ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის დაგაჯარიმებენ

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს ინიციატივა, რომელიც ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებას ეხება.  

პანდემიის პერიოდში,  როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა. მის გარეშე გადაადგილება კი 20 ლარიანი ჯარიმით დაისჯება. ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.  ინიციატივით, პირბადის ტარების წესს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო განსაზღვრავს.

მსგავსი თემები