ახალი პარლამენტისთვის გუნდი წარსადგენად გიორგი გახარიას 7-დღე აქვს

მთავრობის ფორმირებაზე მსჯელობა “ქართულ ოცნებაში” უკვე დაწყებულია. პარლამენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტი უკვე მომავალ კვირას უნდა დაამტკიცოს. ვაკანტურია ერთი პოსტი – იუსტიციის მინისტრის ადგილი, რომელიც თეა წულუკიანმა პარლამენტში წასვლით გაათავისუფლა. იქნება, თუ არა სხვა ახალი სახე ახალ მთავრობაში? კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცესი, სავარაუდოდ, ოპოზიციის გარეშე ჩაივლის, ისევე, როგორც სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო მოსმენები.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიაა წარდგენილი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ უკვე აჩვენა მისი შესაძლებლობები და დარწმუნებულები არიან, რომ მისი ქმედებები ქვეყანას კორონავირუსისგან შექმნილი კრიზისიდან აუცილებლად გამოიყვანს. ახალი პარლამენტისთვის საკუთარი გუნდი წარსადგენად მთავრობის დასახელებულ მეთაურს შვიდდღიანი ვადა აქვს.

მსგავსი თემები