო მდგომარეობაა და ის ახალი წლის უქმეებს არ სცნობს.
24 საათზე მეტი ხნის მანძილზე არავინ კითხულობს რისკის ჯგუფის ავადმყოფს. სიმართლე გითხრათ, ამ შეტყობინებას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – წესის დაცვა, საჭიროებისას მიმართვების მიღება ან ჰოსპიტალში გადაყვანის შემთხვევაში შესაბამისი მხარდაჭერა. ისე ვატყობ, ესეც ქართულ-ჯიგრულად უნდა ვმართო“ – წერს თამარ ობრაგიძე.